bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 20
1 Kings 20
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 21 →
1
ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, შეკრიბა მთელი თავისი საომარი ძალები, თან იახლა 32 მეფე, და ცხენებითა და ეტლებით დაიძრა, შემოადგა სამარიას და ბრძოლა გაუმართა.
2
და გაუგზავნა მოციქულები ახაბს, ისრაელის მეფეს, ქალაქში,
3
და შეუთვალა: „ასე ამბობს ბენ-ჰადადი: ჩემია შენი ვერცხლი და შენი ოქრო, ჩემები არიანო შენი ცოლები და შენი რჩეული ძენი.“
4
და მიუგო ისრაელის მეფემ და უთხრა: „შენი სიტყვისამებრ იყოს, ჩემო მეფე-ბატონო! მეც შენი ვარ და ყოველივე, რაც გამაჩნია, შენია.“
5
კვლავ მოვიდნენ მოციქულები და თქვეს: „ასე ამბობს ბენ-ჰადადი: მე შემოგითვალე: მომეცი-მეთქი შენი ვერცხლი და შენი ოქრო, შენი ცოლები და შენი ძენი;
6
ხვალ ამ დროს გამოგიგზავნი ჩემს მსახურთ, რათა დაათვალიერონ შენი სახლი და შენი მსახურების სახლები; და რაც მოეწონებათ, აიღონ და წამოიღონ.“
7
და მოუხმო ისრაელის მეფემ ქვეყნის მთელ უხუცესობას და უთხრა: „ნახეთ და შეიგნეთ, რომ ცუდ ამბავს გვიპირებს ეს კაცი, რადგან ჩემი ცოლების, ჩემი ვაჟების და ჩემი ოქრო-ვერცხლის წასართმევად გამოგზავნა ხალხი, მე უარი არ მითქვამს მისთვის.“
8
და უთხრა მთელმა უხუცესობამ და მთელმა ერმა: „ყურს ნუ დაუგდებ და ნურც დათანხმდები.“
9
და უთხრა მან ბენ-ჰადადის მოციქულებს: „ასე უთხარით ჩემს მეფე-ბატონს: რაც პირველად შემოუთვალე შენს მსახურს, იმას კი გავაკეთებ, მაგრამ ამ საქმის გაკეთება არ შემიძლია.“ და წავიდნენ მოციქულები და მიუტანეს პასუხი.
10
და შეუთვალა ბენ-ჰადადმა: „ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და მეტიც დამმართონ, თუ ეყოს სამარიის მიწის თითო პეშვი მათ, ვისაც წინ მოვუძღვივარ.“
11
და უპასუხა ისრაელის მეფემ: „სარტყლის შემორტყმისას ტრაბახს სარტყლის შემოხსნისას ტბაბახი სჯობს.“
12
და გაიგონა ეს შემონათვალი სიტყვა ბენ-ჰადადმა, რომელიც მეფეებთან ერთად ჩარდახში სვამდა და უთხრა თავის მსახურთ: „შემოეწყვეთ!“ ისინიც შემოეწყვნენ ქალაქს.
13
და აჰა, მიუახლოვდა ერთი წინასწარმეტყველი ახაბს, ისრაელის მეფეს, და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ‘ხომ ხედავ ამ უამრავ ხალხს? ხელში ჩაგაგდებინებ დღეს ყველას, რათა იცოდე, რომ მე უფალი ვარ.’“
14
და თქვა ახაბმა: „ვისი წყალობით?“ და თქვა: „ასე ამბობს უფალი: ‘მხარეთა მთავრების მსახურთა წყალობით.’“ და თქვა: „ვინ წამოიწყებს ბრძოლას?“ და თქვა: „შენ.“
15
და დათვალა მხარეთა მთავრების მსახურნი და აღმოჩნდა 232 კაცი, მათ მერე დათვალა მთელი ხალხი, ყველა ისრაელიანი – 7 ათასი კაცი.
16
შუადღისას გავიდნენ, როცა ბენ-ჰადადი სვამდა და თვრებოდა ჩარდახში თავის თანამდგომ 31 მეფესთან ერთად.
17
პირველად მხარეთა მთავრების მსახურნი გავიდნენ. გაგზავნა ბენ-ჰადადმა და ამბავი მოუტანეს: ხალხი გამოდისო სამარიიდან.
18
და თქვა: „თუ სამშვიდობოდ არიან გამოსულნი, ცოცხლად შეიპყარით. თუ საომრად არიან გამოსულნი, ასევე შეიპყარით ცოცხლად.“
19
გამოვიდნენ ქალაქიდან მხარეთა მთავრების მსახურნი და ლაშქარი, მათ რომ მიჰყვებოდა უკან.
20
ყველამ თავ-თავისი მეტოქე დასცა ძირს. უკუიქცნენ არამელები და დაედევნა მათ ისრაელი. და გაიქცა ცხენით ბენ-ჰადადი, არამის მეფე, მხედრებთან ერთად.
21
და გამოვიდა ისრაელის მეფე და დასცხო ცხენებსა და ეტლებს. და დიდი გამარჯვება მოიპოვა არამზე.
22
და მიუახლოვდა წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს და უთხრა: „წადი, გამაგრდი და იფიქრე, რა უნდა გააკეთო, რადგან წელიწადი შემობრუნდება და დაგესხმის თავს არამის მეფე.“
23
და უთხრეს მისმა მსახურებმა არამის მეფეს: „მთათა ღმერთია მათი ღმერთი, ამიტომაც გვძლიეს. თუ ვაკეზე შევებრძოლებით, უსათუოდ ვძლევთ.
24
აბა, ასე მოიქეცი: თავ-თავის ადგილებს მოაშორე მეფეები და მათ ნაცვლად ერისმთავარნი დააყენე.
25
შეჰყარე იმდენივე ჯარი, რამდენიც დაგეღუპა, იმდენივე ცხენი, რამდენიც გყავდა, და იმდენივე ეტლი, რამდენიც გქონდა. ვაკეზე შევებრძოლოთ მათ და უსათუოდ დავამარცხებთ.“ ყურად იღო მათი სიტყვა და ასე გააკეთა.
26
და როცა მობრუნდა წელიწადი, დაათვალიერა თავისი ლაშქარი არამის მეფემ და გაემართა აფეკისკენ ისრაელის ძეებთან საომრად.
27
და დაეწყვნენ ისრაელიანებიც, საგზალი მიიღეს და მათ შესახვედრად დაიძრნენ. თხის ორი ჯოგივით დაიბანაკეს ისრაელიანთ მათ პირისპირ, ხოლო არამელებმა დაფარეს მიწა.
28
და გამოჩნდა ღვთისკაცი და უთხრა ისრაელის მეფეს: „ასე ამბობს უფალი: ‘რაკი თქვეს არამელებმა უფალზე, მთების ღმერთი არისო და ვაკეების ღმერთი არ არისო, მთელ ამ ურიცხვ ლაშქარს ხელში ჩაგაგდებინებ, რათა იცოდეთ, რომ უფალი ვარ.’“
29
ასე იყვნენ დაბანაკებულნი ერთმანეთის პირისპირ შვიდ დღეს. მეშვიდე დღეს გაიმართა ბრძოლა და გაწყვიტეს ისრაელიანთ არამელნი – 100 ათასი ქვეითი ერთ დღეს.
30
დანარჩენები ქალაქ აფეკში გაიქცნენ, დანარჩენი 27 ათასი კაცი კი კედელმა დაიტანა. ბენ-ჰადადიც გაიქცა, ქალაქში მივიდა და ერთი ოთახიდან მეორეში იმალებოდა.
31
და უთხრეს მისმა მსახურებმა: „გვსმენია, გულმოწყალენი ყოფილან ისრაელის სახლის მეფეები; წელზე ჯვალოს შემოვიკრავთ, თავზე საბლებს დავიწყობთ და გავალთ ისრაელის მეფესთან, ვინძლო ცოცხლები დაგვტოვოს.“
32
წელზე ჯვალო შემოიკრეს, თავზე საბლები დაიდეს, და მივიდნენ ისრაელის მეფესთან და უთხრეს: „შენი მსახური ბენ-ჰადადი გთხოვს, სიცოცხლე შემინარჩუნეო.“ და თქვა: „ჯერ კიდევ ცოცხალია? ის ჩემი ძმა არის.“
33
და ინიშნეს ეს ამ კაცებმა, არ დაიბნენ და სასწრაფოდ მიუგეს: „შენი ძმა არის ბენ-ჰადადი.“ და თქვა მეფემ: „წადით და მოიყვანეთ.“ და გამოვიდა მასთან ბენ-ჰადადი და ეტლზე დაისვა იგი მეფემ.
34
და უთხრა: „დაგიბრუნებ იმ ქალაქებს, მამაშენს რომ წაართვა მამაჩემმა. იქონიე ქუჩები დამასკოში, როგორც მამაჩემს ჰქონდა სამარიაში. მე კი ხელშეკრულების დადებით გაგისტუმრებ.“ დაუდო ხელშეკრულება და გაისტუმრა.
35
და უთხრა ერთმა წინასწარმეტყველთა დასიდან მეორეს უფლის სიტყვით: მცემეო. და არ ინდომა ამ კაცმა მისი ცემა.
36
და უთხრა: „რაკი არ გაიგონე უფლის ხმა, აჰა, წახვალ თუ არა ჩემგან, ლომი მოგკლავს.“ წავიდა მისგან კაცი, შემოეყარა ლომი და მოკლა.
37
და მოძებნა სხვა კაცი და უთხრა: მცემეო. მაგრად სცემა იმ კაცმა და დააწყლულა.
38
და წავიდა წინასწარმეტყველი და დახვდა მეფეს გზაზე, სახეზე რიდე ჰქონდა აფარებული.
39
და როცა გამოიარა მეფემ, შეჰბღავლა მან მეფეს და უთხრა: „შუაგულ ბრძოლაში იყო შენი მსახური, როცა ვიღაც უცნობმა მომიყვანა კაცი და მითხრა: უყარაულე ამ კაცს; თუ დაიკარგა, შენი სული მისი სულის წილ იყოს, ანდა ერთი ტალანტი ვერცხლი გადაიხადეო.
40
და გაერთო საქმით შენი მსახური და, აჰა, სადღაა ის კაცი.“ და უთხრა მას ისრაელის მეფემ: „შენ თავად გამოგიტანია განაჩენი საკუთარი თავისათვის.“
41
და მყისვე გადაიძრო რიდე სახეზე და იცნო ისრაელის მეფემ, წინასწარმეტყველი დაინახა მასში.
42
და უთხრა წინასწარმეტყველმა: „ასე ამბობს უფალი: ‘რაკი ხელიდან გაუშვი ჩემი დარისხებული კაცი, იყოს შენი სული მისი სულის წილ, და შენი ხალხი – მისი ხალხის წილ.’“
43
და წავიდა ისრაელის მეფე შინისაკენ დამწუხრებული და შეშფოთებული და მივიდა სამარიას.
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22