bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 19
1 Kings 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 20 →
1
და უამბო ახაბმა იეზებელს ყველაფერი, რაც ელიამ გააკეთა, და ისიც, რომ მან მახვილით ამოხოცა წინასწარმეტყველნი.
2
მოციქული გაუგზავნა იეზებელმა ელიას და შეუთვალა: „ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ მოგექცე, როგორც შენ მოექეცი თითოეულ იმათგანს.“
3
შეეშინდა ელიას, ადგა და წავიდა, რათა თავი გადაერჩინა. და მივიდა იუდას ბეერ-შებაყში და დატოვა იქ თავისი მსახური.
4
თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე, და მივიდა ერთი წნორნარის ბუჩქთან და მის ძირას დაჯდა, სიკვდილი ინატრა და თქვა: „ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამებზე უკეთესი არა ვარ.“
5
და მიწვა და მიეძინა წნორნარის ბუჩქის ძირას. და აჰა, ანგელოზი შეეხო მას და უთხრა: „ადექი, ჭამე.“
6
გაიხედა ელიამ, და, აჰა, გამომცხვარი კვერი და წყლის დოქი უდგას თავით. და შეჭამა, დალია და ისევ დაიძინა.
7
მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო მას და უთხრა: „ადექი და ჭამე, რადგან წინ დიდი გზა გაქვს.“
8
და ადგა, ჭამა, სვა და ამ საჭმლით მომაგრებულმა 40 დღე და 40 ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე.
9
შევიდა ერთ მღვიმეში და იქ დაიღამა. და, აჰა, უფლის სიტყვა იყო მის მიმართ და უთხრა: „აქ რა გინდა, ელია?“
10
და მიუგო მან: „ცაბაოთ უფალი ღმერთის მოშურნე ვარ, მაგრამ დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი, მე ერთი დავრჩი, მაგრამ დამეძებენ, რათა სული ამომხადონ.“
11
ხოლო მან უთხრა: „გარეთ გამოდი და დადექი მთაზე უფლის წინაშე.“ და, აჰა, ჩაიარა უფალმა; და უფლის წინაშე ამოვარდა დიდი და ძლიერი ქარი, მთათა დამაქცეველი და კლდეთა შემმუსვრელი; მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარს მოჰყვა მიწისძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი;
12
მიწისძვრას მოჰყვა ცეცხლი; მაგრამ არც ცეცხლში იყო უფალი. და ცეცხლს მოჰყვა ხმა ნელი ნიავისა.
13
ეს რომ გაიგონა ელიამ, თავისი ხალენით დაიფარა სახე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა. და აჰა, ხმა იყო მასთან და უთხრა: „აქ რა გინდა, ელია?“
14
და თქვა: „ცაბაოთ უფალი ღმერთის მოშურნე ვარ, მაგრამ დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, და დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი. მე ერთი დავრჩი, მაგრამ დამეძებენ, რათა სული ამომხადონ.“
15
და უთხრა უფალმა: „წადი, გაბრუნდი შენი გზით უდაბნოზე და დამასკოში მიდი. როცა მიხვალ, სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ.
16
და იეჰუს, ნიმშის ძეს, სცხე ისრაელზე სამეფოდ. ელისეს კი, შაფატის ძეს, აბელ-მეხოლადან რომ არის, სცხე, რათა წინასწარმეტყველებდეს შენს ნაცვლად.
17
და ასე მოხდება: ვინც ხაზაელის მახვილს გადაურჩება, იეჰუ მოკლავს მას; ვინც იეჰუს მახვილს გადაურჩება, ელისე მოკლავს მას.
18
დავიტოვებ ისრაელში 7 ათას კაცს: ყველა მუხლს, რომელიც არ მოდრეკილა ბაყალის წინაშე და ყველა ბაგეს, რომელსაც არ უკოცნია მისთვის.“
19
და წავიდა იქიდან და მოძებნა ელისე, შაფატის ძე, როცა ის ხნავდა; 12 უღელი ხარი ება და თავად ედგა მეთორმეტეს. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი ხალენი.
20
მიატოვა ხარები, გამოეკიდა ელიას და უთხრა: „გამიშვი, ვეამბორო ჩემს დედ-მამას და მერე წამოგყვები.“ უთხრა: „წადი და უკანვე დაბრუნდი, მე ხომ არ გაკავებ?“
21
და მოცილდა მას, და აიღო და დაკლა უღელი ხარი, უღელს მოუკიდა და შეწვა ხორცი, და გაუნაწილა ხალხს, და მათაც ჭამეს. თავად კი ადგა და გაჰყვა ელიას, და ემსახურებოდა.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22