bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 14
1 Kings 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 15 →
1
იმ ხანად დასნეულდა იერობოყამის ძე – აბია.
2
და უთხრა ცოლს იერობოყამმა: „ადექი და გადაიცვი, რათა ვერ გიცნონ, იერობოყამის ცოლი რომ ხარ, და წადი შილოში. იქ არის წინასწარმეტყველი ახია; მან მე მიწინასწარმეტყველა, ამ ერის მეფე გახდებიო.
3
მიართვი იმ ღვთის კაცს ათი პური, კვერები ბავშვებისათვის და ერთი ქილა თაფლი. მიდი და ის გეტყვის, რა მოუვა ბავშვს.“
4
ასე გააკეთა იერობოყამის ცოლმა: ადგა და წავიდა შილოში, და მივიდა ახიას სახლში. მაგრამ ვეღარ ხედავდა ახია, რადგან სიბერის გამო თვალისჩინი წართმეოდა.
5
უფალმა უთხრა ახიას: „აჰა, იერობოყამის ცოლი მოდის, თავისი ავადმყოფი ბავშვის ამბავი რომ გკითხოს; ასე და ასე ელაპარაკე; როცა შემოვა, სხვა ვინმედ მოგაჩვენებს თავს.“
6
როცა გაიგონა ახიამ კართან მომდგარი ქალის ფეხის ხმა, დაუძახა: „შემოდი, იერობოყამის ცოლო! სხვა ვინმედ რად გვაჩვენებ თავს? მძიმე ამბავი უნდა გამცნო.
7
წადი, უთხარი იერობოყამს: ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘მე აღგაზევე შენ ამ ერში და ისრაელის ერისმთავრად დაგადგინე;
8
მე გამოვგლიჯე დავითის სახლს მეფობა და შენ მოგეცი, თუმცა არ ჰგავხარ ჩემს მსახურს, დავითს, რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს, მთელი გულით მომყვებოდა და მხოლოდ იმას აკეთებდა, რაც ჩემს თვალში სიწრფელე იყო.
9
შენ ყველა მათგანზე უარესად მოიქეცი, ვინც კი შენამდე ყოფილა: წახვედი და უცხო ღმერთები და კერპები გაიჩინე ჩემს გასარისხებლად; თავად მე კი ზურგი მადრიკე.
10
ამიტომ აჰა, უბედურებას დავატეხ იერობოყამის სახლს და ამოვძირკვავ ყველა კაცს, ყმასა და ისრაელში დარჩენილ აზატს და გავხვეტ იერობოყამის სახლს, როგორც ნაგავს გახვეტენ ხოლმე პირწმინდად.
11
ვინც ქალაქში მოუკვდება იერობოყამს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც ველად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან;’ ასე ბრძანა-თქო უფალმა.
12
ახლა ადექი და შინ წადი; როგორც კი ფეხს შეადგამ ქალაქში, ბავშვი მოგიკვდება.
13
და დაიტირებს მთელი ისრაელი და დამარხავენ. ეგ ერთადერთი იქნება იერობოყამის მთელი სახლიდან, ვინც საფლავში დაიმარხება, რადგან მხოლოდ მასში აღმოჩნდა რაღაც სიკეთე უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.
14
უფალი აღიდგენს ისრაელზე თავის სასურველ მეფეს, რომელიც დასცემს იერობოყამის სახლს იმ დღეს; თუმცა, რატომ ახლავე არა?
15
და დალახვრავს უფალი ისრაელს და დაემსგავსება იგი ლერწამს, წყალში რომ ირყევა, და აღმოფხვრის ისრაელიანთ ამ დალოცვილი მიწიდან, რომელიც მათ მამებს მისცა, და მდინარის გაღმა გადარეკავს მათ, რადგან აშერები გაიჩინეს უფლის გასარისხებლად.
16
და გასწირავს ისრაელს იერობოყამის გამო, თავადაც რომ სცოდა და ისრაელიც შეიყვანა ცოდვაში.“
17
და ადგა იერობოყამის ცოლი და წავიდა, და მივიდა თირცაში. და ვიდრე ზღურბლს გადააბიჯებდა, მოკვდა ყმაწვილი.
18
და დამარხეს ის, და დაიტირა მთელმა ისრაელმა, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს თავისი მსახურის, ახია წინასწარმეტყველის პირით.
19
იერობოყამის დანარჩენი საქმენი, როგორ იბრძოდა იგი და როგორ გამეფდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
20
ხანი იერობოყამის მეფობისა იყო 22 წელი. და განისვენა მან თავის მამებთან, და მის ნაცვლად ნადაბი გამეფდა, მისი ძე.
21
ხოლო რეხობოყამი, სოლომონის ძე, იუდაში მეფობდა. 41 წლისა იყო რეხობოყამი, როცა გამეფდა, და ჩვიდმეტ წელს იმეფა იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ისრაელის ყველა შტოდან ამოირჩია უფალმა თავისი სახელის იქ დასამკვიდრებლად. დედამისს ერქვა ნაყამა, ყამონელი ქალი იყო ის.
22
ბოროტებას სჩადიოდა იუდა უფლის თვალში, და თავიანთ მამებს გადაამეტეს ცოდვებში, რითაც გულისწყრომით ავსებდნენ უფალს.
23
ყოველ მაღალ ბორცვზე ააგეს სვეტები და მოაწყვეს აშერები და ბომონები დაბურული ხეების ქვეშ.
24
ტაძრის მსიძავნიც იყვნენ ქვეყანაში, სჩადიოდნენ იმ ხალხების ყოველგვარ სიბილწეს, რომელნიც განდევნა უფალმა ისრაელიანთაგან.
25
რეხობოყამის მეფობის მეხუთე წელს ეგვიპტის მეფე შიშაკი თავს დაესხა იერუსალიმს.
26
და წაიღო უფლის ტაძრისა და სამეფო სახლის განძეულობა, ყველაფერი წაიღო, წაიღო ოქროს ფარებიც, სოლომონმა რომ გააკეთებინა.
27
მათ ნაცვლად მეფე რეხობოყამმა ბრინჯაოს ფარები დაამზადებინა და ისინი დაცვის უფროსებს ჩააბარა, რომელნიც სამეფო სახლის შესასვლელს დარაჯობდნენ.
28
როცა მეფე უფლის სახლში შედიოდა, მცველებს მიჰქონდათ ისინი, და მერე ისევ აბრუნებდნენ მცველთა ოთახში.
29
რეხობოყამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
30
რეხობოყამი და იერობოყამი მთელი მათი სიცოცხლის მანძილზე ებრძდნენ ერთმანეთს.
31
განისვენა რეხობოყამმა თავის მამებთან, და დაიმარხა თავისი მამების გვერდით დავითის ქალაქში. დედამისი იყო ნაყამა, ყამონელი ქალი. და გამეფდა მის ნაცვლად მისი ძე – აბიამი.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22