bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 12
1 Kings 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 13 →
1
და წავიდა რეხობოყამი შექემში, რადგან იქ იყო მისული მთელი ისრაელი მის გასამეფებლად.
2
ეს ამბავი იერობოყამ ნებატის ძემ ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნისას შეიტყო, სადაც სოლომონ მეფის მიერ იყო დევნილი; და დაბრუნდა იერობოყამი ეგვიპტიდან.
3
გაუგზავნეს მას კაცები და მოიწვიეს; მოვიდნენ იერობოყამი და ისრაელის მთელი კრებული და ასე უთხრეს მეფე რეხობოყამს:
4
„მძიმე უღელი დაგვადგა მამაშენმა. ახლა შენ მაინც შეგვიმსუბუქე მამაშენის კირთები და მძიმე უღელი, მან რომ დაგვადგა, და მაშინ გაგიხდებით მსახურებად.“
5
და უთხრა მათ: „ახლა წადით და სამი დღის შემდეგ მოდით ჩემთან.“ და წავიდა ხალხი.
6
და რჩევა ჰკითხა მეფე რეხობოყამმა უხუცესებს, რომლებიც სოლომონის სიცოცხლეში მის წინაშე იდგნენ და უთხრა: „როგორ მირჩევდით, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?“
7
ელაპარაკნენ ისინი მას და უთხრეს: „თუ დღეს მაგ ხალხის მსახური იქნები, მოემსახურები და დააკმაყოფილებ მათ, ლმობიერ სიტყვებს ეტყვი, მაშინ ისინი შენი მსახურნი იქნებიან სამარადჟამოდ.“
8
ყური არ უგდო უხუცესების რჩევას და რჩევა ჭაბუკებს დაეკითხა, რომლებიც მასთან იყვნენ შეზრდილნი და გარს ეხვივნენ.
9
და უთხრა მათ: „რას მირჩევთ, რა პასუხი გავცე მაგ ხალხს, რომ მეუბნებიან: შეგვიმსუბუქეო მამაშენის მძიმე უღელი?“
10
და ელაპარაკნენ ჭაბუკები, მასთან რომ იყვნენ შეზრდილნი, და უთხრეს: „ასე უთხარი იმ ხალხს, რომელიც გელაპარაკა და გითხრა: უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა და ახლა შენ უნდა შეგვიმსუბუქოო: მამაჩემის წელზე მსხვილია ჩემი ნეკათითი;
11
ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ გსჯიდათ შოლტებით მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით-თქო!“
12
და მოვიდნენ იერობოყამი და მთელი ხალხი მესამე დღეს რეხობოყამთან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს – სამი დღის შემდეგ მოდითო ჩემთან.
13
მკაცრად მიმართა მეფემ ხალხს; მან ყური არ ათხოვა უხუცესთა რჩევას.
14
ახალგაზრდების რჩევის თანახმად დაელაპარაკა მათ და უთხრა: „ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე კიდევ უარესად დაგიმძიმებთ მას; ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!“
15
და არ მოუსმინა მეფემ ხალხის სათხოვარს, რადგან ასეთი იყო უფლის ნება – უნდა აღსრულებულიყო მისი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერობოყამ ნებატის ძისთვის ახია შილოელის პირით.
16
და ნახა მთელმა ისრაელმა, რომ არ მოუსმინა მათ მეფემ. და სიტყვა შეუბრუნა ხალხმა მეფეს და უთხრა: „დავითთან ჩვენ რა გვესაქმება? საერთო რა გვაქვს იესეს ძესთან?! თქვენ თქვენი კარვებისკენ გასწით, ისრაელიანებო! ახლა შენ მიხედე შენს სახლს, დავით!“ – და თავ-თავისი კარვებისაკენ წავიდა ისრაელი.
17
მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელიანებზეღა მეფობდა რეხობოყამი.
18
და გაგზავნა მეფე რეხობოყამმა ადორამი, ხარკის ამკრეფი, მაგრამ ქვა დაუშინეს მას ისრაელიანებმა, და მოკვდა იგი. მაშინ სასწრაფოდ შეხტა ეტლზე მეფე რეხობოყამი, რათა იერუსალიმისკენ გაქცეულიყო.
19
და განუდგა ისრაელი დავითის სახლს, და ასეა ეს დღემდე.
20
როცა შეიტყო მთელმა ისრაელმა, რომ ეგვიპტიდან დაბრუნდაო იერობოყამი, კაცები გაუგზავნეს, საკრებულოში დაიბარეს და გაამეფეს მთელს ისრაელზე. ერთადერთი იუდას ტომი შერჩა დავითის სახლს.
21
და მივიდა რეხობოყამი იერუსალიმში და შეკრიბა იუდას მთელი სახლიდან და ბენიამინის შტოდან 180 ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელის სახლს და დაებრუნებინათ მეფობა სოლომონის ძის – რეხობოყამისათვის.
22
და გამოეცხადა ღვთის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს:
23
„ასე უთხარი რეხობოყამს, სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, იუდასა და ბენიამინის მთელს სახლს და დანარჩენ ხალხს:
24
ასე ამბობს-თქო უფალი: ‘ნუ გახვალთ საომრად თქვენს ძმებთან, ისრაელიანებთან; შინ გაბრუნდით ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი.’“ და დაიჯერეს უფლის სიტყვა და უფლის სიტყვისამებრ გაბრუნდნენ უკან.
25
და ააშენა იერობოყამმა შექემი ეფრემის მთაზე და იქ დასახლდა. მერე წავიდა იქიდან და ფენუელი ააშენა.
26
და ამბობდა თავის გულში იერობოყამი: კვლავ დაუბრუნდება მეფობა დავითის სახლს.
27
თუ ამ ხალხმა მსხვერპლის შესაწირად იერუსალიმში დაიწყო სიარული უფლის სახლში, გული მოუბრუნდებათ მათ თავისი ბატონის, იუდას მეფის, ეხობყამისკენ, მე მომკლავენ და რეხობოყამთან, იუდას მეფესთან დაბრუნდებიან.
28
და ითათბირა მეფემ, და გააკეთა ორი ოქროს ხბო. და უთხრა ხალხს: „გეყოფათ იერუსალიმში სიარული. აჰა, შენი ღმერთები, ისრაელო, რომელთაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.“
29
და ერთი ხბო ბეთელში დადგა, მეორე დანში გაგზავნა.
30
ეს იყო ცოდვის დასაბამი. და დაიწყო ხალხმა სიარული იმ ხბორების თაყვანის საცემად თვით დანამდე.
31
და ააშენა გორაკზე ბომონი და განაწესა ხალხიდან გამოყვანილი მღვდლები, რომლებიც ლევიანები არ იყვნენ.
32
და დააწესა იერობოყამმა დღესასწაული მერვე თვეს, თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ დღესასწაულის მსგავსი, იუდაში რომ იმართებოდა, და მსხვერპლი აღავლინა სამსხვერპლოზე. ასევე გააკეთა ბეთელში, რომ მსხვერპლი შეეწირათ მის მიერ გაკეთებული ხბორებისთვის. და დაუდგინა ბეთელში მღვდლები მაღლობებს, რომლებიც აღმართა.
33
და სამსხვერპლოზე, რომელიც ბეთელში ააგო, მსხვერპლი შესწირა მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ თვეში, რომელიც თავისი ნებით ამოარჩია; და დაუწესა დღესასწაული ისრაელიანთ, და ავიდა სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22