bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 22
1 Kings 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
1
ისე გავიდა სამი წელი, რომ არ მომხდარა ომი არამსა და ისრაელს შორის.
2
მესამე წელს წავიდა იუდას მეფე იოშაფატი ისრაელის მეფესთან.
3
და უთხრა ისრაელის მეფემ თავის მსახურთ: „იცით თუ არა, რომ ჩვენ გვეკუთნის გალაადის რამოთი? ჩვენ კი არც ვფიქრობთ, გამოვტაცოთ იგი ხელიდან არამის მეფეს.“
4
და უთხრა მან იოშაფატს: „წამომყვები გალაადის რამოთისათვის ბრძოლაში?“ და უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: „რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, ჩემი ცხენები და შენი ცხენები?“
5
და უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: „აბა, ჯერ დაეკითხე დღეს უფლის სიტყვას.“
6
და შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი, ოთხასამდე კაცი, და უთხრა მათ: „გავილაშქრო გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავო?“ მათ თქვეს: „გაილაშქრე, მეფეს ჩაუგდებს ხელში უფალი.“
7
და თქვა იოშაფატმა: „ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მისი საშუალებით დავეკითხოთ უფალს?“
8
და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისათვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. მიქაია იმლას ძეა ის.“ და თქვა იოშაფატმა: „ნუ ამბობ ასე, მეფეო.“
9
და უხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ კარისკაცს და უთხრა: „სასწრაფოდ მომგვარე მიქაია იმლას ძე.“
10
ისრაელის მეფე და იუდას მეფე იოშაფატი შესამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავის ტახტებში კალოზე, სამარიის კარიბჭესთან, და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე.
11
და გაიკეთა ცედეკია ქენაყანას ძემ რკინის რქები და თქვა: „ასე ამბობს უფალი: შენ ამით ურქენ არამს და ბოლოს მოუღებო.“
12
ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა და ამბობდა: „მიუხდი გალაადის რამოთს, გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს მას უფალი.“
13
ასე ეუბნებოდა მიქაიას მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: „აჰა, მეფის სასიკეთოს ერთხმად ამბობენ წინასწარმეტყველნი. შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს. შენცა თქვი სასიკეთო რამ.“
14
და თქვა მიქაიამ: „უფალს ვფიცავ, რომ იმას ვიტყვი, რასაც უფალი მიბრძანებს.“
15
და მივიდა მეფესთან. უთხრა მეფემ: „მიქაია, გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ?“ და უთხრა: „გაილაშქრე და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს მას უფალი.“
16
და უთხრა მეფემ: „კიდევ ერთხელ დაგაფიცო, რომ სხვას არაფერს მეტყვი, გარდა სიმართლისა უფლის სახელით?“
17
და თქვა: „ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მიმოფანტულიყო მთებზე. და თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, დაბრუნდნენო მშვიდობით თავიანთ სახლებში.“
18
და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „ხომ გეუბნებოდი, სასიკეთოს არ იწინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.“
19
და თქვა მიქაიამ: „აბა, ისმინე უფლის სიტყვა: ვიხილე, ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ.
20
და თქვა უფალმა: ‘ვინ გაიტყუებს ახაბს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთში?’ ერთი ამას ამბობდა, მეორე – იმას.
21
და გამოვიდა სული და წარუდგა უფალს და თქვა: ‘მე გავიტყუებ.’ ჰკითხა უფალმა: ‘რითი?’
22
და თქვა: ‘გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში.’ და თქვა უფალმა: ‘გაიტყუებ და კიდეც გამოგივა; წადი, ასე გააკეთე.’
23
აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა ახლა უფალმა ბაგეებში ამ შენს წინასწარმეტყველებს, უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.“
24
და მიეჭრა ცედეკია ქენაყანას ძე და ლოყაში გაარტყა მიქაიას, და თქვა: „როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სულმა და შენში მეტყველებს?“
25
და თქვა მიქაიამ: „კარგი, მაშინ დაინახავ, ოთახიდან ოთახში რომ დაიწყებ სირბილს დასამალავად.“
26
და თქვა ისრაელის მეფემ: „შეიპყარით მიქაია და მიჰგვარეთ ამონს, ქალაქის თავს, და უფლისწულ იოაშს,
27
და უთხარით: ასე ამბობს-თქო მეფე: საპყრობილეში ჩააგდეთ ეს კაცი ცოტაოდენი პურისა და წყლის გარდა არაფერი მისცეთ, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე.“
28
და თქვა მიქაიამ: „თუ მშვიდობით დაბრუნდი, უფალს არ ულაპარაკია ჩემი პირით.“ და თქვა: „ხალხნო, მისმინეთ ყველამ!“
29
და წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატი, იუდას მეფე, გალაადის რამოთზე.
30
და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „გადავიცვამ და ისე გავალ საომრად. შენ შენი სამოსელი გეცვას.“ და გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდა საომრად.
31
და უბრძანა არამის მეფემ მეეტლეთა მეთაურებს, 31 კაცს, ვინც მას ჰყავდა: „ნუ შეებრძოლებით ნურც პატარას, ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ.“
32
როცა დაინახეს მეეტლეთა მეთაურებმა იოშაფატი, იფიქრეს, ეს არისო ისრაელის მეფე, და მისკენ გაეშურნენ, რომ შებრძოლებოდნენ. და იყვირა იოშაფატმა.
33
როცა მიხვდნენ მეეტლეთა მეთაურები, რომ არ იყო იგი ისრაელის მეფე, გაერიდნენ მას.
34
ალალბედზე მოზიდა მშვილდი ვიღაც კაცმა და ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა ისრაელის მეფე. და უთხრა თავის მეეტლეს: „გატრიალდი და ბრძოლიდან გამიყვანე, რადგან დაჭრილი ვარ.“
35
გახურდა ბრძოლა იმ დღეს. და ეტლზე იდგა ისრაელის მეფე არამელთა პირისპირ, და მოკვდა საღამო ხანს. და წვეთავდა სისხლი ჭრილობიდან ეტლში.
36
და გაისმა ხმა ბანაკში მზის ჩასვლისას: „ყველა თავის ქალაქისკენ! ყველა თავის ქვეყნისკენ!“
37
და მოკვდა მეფე და წაასვენეს სამარიას, და დამარხეს მეფე სამარიაში.
38
და გარეცხეს ეტლი სამარიის ტბორზე, სადაც სიძვის დიაცებიც იბანდნენ და ლოკავდნენ ძაღლები მის სისხლს უფლის სიტყვისამებრ.
39
ახაბის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა – სპილოს ძვლის სახლი, რომელიც ააშენა, ქალაქები, რომელნიც გააშენა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
40
და განისვენა ახაბმა თავის მამებთან და გამეფდა მის ნაცვლად მისი ძე ახაზია.
41
იოშაფატი, ასას ძე, გამეფდა იუდაზე ახაბის, ისრაელის მეფის მეოთხე წელს.
42
35 წლისა იყო იოშაფატი, როცა გამეფდა, და 25 წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო ყაზუბა შილხის ასული.
43
ყველაფერში მამამისის, ასას გზას ადგა იგი, არ გადაუხვევია მისგან, და უფლის მოსაწონად იქცეოდა; ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული, ხალხი ჯერ კიდევ გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა.
44
ზავი ჰქონდა იოშაფატს ისრაელის მეფესთან.
45
იოშაფატის დანარჩენი საქმენი, მისი გმირობა, რაც ჩაიდინა, და როგორ იბრძოდა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
46
ტაძრის მსიძავთა ნატამალნი, მისი მამის, ასას დრომდე რომ იყვნენ დარჩენილნი, აღგავა მიწის პირისაგან.
47
მეფე არ იყო ედომში, მხოლოდ მეფის დანიშნული ზედამხედველი იყო.
48
ათი თარშიშული ხომალდი ააგო იოშაფატმა ოფირში წასასვლელად და ოქროს მოსატანად, მაგრამ არ მიუღწევიათ მათ, რადგან ყეციონ-გებერშივე დაიმსხვრა ისინი.
49
მაშინ უთხრა ახაზიამ, ახაბის ძემ, იოშაფატს: იარონო ჩემმა მსახურებმა შენს მსახურებთან ერთად ხომალდებით. მაგრამ იოშაფატმა არ მოინდომა.
50
და განისვენა იოშაფატმა თავის მამებთან და დაიმარხა თავისი მამების გვერდით დავითის, მამამისის ქალაქში, და მის ნაცვლად გამეფდა იორამი, მისი ძე.
51
ახაზია ახაბის ძე გამეფდა ისრაელზე სამარიაში, იოშაფატის, იუდას მეფის მეჩვიდმეტე წელს, და ისრაელზე იმეფა ორი წელი.
52
ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, და დადიოდა მამამისის გზაზე და დედამისის გზაზე, და იერობოყამის, ნებატის ძის გზაზე, რომელმაც აცდუნა ისრაელი.
53
და ემსახურებოდა ბაყალს და თაყვანს სცემდა მას, და განარისხა უფალი, ისრაელის ღმერთი, როგორც მამამისი აკეთებდა.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22