bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 4
1 Kings 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 5 →
1
და მეფობდა სოლომონი მთელს ისრაელზე.
2
და ესენი არიან მისი მთავრები: ცადოკ მღვდლის ძე ყაზარია;
3
ელიხორეფი და ახია, შიშას ძენი – მწიგნობრები; იოშაფატ ახილუდის ძე – მემატიანე;
4
ბენაია იეჰოიადაყის ძე – მხედართმთავარი; ცადოკი და აბიათარი – მღვდლები;
5
ყაზარია ნათანის ძე – მოურავთა ზედამხედველი, ზაბუდ ნათანის ძე – მღვდელი, მეფის მეგობარი;
6
ახიშარი – სასახლის ზედამხედველი, ადონირამ ყაბდას ძე – ხარკის განმგებელი.
7
12 მოურავი ჰყავდა სოლომონს მთელს საისრაელოში, ისინი სარჩოთი ამარაგებდნენ მეფესა და მის სახლს. თითოეული წელიწადში ერთი თვის მანძილზე უზიდავდა სარჩოს.
8
აი მათი სახელები: ბენ-ხური – ეფრემის მთაზე;
9
ბენ-დეკერი – მაკაცსა და შაყალბიმში, ბეთ-შემეშში, ელონსა და ბეთ-ხანანში;
10
ბენ-ხესედი – არუბოთში. მისი იყო სოქო და ხეფერის მთელი მხარე;
11
ბენ-აბინადაბი – მთელს ნაფათ-დორზე. სოლომონის ასული, ტაფათი ჰყავდა ცოლად.
12
ბაყანა ახილუდის ძე – თაყანაქსა და მეგიდოში და მთელს ბეთ-შეანში, ცართანთან ახლოს რომ არის, იზრეყელის ქვემოთ, ბეთ-შეანიდან ვიდრე აბელ-მეხოლამდე და თვით იოკმეყამის გაღმა მხარემდე.
13
ბენ-გებერი – გალაადის რამოთში. მისი იყო შენები იაირისა, მანაშეს ძისა, გალაადსა და არგობის მხარეში, ბაშანში რომ არის; 60 დიდი ქალაქი, გალავნიანი და ბრინჯაოს საკეტებიანი.
14
ახინადაბ ყიდოს ძე – მახანაიმში;
15
ახიმაყაცი – ნაფთალის მხარეში. მასაც სოლომონის ასული, ბასემათი ჰყავდა ცოლად.
16
ბაყანა, ხუშაის ძე – აშერსა და ბეყალოთში.
17
იოშაფატი, ფარუახის ძე – ისაქარში.
18
შიმეყი, ელას ძე – ბენიამინის მხარეში.
19
გებერი, ხურის ძე – გალაადის ქვეყანაში, სიხონის, ამორეველთა მეფის, ქვეყანაში, და ყოგის, ბაშანის მეფის, ქვეყანაში. მხოლოდ ერთი მოურავი იყო ამ ქვეყანაში.
20
მაგრამ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იყო იუდა და ისრაელი. ჭამდნენ, სვამდნენ და ხარობდნენ.
21
და ეპყრა სოლომონს ყველა სამეფო მდინარე ევფრატიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრამდე. და უგზავნიდნენ ძღვენს და ემორჩილებოდნენ სოლომონს მთელს მის სიცოცხლეში.
22
სოლომონის ყოველდღიური სარჩო იყო: 30 ქორი გამტკიცული ფქვილი და 60 ქორი შერეული ფქვილი,
23
10 ზუარაკი და 20 ნაიალაღარი ხარი, 100 ცხვარი; ამას გარდა ნანადირევი ირმები და ქურციკები, არჩვები და ნაკვები შინაური ფრინველები.
24
რადგან ის ბატონობდა მდინარე ევფრატის მთელს გამოღმა მხარეზე, თიფსახიდან ღაზამდე, და ევფრატის გამოღმელ ყველა მეფეზე; და მშვიდობიანად იყო ირგვლივ ყველა ქვეყანასთან.
25
უშიშრად ცხოვრობდა სოლომონის დროს იუდა და ისრაელი თავისი ვაზის ხეივნებისა და ლეღვის ჩრდილებში, დანიდან ბეერ-შებაყამდე.
26
და ჰქონდა სოლომონს 4 ათასი თავლა ეტლის ცხენებისათვის და სადგომი 12 ათასი მხედრისათვის.
27
და ამარაგებდნენ ის მოურავები მეფე სოლომონს ყოველივეთი, რაც საჭირო იყო მისი სუფრისთვის, თითოეული თავის განკუთვნილ თვეში, და არაფერს აკლებდნენ.
28
მოჰქონდათ ქერი და თივა ცხენებისთვის და ბედაურებისთვის, თითოეულს მისთვის მიჩენილ ადგილას.
29
და მისცა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე, დიდი ჭკუა და ზღვის სანაპიროს ქვიშასავით ვრცელი გონება.
30
სოლომონის სიბრძნე აღემატებოდა აღმოსავლეთის ბრძენთა მთელ სიბრძნეს და ეგვიპტელთა მთელ სიბრძნეს.
31
ყველა ადამიანზე ბრძენი იყო იგი: ეთან ეზრახელზე, ჰემანზე, ქალქოლზე და დარდაყ მახოლის ძეზე; და განითქვა მისი სახელი ყველა ხალხში, ვინც კი ირგვლივ სახლობდა;
32
მან წარმოთქვა 3 ათასი იგავი და შეთხზა 1005 გალობა.
33
ლაპარაკობდა ხეებზე – ლიბანის კედრიდან დაწყებული უსუპამდე, კედელზე რომ იზრდება; ლაპარაკობდა ცხოველებსა და ფრინველებზე, ქვემძრომებსა და თევზებზე.
34
მოდიოდა ყველა ჯურის ხალხი სოლომონის სიბრძნის მოსასმენად, ქვეყნის ყველა სამეფოდან, ვისაც კი გაგონილი ჰქონდა მისი სიბრძნის ამბავი.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22