bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 21
1 Kings 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 22 →
1
და იყო ამ ამბების მერე: ვენახი ჰქონდა იზრეყელელ ნაბოთს იზრეყელში, ახაბის, სამარიის მეფის სასახლესთან.
2
და ელაპარაკა ახაბი ნაბოთს და უთხრა: „დამითმე შენი ვენახი, საბოსტნედ მექნება, რადგან ჩემს სახლთან არის. სანაცვლოდ მასზე უკეთეს ვენახს მოგცემ, ანდა, თუ გინდა, მის საფასურ ვერცხლს გადაგიხდი.“
3
და უთხრა ნაბოთმა ახაბს: „უფალმა დამიფაროს, რომ ჩემი მამების სამკვიდრო მოგცე!“
4
და მოვიდა შინ ახაბი დაღვრემილი და შეწუხებული იმ სიტყვის გამო, იზრეყელელმა ნაბოთმა რომ უთხრა, ვერ მოგცემ ჩემი მამების სამკვიდროსო. და ჩაწვა საწოლში და პირი კედლისკენ ქნა, პურიც არ უჭამია.
5
შევიდა მასთან იეზებელი, მისი ცოლი, და დაელაპარაკა: „რამ დაგინაღვლიანა სული, რომ პურს არა ჭამ?“
6
და უთხრა: „ველაპარაკე იზრეყელელ ნაბოთს და ვუთხარი: დამითმე შენი ვენახი ვერცხლად, ან, თუ გინდა, სანაცვლოდ სხვა ვენახს მოგცემ-მეთქი. უარით გამომისტუმრა.“
7
და უთხრა იეზებელმა, მისმა ცოლმა: „ახლა დაამტკიცე, რომ ისრაელის მეფე ხარ! ადექი, პური ჭამე და გული გაიმხიარულე, და მე მოგცემ ნაბოთ იზრეყელელის ვენახს.“
8
და დაწერა წერილები ახაბის სახელით, მისი ბეჭდით დაბეჭდა და დაუგზავნა წერილები უხუცესებს და წარჩინებულთ, ნაბოთთან რომ ცხოვრობდნენ მის ქალაქში.
9
ასე ჩაწერა წერილებში: „გამოაცხადეთ მარხვა და ხალხის თავში დასვით ნაბოთი.
10
წინ დაუსვით ორი ბოროტი კაცი, რომ ცილი დასწამონ მას და უთხრან: შენ იყავი, ღმერთსა და მეფეს რომ აგინებდიო! და გაიყვანეთ და ჩაქოლეთ, რათა მოკვდეს.“
11
ისე გააკეთეს იმ ქალაქის კაცებმა – უხუცესებმა და წარჩინებულებმა, რომელნიც მის ქალაქში ცხოვრობდნენ, როგორც შეუთვალა მათ იეზებელმა, როგორც მან ჩაწერა მათთვის დაგზავნილ წერილებში.
12
და გამოაცხადეს მარხვა და ხალხის თავში დასვეს ნაბოთი.
13
და გამოვიდა ორი ბოროტი კაცი და წინ დაუსხდნენ. ცილი დასწამეს ამ ბოროტმა კაცებმა ნაბოთს ხალხის წინაშე: შეაგინაო ნაბოთმა ღმერთსა და მეფეს. გაიყვანეს ქალაქს გარეთ, ჩაქოლეს და მოკვდა იგი.
14
და შეუთვალეს იეზებელს: ჩაქოლეს ნაბოთი და მოკვდაო.
15
როცა გაიგო, რომ ჩაქოლეს ნაბოთი და მოკვდა, უთხრა იეზებელმა ახაბს: „ადექი, დაეპატრონე ნაბოთ იზრეყელელის ვენახს, რომ არ უნდოდა შენთვის მოეყიდა, რადგან აღარ არის ცოცხალი ნაბოთი, მკვდარია ის.“
16
როცა გაიგო ახაბმა, რომ მოკვდა ნაბოთი, ადგა, რათა ჩასულიყო იზრეყელელი ნაბოთის ვენახში და დაპატრონებოდა.
17
და იყო უფლის სიტყვა ელია თიშბელის მიმართ:
18
„ადექი და დახვდი ახაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის. აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად.
19
და ელაპარაკე მას: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘კაცი მოკალი და ახლა მის ქონებას ეპატრონები?’ და ელაპარაკე მას: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ.’“
20
და უთხრა ახაბმა ელიას: „მაინც მომაგენი, ჩემო მტერო!“ და თქვა: „მოგაგენი, რადგან თავი გაწირე, რომ ბოროტი გაგეკეთებინა უფლის თვალში.
21
ამას ამბობს უფალი: აჰა, უბედურებას დაგათევ თავზე, გავხვეტ შენს შემდგომს, ყველას, ვინც კი ჰყავს ახაბს ისრაელში, ყმა იქნება თუ აზატი.
22
ისე მოვექცევი შენს სახლს, როგორც მოვექეცი იერობოყამ ნებატის ძის სახლს, ბაყაშა ახიას ძის სახლს, იმ ჯავრის გამო, რომ შეაცდინე ისრაელი.
23
და იეზებელზეც თქვა უფალმა: ძაღლები შეჭამენო იეზებელს იზრეყელის გალავანთან.
24
და ვინც ქალაქში მოუკვდება ახაბს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც ველად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან.“
25
(ჯერ არავინ ყოფილა, რომელსაც ახაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც აქეზებდა იეზებელი, ცოლი მისი.
26
დიდი სიბილწე ჩაიდინა, რომ მიჰყვა კერპებს და მიბაძა ამორეველთ, რომელნიც ისრაელის თვალთაგან აჰყარა უფალმა).
27
როცა გაიგონა ახაბმა ეს სიტყვები, შემოიხია ტანზე სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი, მარხულობდა და ჯვალოში ეძინა, დადიოდა დამწუხრებული.
28
და იყო უფლის სიტყვა ელია თიშბელის მიმართ:
29
„ხედავ, როგორ მოდრკა ახაბი ჩემს წინაშე? და რაკი ასე მოიქცა, არ დავათევ უბედურებას მის სიცოცხლეში; მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ უბედურებას მის სახლს.“
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22