bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 1
Leviticus 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 2 →
1
მოუხმო უფალმა მოსეს, და უთხრა საკრებულო კარვიდან:
2
მიმართე ისრაელიანთ და უთხარი: როდესაც ვინმე თქვენთაგანი შესწირავს უფალს პირუტყვს, შესწიროს ნახირიდან ან ფარიდან.
3
თუ მისი მსხვერპლი სრულადდასაწველია, მოიყვანოს უხინჯო მოზვერი საკრებულო კარვის კართან, რათა წყალობა ჰპოვოს უფლის წინაშე.
4
დაადოს ხელი სრულადდასაწველ მსხვერპლს თავზე – და წყალობას ჰპოვებს ცოდვათა შესანდობად.
5
და დაკლას მოზვერი უფლის წინაშე; ხოლო აარონიანმა მღვდლებმა მიიტანონ სისხლი და დაღვარონ საკურთხევლის ირგვლივ, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთან არის.
6
და გაატყაონ სრულადდასაწველი მსხვერპლი და ასო-ასო აქნან.
7
და საკურთხეველზე ცეცხლი გააჩაღონ აარონიანმა მღვდლებმა და შეშა დააყარონ ცეცხლს.
8
და დაალაგონ აარონიანმა მღვდლებმა აქნილი ნაჭრები, თავი და ქონი საკურთხევლის ცეცხლზე დაწყობილ შეშაზე.
9
და შიგნეული და ფეხები გაირეცხოს; და მღვდელმა დაწვას ეს ყოველივე საკურთხეველზე: ეს სრულადდასაწველია, საცეცხლო მსხვერპლია, კეთილსურნელებაა უფლისათვის.
10
ხოლო თუ მისი სრულადდასაწველი მსხვერპლი იქნება ცხვარი ან თხა, მოიყვანოს მამალი, უხინჯო.
11
და დაკლას იგი სამსხერპლოს ჩრდილოეთ მხარეს, უფლის წინაშე, და აარონიანმა მღვდლებმა აპკურონ მისი სისხლი საკურთხევლის ირგვლივ.
12
ასო-ასო აიქნას იგი, და დაალაგოს ის მღვდელმა საკურთხევლის ცეცხლზე დაწყობილ შეშაზე.
13
შიგნეული და კანჭები წყლით გაირეცხოს; და მღვდელმა დაწვას ეს ყოველივე საკურთხეველზე. ეს სრულადდასაწველია, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებაა უფლისათვის.
14
თუ ვინმეს უნდა, რომ სრულადდასაწველ მსხვერპლად ფრინველი შესწიროს უფალს, გვრიტი ან მტრედი მოიყვანოს.
15
იგი მღვდელმა უნდა მიიყვანოს საკურთხეველთან, მოუგრიხოს კისერი და კვამლად აქციოს საკურთხეველზე; მისი სისხლი კი საკურთხევლის კედელს მიაწრიტოს;
16
მოაცილოს ჩიჩახვი ბუმბულიანად და გადააგდოს საკურთხევლის აღმოსავლეთის მხარეს, ნაცრის გროვაზე;
17
ფრთები გადაუმტვრიოს, არ კი მოაშოროს, და დაწვას ის მღვდელმა საკურთხევლის შეშის ცეცხლზე; ეს სრულადდასაწველია, საცეცხლო მსხვერპლია, კეთილსურნელებაა უფლისათვის.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27