bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 9
Leviticus 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 10 →
1
და მერვე დღეს მოუხმო მოსემ აარონს და მის ძეებს და ისრაელის უხუცესებს
2
და უთხრა აარონს: „მოიყვანე მოზვერი შენი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და ვერძი – სრულადდასაწველად, ორივე საღი, და შესწირე უფლის წინაშე.
3
და ისრაელის ძეთ უთხარი: ‘მოიყვანეთ თიკანი ცოდვის მსხვერპლად და მოზვერი და კრავი წელგამოვლილები, ორივე უხინჯო, სრულადდასაწველად.
4
მოზვერი და ვერძი სამშვიდობო მსხვერპლად, რათა აღასრულო მსხვერპლშეწირვა უფლის წინაშე, და პურეულის ძღვენი, ზეთში მოზელილი, რადგან დღეს უფალი გამოგეცხადებათ თქვენ.’“
5
და მიიტანეს, რაც ბრძანა მოსემ, საკრებულო კარვის წინ, და მიეახლა მთელი თემი და დადგა უფლის წინაშე.
6
და თქვა მოსემ: „ესაა ის, რაც ბრძანა უფალმა, და გამოგეცხადებათ თქვენ დიდება უფლისა.“
7
და უთხრა მოსემ აარონს: „მიუახლოვდი საკურთხეველს და შესწირე შენი ცოდვის მსხვერპლი, და შენი სრულადდასაწველი, და გამოითხოვე შენდობა შენთვის და შენი ხალხისთვის; და მიიტანე ხალხის შესაწირავი და გამოითხოვე შენდობა მათთვის, როგორც ბრძანა უფალმა.“
8
და მიუახლოვდა აარონი საკურთხეველს და დაკლა მოზვერი თავისი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად.
9
და მიუტანეს აარონს მისმა ვაჟებმა სისხლი და დააწო მან თითი და წაუსვა საკურთხევლის რქებს, და დანარჩენი სისხლი დაღვარა საკურთხევლის ძირას.
10
ცოდვის მსხვერპლის ქონი და თირკმელები და ღვიძლის ყური დააკმია საკურთხეველზე, როგორც ამცნო უფალმა მოსეს.
11
ხოლო ხორცი და ტყავი ცეცხლზე დაწვა ბანაკს გარეთ.
12
და დაკლა აარონმა სრულადდასაწველი და მიართვეს მას აარონის ძეებმა სისხლი, და მან მოაპკურა იგი საკურთხევლის ირგვლივ.
13
და მიართვეს მას სრულადდასაწველი ასო-ასო აქნილი, მასთან ერთად თავიც, და დააკმია მან საკურთხეველზე.
14
გარეცხა შიგნეული და ფეხები და საკურთხეველზე დაწვა სრულადდასაწველთან ერთად.
15
შესწირა ხალხის შესაწირავი: მოიყვანა თხა ერის ცოდვის გამოსასყიდად და დაკლა. ისიც შესწირა ცოდვისათვის, როგორც წინა.
16
და მიიტანა სრულადდასაწველი და აღასრულა წესისამებრ.
17
და მიიტანა პურეულის ძღვენი და აივსო პეშვი, და დააკმია საკურთხეველზე დილის სრულადდასაწველის შემდეგ.
18
და დაკლა მოზვერი და ვერძი როგორც ხალხის სამშვიდობო მსხვერპლი. მიართვეს მას აარონის ძეთ სისხლი და მოაპკურა იგი საკურთხევლის ირგვლივ;
19
და მოართვეს მოზვრის ქონი და ვერძის დუმა და მუცლის ქონი, თირკმელები და ღვიძლის ყური.
20
დაადეს ქონი მკერდზე, და დააკმია მან ქონი საკურთხეველზე.
21
და მკერდი და მარჯვენა ბეჭი შეარხია აარონმა უფლის წინაშე შერხევით, როგორც უბრძანა მოსემ.
22
და გაიწოდა აარონმა ხელები ხალხისკენ და აკურთხა ისინი, და ჩამოვიდა ცოდვის მსხვერპლის, სრულადდასაწველისა და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვის შემდეგ.
23
და შევიდნენ მოსე და აარონი საკრებულო კარავში. და გამოვიდნენ, და აკურთხეს ხალხი. და გამოეცხადა უფლის დიდება მთელ ხალხს.
24
და გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და დაწვა საკურთხეველზე სრულადდასაწველი და ქონი; და იხილა მთელმა ხალხმა, და სიხარულის ყიჟინა დასცეს და პირქვე დაემხენ.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27