bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 16
Leviticus 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 17 →
1
ელაპარაკა უფალი მოსეს აარონის ორი ძის სიკვდილის შემდეგ, როცა ისინი უცხო ცეცხლით მიუახლოვდნენ უფალს და დაიხოცნენ.
2
და უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, შენს ძმას, მოერიდოს საწმიდარში წამდაუწუმ შესვლას ფარდის იქით კიდობნის სარქვლის წინ, რათა არ მოკვდეს, რადგან მე ღრუბლიდან გამოვჩნდები სარქველზე.
3
ასე უნდა შევიდეს აარონი წმიდაში: მოზვერით ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და სრულადდასაწველი ვერძით.
4
სელის განწმედილი კვართი ეცვას და სელისავე ნიფხავი, და სარტყელი სელისა შემოირტყას და კიდარი სელისა შემოიხვიოს, რადგან ეს წმიდა სამოსელია; და დაიბანოს მთელი ტანი წყლით და შეიმოსოს ისინი.
5
ისრაელიანთა თემისგან აიყვანოს ორი ვაცი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და ერთი ვერძი სრულადდასაწველად.
6
და შესწიროს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, და მიტევება ითხოვოს თავის თავისთვის და თავისი სახლისთვის.
7
აიყვანოს ორი ვაცი და დააყენოს ისინი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან.
8
და ყაროს აარონმა წილი ორ ვაცზე: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი აზაზელისთვის.
9
მიუყვანოს აარონმა უფლის წილხვდომილი ვაცი უფალს და შესწიროს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად.
10
და ვაცი, რომელიც გახდა აზაზელის წილი, დააყენოს ცოცხლად უფლის წინაშე, რომ შეუნდოს და გაუშვას აზაზელისთვის უდაბნოში.
11
და მიიყვანოს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, და ითხოვოს შენდობა თავისთვის და თავისი სახლისთვის, და დაკლას მოზვერი თავისი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად
12
და აიღოს სავსე საცეცხლური, ცეცხლისაგან საკურთხევლისა, რომელიც უფლის წინაშეა, და ორივე მუჭა აივსოს წმიდა კეთილსურნელოვანი საკმევლით და შეიტანოს ფარდის უკან;
13
და დააყაროს საკმეველი ცეცხლზე უფლის წინაშე და დაფაროს საკმევლის ღრუბელმა კიდობნის თავსარქველი, რათა არ მოკვდეს აარონი.
14
და აიღოს მოზვრის სისხლი და თითით მიაპკუროს თავსარქვლის წინა ზედაპირს და თავსარქველის წინ, შვიდგზის მიაპკუროს სისხლი თითით.
15
და დაკლას ხალხის ცოდვის გამოსასყიდი ვაცი, და შეიტანოს მისი სისხლი ფარდის უკან, და გააკეთოს მისი სისხლით იგივე, რაც გააკეთა მოზვერის სისხლით, და მოაპკუროს თავსარქველზე და თავსარქვლის წინ.
16
ასე განწმიდოს საწმიდარი ისრაელიანთა უწმიდურებათა და მათ უსამართლოებათაგან, ყველა მათი ცოდვებისთვის. ასევე გააკეთოს საკრებულო კარვისთვის, რომელიც მათთან არის, მათ უწმიდურებათა შუა.
17
არავინ იყოს საკრებულო კარავში, როცა ის შედის შენდობისათვის საწმიდარში, მის გამოსვლამდე. და ასე განწმედს ის თავის თავსა და თავის სახლს, და ისრაელიანთა მთელ კრებულს.
18
და გავა ის საკურთხეველთან, რომელიც უფლის წინაშეა, და განწმედს მას. და აიღებს მოზვრისა და ვაცის სისხლს და სცხებს საკურთხევლის რქებს ირგვლივ.
19
მიაპკურებს მას სისხლს თითით შვიდგზის და გაასუფთავებს და განწმედს მას ისრაელიანთა უწმიდურებისგან.
20
როცა დაასრულებს წმიდის, საკრებულო კარვისა და საკურთხევლის განწმედას, უნდა მიიყვანოს მან ვაცი.
21
და დაადოს აარონმა ორივე ხელი ვაცს თავზე, და აღიაროს მასზე ისრაელიანთა ყოველი უკანონობა, ყოველი დანაშაული და ყოველი ცოდვა, და ყოველივე ამ ცოდვებს დაჰკრებს ვაცის თავზე, და გაუშვებს საგანგებო კაცის ხელით უდაბნოში.
22
და გაიყოლებს ვაცი თავისი თავით უდაბურ ქვეყანაში ყველა მათ ცოდვებს; და გაუშვებენ ვაცს უდაბნოში.
23
და შევა აარონი საკრებულო კარავში, და გაიხდის სელის სამოსელს, რომელიც წმიდაში შესვლისას შეიმოსა, და იქ დატოვებს.
24
და წყლით განიბანს ტანს წმიდა ადგილზე, და შეიმოსავს თავის სამოსს, და გამოვა და შესწირავს სრულადდასაწველს თავისთვის და სრულადდასაწველს ხალხისთვის, და განწმედს თავის თავსა და ხალხს.
25
ცოდვის მსხვერპლის ქონს იგი დააკმევს საკურთხეველზე.
26
განტევების ვაცის წამყვანმა კაცმა უნდა გაირეცხოს ტანისამოსი და დაიბანოს ტანი წყლით, მას მხოლოდ ამის მერე შეუძლია ბანაკში შესვლა.
27
მოზვერი და ვაცი ცოდვის მსხვერპლისა, რომელთა სისხლი შეტანილ იქნა წმიდაში მის განსაწმედად, გაიტანონ ბანაკს გარეთ, და ცეცხლით დაწვან მათი ტყავები, მათი ხორცი და მათი ნეხვი.
28
მათმა დამწველმა კაცმა უნდა გაირეცხოს სამოსი და წყლით განიბანოს ტანი და შემდეგ შევიდეს ბანაკში.
29
იყოს ეს თქვენთვის საუკუნო წესად: მეშვიდე თვის მეათე დღეს, დაიმდაბლეთ მარხვით თქვენი სულები და არავითარი საქმე არ გააკეთოთ, არც მკვიდრმა და არც თქვენს შორის მცხოვრებმა ხიზანმა.
30
რადგან ამ დღეს მოხდება თქვენი განწმედა, რათა განიწმიდნეთ ყოველი თქვენი ცოდვისაგან, რათა განწმედილები იყვნეთ უფლის წინაშე.
31
ეს არის თქვენი სრული დასვენების შაბათი, დაიმდაბლეთ თავი; ეს არის საუკუნო წესი.
32
განწმედა უნდა აღასრულოს ცხებულმა მღვდელმა, რომელსაც აღუვსეს ხელი სამღვდელოდ მამამისის ნაცვლად. და შეიმოსავს იგი სელის შესამოსლებს, წმიდა შესამოსლებს,
33
და განწმედს საწმიდარს, სადღესასწაულო კარავს და საკურთხეველს. და შეუნდობს მღვდლებს და მთელ კრებულსაც შეუნდობს.
34
ეს იყოს თქვენს საუკუნო წესად ისრაელიანთა ყველა ცოდვის შესანდობად წელიწადში ერთხელ. და აარონმა გააკეთა ისე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27