bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 6
Leviticus 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 7 →
1
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
2
თუ ვინმე შესცოდავს და დანაშაულს ჩაიდენს უფლის წინაშე იმით, რომ უარს ეტყვის თავის მოყვასს შესანახად მიბარებულ ან გირაოდ მიცემულ ნივთზე, ან რაიმეს გამოსძალავს და წაართმევს თავის მოყვასს,
3
ან თუ იპოვის მის დაკარგულს, დამალავს და ცრუდ დაიფიცავს ისეთ რამეზე, რასაც ადამიანი აკეთებს და სცოდავს;
4
თუ ასე შესცოდავს და დამნაშავე გახდება, უნდა დააბრუნოს წართმეული, რაც წაართვა, ან გამოძალული, რაც გამოსძალა, ან მიბარებული, რაც მიაბარეს, ან დაკარგული, რაც იპოვა;
5
ან სხვა ყველაფერი, რაზეც ცრუდ დაიფიცა, უნდა მთლიანად დააბრუნოს და მისი მეხუთედიც დაამატოს, და დანაშაულის მსხვერპლის შეწირვის დღეს იმას მისცეს, ვისაც ეკუთვნის;
6
და თავისი დანაშაულის მსხვერპლად უნდა მიიყვანოს მღვდელთან უფლისათვის შენი შეფასებით უხინჯო ვერძი დანაშაულის მსხვერპლად.
7
და გამოითხოვს მღვდელი მისთვის შენდობას უფლის წინაშე, და მიეტევება მას, რაც ჩაიდინა და რითაც დადანაშაულდა.
8
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
9
ამცნე აარონს და მის ძეთ: ესაა წესი სრულადდასაწველისა: სრულადდასაწველი იყოს საკურთხევლის კოცონზე მთელ ღამეს, დილამდე, და საკურთხევლის ცეცხლი გიზგიზებდეს მასზე;
10
და შეიმოსოს მღვდელმა სელის სამოსელი და შიშველ ტანზე სელისავე ქვედა საცვალი ჩაიცვას, და აიღოს ნაცარი, რაც სრულადდასაწველისგან დარჩა საკურთხეველზე, და დაყაროს იგი საკურთხეველთან.
11
და გაიხადოს თავისი შესამოსელი და სხვა სამოსი ჩაიცვას, და გაიტანოს ნაცარი ბანაკს გარეთ, წმიდა ადგილზე.
12
ცეცხლი საკურთხეველზე გიზგიზებდეს, არ ჩაქრეს. და მოუკიდოს მასზე მღვდელმა შეშებს დილაობით და ზედ დააწყოს სრულადდასაწველი და კვამლად აქციოს მასზე სამშვიდობო მსხვერპლი, და მასზე დააკმიოს სამშვიდობო მსხვერპლის ქონი;
13
ცეცხლი მუდამ გიზგიზებდეს საკურთხეველზე, არ ჩაქრეს.
14
აი წესი პურეული ძღვენისა: უფლის წინაშე მიიტანონ იგი აარონის ძეებმა საკურთხეველზე;
15
და აიღოს მღვდელმა მუჭით პურეულის შესაწირავიდან გამტკიცული ფქვილი თავისი ზეთით და საკმევლით, და დააკმიოს საკურთხეველზე: ეს არის კეთილსურნელება, სამახსოვროდ უფლის წინაშე;
16
მისი დანარჩენი აარონმა და მისმა ძეებმა შეჭამონ; ხმიადი წმიდა ადგილას უნდა ჭამონ, საკრებულო კარვის ეზოში ჭამონ;
17
არ გამოაცხონ საფუარით. ეს მივეცი მათ წილად ჩემი საცეცხლო მსხვერპლებიდან. უწმიდესია ის, ისევე როგორც ცოდვის მსხვერპლი და დანაშაულის მსხვერპლი.
18
აარონის ძეთაგან ყოველმა მამრმა ჭამოს ის. ეს იყოს თქვენი მოდგმის საუკუნო არჩივი თაობიდან თაობამდე, უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ყოველი, რომელიც მას შეეხება, განიწმიდება.
19
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
20
ესა არის აარონისა და მის ძეთა მსხვერპლი, რომელიც უნდა შესწირონ უფალს მათი ცხების დღეს: მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი მუდმივ შესაწირავად, ნახევარი დილისთვის და ნახევარი საღამოსთვის.
21
ტაფაზე ზეთში უნდა იყოს მომზადებული; კარგად გამომცხვარი უნდა მიიტანო, და ნაჭრებად დამტვრეული უნდა შესწირე იგი უფლისთვის კეთილსურნელებად.
22
და მღვდელმა, აარონის ძეთაგან, აარონის მემკვიდრედ ცხებულმა, უნდა გააკეთოს ეს. ეს უფლისგან მოცემული საუკუნო წესია. მთლიანად უნდა დაიწვას ის.
23
მღვდლისგან შეწირული ყოველი პურეული ძღვენი მთლიანად უნდა დაიწვას, არ უნდა შეიჭამოს.
24
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
25
უთხარი აარონსა და მის ძეებს: ესაა წესი ცოდვის მსხვერპლისა: იმ ადგილას, სადაც იკვლება სრულადდასაწველი, დაიკლას ცოდვის მსხვერპლიც უფლის წინაშე. უწმიდესია ის.
26
მღვდელმა, რომელმაც ცოდვის მსხვერპლი შესწირა, უნდა ჭამოს ის. წმიდა ადგილზე შეიჭამოს, საკრებულო კარვის ეზოში.
27
ყველა, ვინც იმ ხორცს შეეხება, განიწმიდება. და ვის სამოსელსაც მიეპკურება მისი სისხლი, წმიდა ადგილზე უნდა გარეცხოს.
28
თიხის ჭურჭელი, რომელშიც ის მოიხარშა, უნდა დაიმსხვრეს; და თუ ბრინჯაოს ჭურჭელში მოიხარშა, მაშინ ის უნდა გამოირეცხოს და წყალი გამოევლოს.
29
ყოველ მამრს მღვდლის ოჯახში შეუძლია ჭამოს ის. უწმიდესია ის უფლისათვის.
30
და ყოველი ცოდვის მსხვერპლი, რომლის სისხლიც საკრებულო კარავში შეაქვთ, საწმიდარში შენდობის გამოსათხოვრად; ის არ უნდა შეიჭამოს; ცეცხლზე უნდა დაიწვას.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27