bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 10
Leviticus 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 11 →
1
და აიღეს აარონის ძეებმა: ნადაბმა და აბიჰუმ, თავ-თავისი საცეცხლურები, შიგ ჩაყარეს ცეცხლი და ზედ დააყარეს საკმეველი, და მიიტანეს უფლის წინაშე უცხო ცეცხლი, რაც არ უბრძანებია მათ მათთვის.
2
და გამოვარდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი, და დაიხოცნენ ისინი უფლის წინაშე.
3
უთხრა მოსემ აარონს: „ეს არის ის, რაც თქვა უფალმა: ‘ჩემთან ახლოს მყოფთა მეშვეობით გამოვავლენ ჩემს სიწმიდეს და მთელი ხალხის წინაშე განვდიდდები.’“ და დუმდა აარონი.
4
და მოუხმო მოსემ მიშაელს და ელცაფანს, აარონის ბიძის, ყუზიელის ძეთ, და უთხრა: „მიდით და გაიტანეთ თქვენი ძმები საწმიდრიდან ბანაკს გარეთ.“
5
მივიდნენ და გაიტანეს ისინი მათი სელის კვართებიანად ბანაკს გარეთ, როგორც მოსემ ბრძანა.
6
და უთხრა მოსემ აარონსა და მის ძეთ: ელეაზარსა და ითამარს: „თმებს ნუ გაიგლეჯთ და სამოსელს ნუ შემოიხევთ, რათა არ დაიხოცოთ და რისხვა არ დაატყდეს მთელ თემს. მაგრამ თქვენს ძმებს, ისრაელის მთელ სახლს, შეუძლია იტიროს დამწვრები, რომლებიც უფალმა დაწვა.
7
საკრებულო კარვის შესასვლელს არ მოსცილდეთ, რათა არ დაიხოცნეთ, რადგან უფლის საცხებელი ზეთით ხართ ცხებულნი.“ და მოიქცნენ ისინი მოსეს სიტყვისამებრ.
8
და ელაპარაკებოდა უფალი აარონს და უთხრა:
9
ღვინოსა და თაფლუჭს ნუ დალევთ შენ და შენი ძენი, როდესაც საკრებულო კარავში უნდა შეხვიდეთ, რათა არ დაიხოცოთ. ეს არის თქვენი საუკუნო წესი თაობიდან თაობამდე,
10
რათა განასხვაოთ წმიდა უწმიდურისაგან უსუფთაო და სუფთა.
11
და ასწავლოთ ისრაელიანთ ყოველი წესი, რომელიც უთხრა მათ უფალმა მოსეს მეშვეობით.
12
უთხრა მოსემ აარონს, ელეაზარსა და ითამარს, მის დარჩენილ შვილებს: „აიღეთ პურეული ძღვენი, რომელიც დარჩა უფლის საცეცხლო შესაწირავიდან და ჭამეთ უფუარი საკურთხეველთან, რადგან უწმიდესია ის.
13
ჭამეთ ის წმიდა ადგილზე, რადგან შენი წილი და შენს ძეთა წილია ეს უფლის საცეცხლო შესაწირავთაგან, რადგან ასე მებრძანა მე.
14
და მკერდი შესარხეველი, და ბეჭი აღსამართავი ჭამეთ სუფთა ადგილზე შენ, შენმა ძეებმა და შენმა ასულებმა შენთან ერთად. რადგან შენს წილად და შენი შვილების წილადაა მოცემული ეს ისრაელიანთა სამშვიდობო მსხვერპლთაგან.
15
აღსამართავი ბეჭი და შესარხეველი მკერდი უნდა მიიტანონ ქონის საცეცხლო მსხვერპლთან ერთად უფლის წინაშე შესარხევად, და იყოს ეს მარადიულ წილად შენთვის და შენს ძეთათვის შენთან ერთად საუკუნო წესად, როგორც ბრძანა უფალმა.“
16
და ცოდვის გამოსასყიდ ვაცს ეძებდა მოსე, მაგრამ იგი დამწვარი იყო. და განრისხდა იგი ელეაზარსა და ითამარზე, აარონის დარჩენილ ძეებზე:
17
„რად არ ჭამეთ ცოდვის მსხვერპლი წმიდა ადგილზე? რადგან უწმიდესია იგი და მოგეცათ თქვენ, რათა წარიხოცოს თემის ცოდვები, მათ განსაწმედად უფლის წინაშე.
18
აჰა, მისი სისხლი არ იქნა შეტანილი საწმიდარში. თქვენ უნდა გეჭამათ ის საწმიდარში, როგორც მე ვბრძანე.“
19
და უთხრა აარონმა მოსეს: „აჰა, დღეს შესწირეს მათ თავიანთი ცოდვის მსხვერპლი და სრულადდასაწველი უფლის წინაშე, და მაინც ეს შემემთხვა მე! თუ შევჭამ მე ცოდვის მსხვერპლს დღეს, ეს სათნო იქნება უფლის თვალში?“
20
და მოისმინა მოსემ და მოიწონა.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27