bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 24
Leviticus 24
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 25 →
1
ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
2
უბრძანე ისრაელის ძეთ და მოგართვან შენ წმიდად გამოხდილი ზეითუნის ზეთი, ლამპრის ასანთებად, რომ განუწყვეტლივ ენთოს ლამპარი.
3
აარონმა დადგას იგი მოწმობის კიდობნის ფარდის გარეთ საკრებულო კარავში დადგას იგი აარონმა, რათა ის საღამოდან დილამდე გაუქრობლად ენთოს უფლის წინაშე; ესაა საუკუნო წესი თქვენს თაობიდან თაობამდე.
4
წმიდა სალამპრეზე განალაგოს მან ლამპრები, რათა უფლის წინაშე მუდმივად ანათებდენ.
5
აიღე გამტკიცული ფქვილი და გამოაცხვე მისგან 12 კვერი. ეფის ორი მეათედი იყოს თითო კვერი.
6
და დააწყვე ისინი უფლის წინაშე ორ წყებად, ექვს-ექვსი თითო წყებაში, წმიდა მაგიდაზე.
7
დადე თითოეულ წყებაზე სუფთა საკმეველი. და იქნება პურთან ერთად სამახსოვრო შესაწირავი, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.
8
შაბათობით უნდა ჰქონდეთ დაწყობილი მუდმივად უფლის წინაშე. ეს არის საუკუნო აღთქმა ისრაელიანთაგან.
9
ეს იყოს აარონისა და მის ძეთათათვის, და მათ უნდა ჭამონ ის წმიდა ადგილზე, რადგან ეს უწმიდესია მისთვის უფლის საცეცხლო მსხვერპლთაგან. ეს საუკუნო წესია.
10
და გამოვიდა ისრაელის ძეთა შორის ისრაელიანი ქალის ძე, და იყო იგი ძე ეგვიპტელი კაცისა, და წაეჩხუბა ბანაკში ისრაელიანი ქალის ძე ისრაელიან კაცს.
11
და დაწყევლა ისრაელიანი ქალის ძემ უფლის სახელი და მიიყვანეს იგი მოსესთან (და სახელი მისი დედისა იყო შელომითი, ასული დიბრისა, დანის ტომიდან).
12
და ჩასვეს ის საპყრობილეში, რომ განეკითხათ უფლის ბრძანებისამებრ.
13
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
14
გაიყვანე დამაწყევარი ბანაკს გარეთ, და ყველამ, ვინც კი მოისმინა, დაადოს მას ხელი თავზე, და ჩაქოლოს მთელმა თემმა.
15
უთხარი ისრაელიანთ: ყველა, ვინც დაწყევლის ღმერთს, ცოდვას ჩაიდენს.
16
და ვინც დაგმობს უფლის სახელს, სიკვდილით მოკვდეს. ქვის ჩაქოლვით ჩაქოლოს ის მთელმა თემმა. როგორც ხიზანი, ასევე მკვიდრი, უფლის სახელის გმობისათვის უნდა მოკვდეს!
17
თუ ვინმე ცემით მოკლავს კაცს, სიკვდილით მოკვდეს იგი.
18
პირუტყვის სასიკვდილოდ მცემელმა, უნდა ზღოს იგი: პირუტყვი პირუტყვის წილ.
19
თუ ვინმე დაასახიჩრებს თავის მოყვასს, როგორც მან გააკეთა, ეგრევე უყონ მას.
20
მოტეხილი მოტეხილის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ; როგორც ის დაასახიჩრებს ვინმეს, ისიც ისე დაასახიჩრონ.
21
პირუტყვის მოკვლელმა უნდა ზღოს იგი, ხოლო ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს.
22
ერთი სამართალი გქონდეთ როგორც ხიზნისთვის, ასევე მკვიდრისთვის, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
23
ეს უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ. და გაიყვანეს დამაწყევარი ბანაკს გარეთ და ქვით ჩაქოლეს. ისე გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 25 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27