bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 18
Leviticus 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 19 →
1
ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
2
მიმართე ისრაელის ძეთ და უთხარი: მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
3
არ მოიქცეთ ეგვიპტის ქვეყნის მცხოვრებთა მსგავსად, ვისთანაც ცხოვრობდით; და არც ქანაანის ქვეყნის ჩვეულებათა მსგავსად, სადაც მე მიმყავხართ თქვენ. მათი წესებით არ იცხოვროთ.
4
აღასრულეთ ჩემი სამართალი, და დაიცავით ჩემი წესები, იცხოვრეთ მათით; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
5
დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი, რომელთა აღსრულებით იცოცხლებს კაცი; მე ვარ უფალი.
6
არავინ მიუახლოვდეს თავის სისხლით ნათესავს და არ ახადოს მისი სიშიშვლე; მე ვარ უფალი.
7
სიშიშვლე მამისა შენისა და სიშიშვლე დედისა შენისა არ გამოაჩინო. იგი დედაა შენი, არ ახადო მისი სიშიშვლე.
8
სიშიშვლე მამაშენის ცოლისა არ გამოაჩინო. მამაშენის სიშიშვლეა იგი.
9
არ ახადო სიშიშვლე შენი დისა, მამაშენის ასულისა ან დედაშენის ასულისა, სახლში შობილისა თუ გარეთ შობილისა.
10
სიშიშვლე შენი ძის ასულისა ან შენი ასულის ასულისა, არ ახადო მათი სიშიშვლე, რადგან შენი სიშიშვლეა ისინი.
11
სიშიშვლე მამაშენის ცოლის ასულისა, მამაშენისგან შობილისა, შენი და არის იგი, არ ახადო მისი სიშიშვლე.
12
სიშიშვლე მამაშენის დისა არ ახადო, მამაშენის სისხლი და ხორცია იგი.
13
სიშიშვლე დედაშენის დისა არ ახადო, რადგან დედაშენის ხორცია იგი.
14
სიშიშვლე მამაშენის ძმისა არ ახადო: მის ცოლს არ მიუახლოვდე, შენი ძალუაა იგი.
15
სიშიშვლე შენი რძლისა არ ახადო: შენი ძის ცოლია იგი.
16
სიშიშვლე შენი ძმის ცოლისა არ ახადო: შენი ძმის სიშიშვლეა იგი.
17
სიშიშვლე შენი ცოლის ასულისა არ ახადო, მისი ძის ასული და მისი ასულის ასული არ ითხოვო სიშიშვლის ასახდელად. ერთი ხორცისანი არიან ისინი. ეს გარყვნილება იქნება.
18
ცოლის დას ნუ ითხოვ მისი სიშიშვლის ასახდელად ცოლის მეტოქედ მის სიცოცხლეში.
19
ქალს წიდოვნების დროს ნუ მიუახლოვდები მისი სიშიშვლის ასახდელად.
20
შენი მოყვასის ცოლთან არ დაწვე თესლის დასაღვრელად, რადგან გაუწმიდურდები მისით.
21
შენს შთამომავალთაგან არ მისცე მოლეხისთვის ცეცხლში გასატარებელ მსხვერპლად, და ნუ შებღალავ ამით შენი ღმერთის სახელს; მე ვარ უფალი.
22
არ დაწვე მამაკაცთან, როგორც წვებიან ქალთან. ეს საძაგლობაა.
23
არ დაეცე პირუტყვთან, რადგან გაუწმიდურდები მისით. ქალი არ დადგეს პირუტყვის წინ მასთან დასაცემად, ეს სისაძაგლეა.
24
ნუ გაუწმიდურდებით ყოველივე ამით, რადგან ამით გაუწმიდურნენ ერები, რომელთაც თქვენგან ვდევნი მე.
25
და გაუწმიდურდა ქვეყანა და დავსაჯე იგი თავისი ცოდვისათვის, და ამოანთხია ქვეყანამ თავისი მცხოვრებნი.
26
და თქვენ დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალნი; ამ საძაგლობიდან ნურაფერს ნუ გააკეთებს მკვიდრი და ხიზანი, რომელიც ხიზნობს თქვენთან.
27
რადგან ყოველი ეს საძაგლობა ჩაიდინეს ამ ქვეყნის მცხოვრებლებმა, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ; და შეიბილწა ქვეყანა;
28
რომ არ ამოგანთხიოთ ქვეყანამ, თუ მას გააუწმიდურებთ, როგორც ამოანთხია მან ერი, რომელიც თქვენამდე იყო.
29
რადგან მოისპობა ყოველი ამ სისაძაგლის ჩამდენი, მათი ხალხის წიაღიდან.
30
დაიცავით ჩემი ბრძანებები, ნუ მოიქცევით იმ საძაგელი წესების მიხედვით, რომლებიც თქვენამდე სრულდებოდა, და არ გაუწმიდურდეთ მათით; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27