bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 15
Leviticus 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 16 →
1
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:
2
დაელაპარაკეთ ისრაელიანთ და უთხარით: თუ კაცს თესლი სდის ასოდან, იგი უწმიდურია.
3
იგი უწმიდურია როდესაც თესლი გამუდმებით ან შეკავებებით ჟონავს მისი ასოდან.
4
ყოველი საწოლი, რომელზეც იწვა თესლმდინარი, უწმიდურია, და რომელზეც იჯდა – უწმიდურია.
5
ვინც შეეხება მის საწოლს, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსი და დაიბანოს წყლით, იგი გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
6
და ვინც დაჯდება იმაზე, რაზეც იჯდა თესლმდინარი, მან უნდა გაირეცხოს თავისი სამოსი და დაიბანოს წყლით, იგი გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
7
და ვინც თესლმდინარის სხეულს შეეხება უნდა გაირეცხოს სამოსი და დაიბანოს წყლით, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
8
თუ მიაფურთხებს თესლმდინარი სუფთას, გაირეცხოს მან თავისი სამოსი და დაიბანოს წყლით, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
9
ყოველი უნაგირი, რომლითაც მგზავრობდა თესლმდინარი, უწმიდურია.
10
ყველა, ვინც შეეხება იმას, რაც თესლმდინარს ეგო ქვეშ, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
11
და ყველამ, ვისაც თესლმდინარი ხელდაუბანელად შეეხება, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსი და დაიბანოს წყლით, იგი გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
12
თიხის ჭურჭელი, რომელსაც შეეხება თესლმდინარი, უნდა დაიმსხვრეს, ხოლო ხის ჭურჭელი წყლით უნდა გამოირეცხოს.
13
და როდესაც თესლმდინარი გაიწმიდება დინებისაგან, აღირაცხოს შვიდი დღე თავისი განწმედიდან და გაირეცხოს სამოსელი, და დაიბანოს სხეული გამდინარე წყლით და წმიდა იქნება ის.
14
მერვე დღეს აიყვანოს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი და მივიდეს უფლის წინაშე, საკრებულო კარვის შესასვლელთან, და მისცეს ისინი მღვდელს.
15
მღვდელმა შესწიროს მათგან ერთი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, ხოლო მეორე სრულადდასაწველად, და გაწმენდს მას მღვდელი უფლის წინაშე მისი თესლდენის გამო.
16
მამაკაცმა, რომელსაც ძილში შეემთხვევა თესლდენა, წყლით დაიბანოს მთელი სხეული, და უწმიდური იქნება საღამომდე.
17
ყოველი სამოსელი და ყოველი ტყავი, რომელზეც შეეხება თესლდენა, გარეცხილ უნდა იქნას წყლით, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
18
და როდესაც ქალთან დაწვება მამაკაცი და ხდება თესლდენა, ორივემ დაიბანოს წყლით, და გაუწმიდურებულები იქნებიან საღამომდე.
19
თუ ქალს სისხლდენა აქვს საშოდან, შვიდი დღე იქნება იგი ამ წიდოვანებაში, და ყოველი, ვინც შეეხება მას, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
20
ველაფერი, რაზეც ის დაწვება თავისი წიდოვანებისას, გაუწმიდურდება, და ველაფერი, რაზეც იგი დაჯდება, გაუწმიდურდება.
21
ყველამ, ვინც კი შეეხება მის საწოლს, უნდა გაირეცხოს ტანსაცმელი და დაიბანოს წყლით, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
22
და ყოველმა, ვინც შეეხება იმ საგნებს, რაზეც წიდოვანი იჯდა, უნდა გაირეცხოს ტანსაცმელი და დაიბანოს წყლით, და გაუწმიდურებული იქნება ის საღამომდე.
23
თუ რამე იდება საწოლზე ან იმ საგანზე, რაზეც ის წევს, და ამას ვინმე შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
24
თუ დაწვება მასთან კაცი და ქალის გამონადენი მოეცხება მას, ის კაცი გაუწმიდურებული იქნება შვიდი დღე. და ყოველი საწოლი, რომელზეც ის დაწვება, გაუწმიდურებული იქნება.
25
თუ ქალს აქვს სისხლდენა მრავალი დღის განმავლობაში, არა მისი წიდოვანების დროს, ან თუ მას აქვს გამონადენი მის ჩვეულებრივ წიდოვანებაზე მეტხანს, მაშინ მისი უწმიდურების გამონადენის მთელი დროის განმავლობაში, ისევე, როგორც მისი წიდოვანების დღეებში, იგი გაუწმიდურებულია.
26
ყოველი საწოლი, რომელზეც იგი დაწვება თავისი გამონადენის დროს, უწმიდურად ითვლება, როგორც მისი წიდოვანების დროს.
27
ყველა, ვინც შეეხება მათ, გაუწმიდურებული იქნება; მან უნდა გაირეცხოს ტანსაცმელი და დაიბანოს წყლით, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
28
და როცა ქალი გასუფთავდება გამონადენისგან, აღრიცხოს შვიდი დღე, და შემდეგღა იქნება სუფთა.
29
მერვე დღეს უნდა აიყვანოს თავისთვის ორი გვრიტი, ან მტრედის ორი ხუნდი, და მიუყვანოს მღვდელს, საკრებულო კარვის შესასვლელთან;
30
შესწირავს მღვდელი ერთ მათგანს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და მეორეს სრულადდასაწველად; და შეუნდობს მას მღვდელი უფლის წინაშე მისი გამონადენის უწმიდურების გამო.
31
ასე განაშორეთ ისრაელიანები მათი უწმიდურებისგან, რათა არ დაიხოცონ თავიანთი უწმიდურებით, თუ გააუწმიდურებენ ჩემს მოწმობის კარავს, რომელიც მათ შორისაა.
32
ესაა რჯული თესლმდინარისა და წიდოვანისა, რაც აუწმიდურებს მათ,
33
და ქალისა და კაცისა, რომლებიც დაწვებიან გაუწმიდურებულთან.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
Recommended Reading
Commentary
Leviticus Commentaries
→
Devotional
Leviticus Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→