bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 27
Leviticus 27
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
1
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
2
გამოუცხადე ისრაელიანთ და უთხარი: თუ ვინმე ასრულებს უფლისადმი მიცემულ აღთქმას, უნდა გადაიხადოს ადამიანის სიცოცხლის ღირებულებით,
3
შენი შეფასებით 20 წლიდან 60 წლამდე მამაკაცის ფასი უნდა იყოს 50 შეკელი ვერცხლი, საწმიდრის შეკელით.
4
და თუ ქალია, შენი შეფასება იყოს 30 შეკელი.
5
თუ ხუთი წლიდან ოც წლამდეა, შენი შეფასება მამაკაცისთვის იყოს 20 შეკელი, ხოლო ქალისთვის 10 შეკელი.
6
და თუ ერთი თვიდან ხუთ წლამდეა, შენი შეფასება ბიჭისათვის იყოს ვერცხლის ხუთი შეკელი, ხოლო გოგოსთვის ვერცხლის სამი შეკელი.
7
და თუ 60 წლისაა, ან უფრო მეტის, თუ მამაკაცია, შენი შეფასებით იყოს 15 შეკელი, ქალისთვის კი 10 შეკელი.
8
თუ ღარიბია აღმთქმელი და არ ძალუძს გადახდა შენი შეფასების მიხედვით, წარუდგინონ მღვდელს და ის შეაფასებს. აღთქმის დამდების ქონების შესაბამისად შეაფასოს მღვდელმა.
9
თუ ეს პირუტყვია, რასაც სწირავენ მსხვერპლად უფალს, ყველა შესაწირი წმიდა იყოს.
10
არ შეიძლება შეიცვალოს იგი, არ იქნება შენაცვლება კარგისა ცუდით, ან ცუდისა კარგით; და თუ შეცვლის, შეიცვალოს პირუტყვი პირუტყვით, მაშინ იგი და მისი სანაცვლო წმიდა იყოს.
11
თუ ეს რომელიმე უწმიდური პირუტყვია, რომელსაც არ სწირავენ მსხვერპლად უფალს, უნდა წარუდგინონ ეს უწმიდური პირუტყვი მღვდელს,
12
შეაფასოს მან, კარგია თუ ცუდი, და როგორც შეაფასებს, ისე იყოს.
13
თუ გამომსყიდველი გამოისყიდის მას, დაუმატოს მეხუთედი შენს შეფასებას.
14
თუ ვინმე შესწირავს თავის სახლს სიწმიდედ უფალს, მღვდელმა შეაფასოს: კარგია თუ ცუდი, როგორც შეაფასებს მას მღვდელი, ისე იყოს.
15
თუ შემწირველი თავის სახლს გამოისყიდის, დაუმატოს მეხუთედი ნაწილი ვერცხლისა შენს შეფასებას, და მისი იქნება.
16
თუ ვინმე თავისი საკუთარი სამკვიდრებლიდან ყანას მიუძღვნის უფალს, შენი შეფასება მისი ნათესის შესაბამისი იყოს: ერთი ღომორი ქერის ნათესისთვის ვერცხლის 50 შეკელი.
17
თუ საიუბილეო წლის წინ შეწირავს ვინმე თავის ყანას, მოხდეს შენი შეფასებისამებრ.
18
თუ საიუბილეო წლის შემდეგ შეწირავს ვინმე თავის ყანას, მღვდელმა ვერცხლი დაიანგარიშოს საიუბილე წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით და გამოიქვითება მისი შეფასებიდან.
19
და თუ მისი შემწირველი ყანას გამოსყიდვით გამოისყიდის, დაუმატოს ვერცხლის მეხუთედი ნაწილი შეფასებას და მას დარჩება ყანა.
20
თუ არ გამოისყიდა ყანა, ან თუ მიჰყიდა ყანა სხვა კაცს, შემდეგ ვეღარ გამოისყიდის.
21
საიუბილეო წელს, როცა ყანა უბრუნდება მის პატრონს, ის იქნება უფლის სიწმიდე, მსგავსად დარისხებული ყანისა; ის გახდება მღვდლის სამემკვიდრეო სამფლობელო.
22
თუ ნაყიდ ყანას, რომელიც არაა მისი მფლობელობის ყანებიდან, ვინმე მიუძღვნის უფალს,
23
მაშინ მღვდელმა გამოუანგარიშოს მას შეფასების ოდენობა საიუბილეო წლამდე, და მისცეს ვერცხლი ამ შეფასების მიხედვით იმავე დღეს, როგორც სიწმიდე უფლისა.
24
საიუბილეო წელს კი უბრუნდება ყანა მას, ვისგანაც იყიდა, ვისაც ეკუთვნის იმ მიწის მფლობელობა.
25
ყოველი შენი შეფასება იყოს საწმიდრის შეკელით – 20 გერა იყოს შეკელში.
26
ხოლო პირველმოგებული პირუტყვისაგან, რომელიც პირმშოობით უკვე ეკუთვნის უფალს, მიძღვნა არავის არ შეუძლია: ნახირიდან იქნება თუ ფარიდან – უფლისაა.
27
თუ ეს უწმიდური პირუტყვია, მაშინ გამოსყიდული იქნება შენი შეფასებისამებრ და დაემატება მას მისი მეხუთედი ნაწილი. და თუ არ გამოისყიდება, მაშინ გაიყიდოს შენი შეფასებით.
28
ხოლო ყოველი დარისხებული, რომელიც უფლისთვის დაარისხა კაცმა თავისი საბადებლიდან – ადამიანი, თუ პირუტყვი, თუ თავისი წილხვედრი ყანა, ვერც გაიყიდება და ვერც გამოისყიდება. ყოველი დარისხებული წმიდათა წმიდაა, უფლისაა.
29
ყოველი დარისხებული, რაც დარისხებულია ადამიანისაგან, არ გამოისყიდება; სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
30
ყოველი მეათედი მიწიდან: მიწის თესლისაგან, ხის ნაყოფისაგან, უფლისაა ის. ეს სიწმიდეა უფლისა.
31
თუ ვინმე მოინდომებს, რომ გამოისყიდოს თავისი მეათედი, მაშინ მიუმატოს მის ფასს მეხუთედი ნაწილი.
32
ყოველი მეათედი ნახირისა და ფარისა, ყოველი მეათე, რომელიც მწყემსის კომბლის ქვეშ გადის, უფლის სიწმიდეა,
33
არ გაირჩეს კარგი და ცუდი, და არ შეიცვალოს იგი. თუ ვინმე შეცვლით შეცვლის მას, ისიც და მისი სანაცვლოც წმიდა იქნება და არ გამოისყიდება.
34
ესაა მცნებანი, რომელნიც ამცნო უფალმა მოსეს ისრაელის ძეთათვის სინაის მთაზე.
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27