bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 22
Leviticus 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 23 →
1
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
2
უთხარი აარონსა და მის ძეთ, რომ ეკრძალონ ისრაელის ძეთა სიწმიდეებს, და არ წაბილწონ ჩემი წმიდა სახელი იმით, რასაც მწირავენ; მე ვარ უფალი.
3
უთხარი მათ: თქვენს თაობიდან თაობამდე, თუ ვინმე თქვენი შთამომავლებიდან მიეახლება სიწმიდეებს, რომლებსაც სწირავენ ისრაელიანები უფალს, იმ დროს, როცა ის გაუწმიდურებულია, მოისპობა ის ჩემს წინაშე; მე ვარ უფალი.
4
არც ერთმა თესლიდან აარონ მღვდლისა, თუ ის კეთროვანია, ან აქვს გამონადენი, არ უნდა ჭამოს სიწმიდეთაგან, სანამ არ გასუფთავდება. და ვინც შეეხება მკვდრისგან გაუწმიდურებულს, ან ვისაც დაემართება თესლდენა,
5
ან ვინც შეეხება რომელიმე ქვემძრომს, რომლისგანაც გაუწმიდურდება, ან კაცს, რომელიც გააუწმიდურებს მას თავისი რომელიმე უწმიდურებით, –
6
ვინც კი შეეხება ამას, უწმიდური იქნება საღამომდე, და არ შეიძლება ჭამოს სიწმიდეთაგან, სანამ ტანს არ განიბანს წყლით.
7
და როცა ჩავა მზე და გასუფთავდება, შეუძლია ჭამოს სიწმიდეთაგან, რადგან ეს მისი საკვებია.
8
მძორი და ნამხეცავი არ ჭამოს, რათა არ წაიბილწოს; მე ვარ უფალი.
9
დაიცვან მათ ჩემი გაფრთხილებები, რათა არ მოიწიონ ცოდვა და არ დაიხოცნენ მასში, თუ წაბილწავენ ჩემს გაფრთხილებებს; მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი.
10
და არც ერთმა უცხომ არ ჭამოს წმიდა, არც მღვდლის ხიზანმა და მოჯამაგირემ არ ჭამოს წმიდა.
11
თუ მღვდელი შეიძენს მონას თავისი ვერცხლით, მას შეუძლია ჭამოს ის; აგრეთვე მის სახლში შობილთ შეუძლიათ ჭამონ მისი პური.
12
თუ მღვდლის ასული უცხო მამაკაცს გაჰყვება ცოლად, ქალმა არ უნდა ჭამოს სიწმიდეთაგან.
13
თუ მღვდლის ასული დაქვრივდება ან ქმართან გაყრილია და უშვილა და დაუბრუნდება თავის მამის სახლს, მაშინ, როგორც თავის სიყმაწვილეში, ისე ჭამოს თავისი მამის პური. მაგრამ არავის უცხოს არ შეუძლია ჭამოს იგი.
14
თუ ვინმემ შეცდომით ჭამოს წმიდა, მან დაუბრუნოს მღვდელს წმიდა და მას დაურთოს მისი მეხუთედიც.
15
არავინ წაბილწოს ისრაელიანთა წმიდა შესაწირავები, რომლებსაც ისინი სწირავენ უფალს,
16
და არ დაიდონ დანაშაულის ბრალი, თუ შეჭამენ თავიანთ სიწმიდეებს, რადგან მე ვარ უფალი, მათი განმწმედი.
17
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
18
მიმართე აარონს და მის ძეთ, და ყველა ისრაელიანს და უთხარი მათ: თუ ვინმე, ისრაელიანთა სახლიდან და ისრაელში ხიზანთაგან, შესწირავს მსხვერპლს ან თავისი რომელიმე აღთქმისათვის, ან ნებაყოფლობით, იმისთვის, რომ მსხვერპლი, რომელსაც სწირავენ უფალს სრულადდასაწველად,
19
სათნო იყოს, უნდა იყოს ის უმანკო, მამალი, ნახირიდან, ცხვართაგან ან თხათაგან.
20
არაფერი ხინჯის მქონე არ შესწიროთ, რადგან ამით თქვენ ვერ მოიპოვებთ წყალობას.
21
თუ ვინმე შესწირავს უფალს სამშვიდობო მსხვერპლს აღთქმის აღსასრულებლად ან ძღვნისათვის ნახირიდან ან ფარიდან, შესაწირავი უნდა იყოს უმანკო, რათა სათნო იყოს იგი უფლისთვის. არავითარი ნაკლი არ უნდა ჰქონდეს მას.
22
ბრმა ან სახიჩარი, ან დასერილი, ან დაზღმურდლული, ან ქეციანი არ შესწიროთ უფალს, და საცეცხლო მსხვერპლად არ მისცეთ ისინი საკურთხეველზე უფლისათვის.
23
მოზვერი ან კრავი, რომელსაც მეტისმეტად გრძელი ან მოკლე ფეხები აქვს, შეგიძლიათ საკლავად შესწიროთ, ხოლო აღთქმისათვის კი სამწყალობნო არ იქნება.
24
და პირუტყვი, რომელსაც აქვს გაჭყლეტილი, გასრესილი, მოგლეჯილი ან ჩამოხეული ყვერები არ შესწიროთ უფალს. თქვენს ქვეყანაში არ გააკეთოთ ეს.
25
არც უცხოელის ხელიდან არ შესწიროთ თქვენს ღმერთს ასეთები, რადგან ნაკლი აქვთ. არ დამწყალობდებით.
26
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
27
ხბო, კრავი ან თიკანი რომ დაიბადოს, შვიდი დღე იყოს დედასთან, მერვე დღიდან და მერე კი სათნოა უფლისთვის საცეცხლო მსხვერპლად.
28
ნახირის ან ფარის პირუტყვი არ დაკლათ თავის ნაშობთან ერთად ერთ დღეს.
29
როდესაც შესწირავთ სამადლობელო მსხვერპლს უფალს, შესწირეთ იგი ისე, რომ სამწყალობნო იყოს ეს თქვენთვის.
30
იმავე დღეს შეიჭამოს იგი, არ დატოვოთ მისგან დილამდე; მე ვარ უფალი.
31
დაიცავით ჩემი მცნებები და აღასრულეთ ისინი; მე ვარ უფალი.
32
არ წაბილწოთ ჩემი წმიდა სახელი, რათა მე ვიყო ისრაელიანთა შორის წმიდა; მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედი,
33
თქვენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენთვის ღმერთი; მე ვარ უფალი.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27