bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 23
Leviticus 23
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 24 →
1
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
2
დაელაპარაკე ისრაელიანთ და უთხარი მათ: ეს არის უფლის დღესასწაულები, რომლებსაც თქვენ უნდა უწოდოთ წმიდა შეკრებილობები; ეს არის ჩემი დღესასწაულები.
3
ექვსი დღე აკეთე საქმე და მეშვიდე დღე კი შაბათია, დღე სრული დასვენებისა, წმიდა შეკრებილობისა. არავითარი საქმე არ აკეთოთ. ეს არის უფლის შაბათი ყველგან, სადაც თქვენ ცხოვრობთ.
4
ესენია უფლის დღესასწაულები, წმიდა შეკრებილობები, რომლებიც უნდა გამოაცხადოთ თავ-თავის დროზე:
5
პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს დაბინდებისას – უფლის პასექია.
6
და ამავე თვის მეთხუთმეტე დღეს უფუარობის დღესასწაულია უფლისათვის; შვიდი დღე ჭამეთ უფუარი.
7
პირველ დღეს წმიდა შეკრებილობა გქონდეთ. არავითარი საქმე არ აკეთოთ.
8
მიართვით უფალს საცეცხლო მსხვერპლი შვიდი დღის განმავლობაში. მეშვიდე დღეს კი კვლავ წმიდა შეკრებილობა გქონდეთ; არავითარი საქმე არ აკეთოთ.
9
უთხრა უფალმა მოსეს:
10
მიმართე ისრაელიანთ და უთხარი მათ: როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ, და მომკით იქ სამკალს, თქვენი სამკალის პირველი ძნა მღვდელს მიართვით.
11
და აღმართავს იგი ძნას უფლის წინაშე თქვენი წყალობისათვის. ეს გააკეთოს მღვდელმა ახლო შაბათის მეორე დღეს.
12
შესწირეთ ძნის აღმართვის დღეს უმანკო წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად უფლისთვის,
13
და მასთან პურეულის ძღვენი: ეფის ორი მეათედი ხორბლის გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, უფლისთვის საცეცხლო შესაწირად, კეთილსურნელებად და მასთან ერთად ჰინის მეოთხედი საღვრელი ღვინო.
14
არ ჭამოთ არც პური, არც მოხალული და არც ახალი მარცვლეული იმ დღემდე, ვიდრე არ მიართმევთ ამ ძღვენს თქვენს ღმერთს. ეს არის საუკუნო წესი თაობიდან თაობამდე, ყოველ თქვენს საცხოვრებელში.
15
გადაითვალეთ დღესასწაულის მეორე დღიდან, თქვენს მიერ აღმართვის ძნის მიტანის დღიდან, შვიდი სრული კვირა.
16
ორმოცდამეათე დღეს – იმ დღეს, რომელიც მოსდევს მეშვიდე შაბათს, მიართვით უფალს ახალი პურეულის ძღვენი.
17
თქვენ-თქვენი საცხოვრებლებიდან მიიტანეთ ორ-ორი პური აღსამართავად, რომელიც ეფის ორი მეათედი წმიდა პურის გამტკიცული ფქვილისგან უნდა იყოს გამომცხვარი და საფუარით გაფუებული, როგორც პირველნაყოფი უფლისათვის.
18
შესწირეთ პურის გარდა შვიდი წელგამოვლილი კრავი, უმანკო, და ერთი მოზვერი, და ორიც ვერძი – ეს იქნება სრულადდასაწველი უფლისათვის, და პურეულის ძღვენი და მასთან ერთად საღვრელი, საცეცხლო მსხვერპლად, უფლისათვის კეთილსურნელებად.
19
და მოამზადეთ ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად და ორი წელგამოვლილი კრავი სამშვიდობო მსხვერპლად.
20
მღვდელმა უნდა მიიტანოს ის და შეარხიოს უფლის წინაშე, პირველნაყოფთა შესარხევ პურთან და კრავთან და თიკანთან ერთად, ეს იქნება უფლისათვის სიწმიდედ; ის მის მიმტან მღვდელს ეკუთვნის.
21
მოიწვიეთ ხალხი ამ დღეს. წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. ეს არის საუკუნო წესი თქვენს ყოველ საცხოვრებელში თქვენს თაობიდან თაობამდე.
22
და როცა მომკით თქვენი მიწისას სამკალს, არ მომკოთ თქვენი ყანის კიდემდე, და თქვენს ნამკალში ჩაბნეული თავთავი არ აკრიფოთ: ღარიბს და ხიზნებს დაუტოვეთ; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
23
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
24
უთხარი ისრაელიანთ: მეშვიდე თვეს, თვის პირველი დღე იყოს თქვენთვის დასვენების დღე, ბუკისცემის გახსენების დღე – წმიდა შეკრებილობილობა.
25
არავითარი საქმე არ გააკეთოთ და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს.
26
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
27
ამ მეშვიდე თვის მეათე დღეს, შენდობის დღეს, წმიდა შეკრებილობა გქონდეთ. დაიმდაბლეთ სული, და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს.
28
არავითარი საქმე არ აკეთოთ თვის ამ დღეს, რადგან შენდობის დღეა თქვენს შესანდობად უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე.
29
ხოლო ყოველი, ვინც არ დაიმდაბლებს თავს ამ დღეს, მოისპობა თავისი ხალხიდან.
30
და ყველას, ვინც გააკეთებს რაიმე საქმეს ამ დღეს, მოვსპობ მისი ხალხის წიაღიდან.
31
არავითარი საქმე არ გააკეთოთ. ეს უნდა იყოს საუკუნო წესად თქვენს თაობიდან თაობამდე, ყველგან, სადაც თქვენ ცხოვრობთ.
32
ეს არის დასვენების შაბათი თქვენთვის, და დაიმდაბლეთ თავი. თვის მეცხრე დღეს საღამოს; საღამოდან მომდევნო საღამომდე იუქმეთ თქვენი შაბათი.
33
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
34
უთხარი ისრაელიანთ: ამავე მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს კარვობის დღესასწაულია, შვიდი საუფლო დღის განმავლობაში.
35
პირველ დღეს წმიდა შეკრებილობაა. არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
36
შვიდი დღე სწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს; მერვე დღეს წმიდა შეკრებილობა გქონდეთ და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. სადღესასწაულო ზეიმია ეს, არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეს.
37
ესენია უფლის დღესასწაულები, რომლებიც თქვენ უნდა დანიშნოთ წმიდა შეკრებილობებისათვის, რათა საცეცხლო მსხვერპლი მიართვათ უფალს; სრულადდასაწველი, პურეულის ძღვენი, საკლავი მსხვერპლები და საღვრელი – თითოეული თავის დღეს,
38
გარდა საუფლო შაბათებისა, გარდა თქვენი ძღვენისა, გარდა შეთქმული შესაწირავისა და გარდა ნებაყოფლობითი მისატანისა, რომელიც უფალთან მოგაქვთ ხოლმე.
39
ხოლო მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, როცა თქვენ აიღებთ მიწის მოსავალს, იდღესასწაულეთ უფლის დღესასწაული შვიდ დღეს. პირველ დღეს დასვენებაა და მერვე დღესაც დასვენებაა.
40
აიღეთ თქვენთვის პირველ დღეს ნაყოფი კეთილი ხისა, ფინიკის, ტირიფისა და ძეწნის რტოები, და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე შვიდი დღე.
41
და იდღესასწაულეთ ეს დღესასწაული უფლისათვის წელიწადში შვიდ დღეს. ეს საუკუნო წესია თქვენს თაობიდან თაობამდე. მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი.
42
კარვებში იცხოვრეთ შვიდი დღე. ისრაელის ყოველმა მკვიდრმა იცხოვროს კარავში,
43
რათა იცოდნენ თქვენმა თაობებმა, რომ კარვებში დავამკვიდრე ისრაელის ძენი, როცა გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
44
ასე გამოუცხადა მოსემ უფლის დღესასწაულების შესახებ ისრაელის ძეთ.
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27