bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 3
Leviticus 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 4 →
1
თუ სამშვიდობო მსხვერპლია მისი შესაწირავი და ნახირიდან თუ სწირავს მოზვერს ან დეკეულს, უხინჯო შესწიროს უფლის წინაშე.
2
დაადოს ხელი თავის მსხვერპლს თავზე და დაკლას იგი საკრებულო კარვის შესასვლელთან. და აარონიანმა მღვდლებმა სისხლი მოაპკურონ საკურთხევლის ირგვლივ.
3
და შესწიროს სამშვიდობო მსხვერპლიდან უფალს საცეცხლო მსხვერპლად ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია, და მთელი ნაფერდლების ქონი.
4
ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, ბარკლების ქონი, და ღვიძლის ყური, თირკმელებთან ერთად მოჰკვეთოს.
5
აარონის ძეებმა დააკმიონ იგი საკურთხეველზე სრულადდასაწველთან ერთად, რომელიც ცეცხლზე დაყრილ შეშაზე აწყვია საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელება უფლისათვის.
6
თუ მისი სამშვიდობო მსხვერპლი ფარიდან არის უფლისთვის შესაწირავად, უხინჯო ვერძი ან დედა ცხვარი შესწიროს.
7
და თუ ცხვარს სწირავს ის თავის მსხვერპლად, უფლის წინაშე შესწიროს.
8
დაადოს ხელი თავის მსხვერპლს თავზე და დაკლას იგი საკრებულო კარვის წინ; და აარონის ძეებმა მოაპკურონ მისი სისხლი საკურთხევლის ირგვლივ.
9
და შესწიროს სამშვიდობო მსხვერპლიდან უფალს საცეცხლო მსხვერპლად: მისი ქონი, მთელი დუმა, კუდუსუნითურთ მოჰკვეთოს; და ქონი, რომელიც შიგნეულს აკრავს, და მთელი მუცლის ქონი,
10
ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, ბარკლების ქონი, და ღვიძლის ყური, თირკმელებთან ერთად მოჰკვეთოს.
11
და დააკმიოს იგი მღვდელმა საკურთხეველზე; ეს არის საცეცხლო მსხვერპლის ლუკმა უფლისათვის.
12
და თუ თხა არის მისი სამსხვერპლო, მიიყვანოს ის უფლის წინაშე;
13
და დაადოს ხელი მას თავზე და დაკლას საკრებულო კარვის წინ; და მოაპკურონ აარონის ძეთ მისი სისხლი საკურთხევლის ირგვლივ.
14
და მიიტანოს თავისი მსხვერპლიდან, როგორც საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და მთელი მუცლის ქონი;
15
ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, ბარკლების ქონი, და ღვიძლის ყური, თირკმელებთან ერთად მოჰკვეთოს.
16
და დააკმიოს მღვდელმა ის საკურთხეველზე. ეს არის საცეცხლო მსხვერპლის ლუკმა – კეთილსურნელება უფლისათვის. მთელი ქონი უფლისაა.
17
ეს არის საუკუნო წესი თქვენი თაობებისთვის, ყველგან, სადაც კი ცხოვრობთ; არავითარი ქონი და არავითარი სისხლი არა ჭამოთ.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27