bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 4
Leviticus 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 5 →
1
ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
2
უთხარი ისრაელის ძეთ: თუ შესცოდოს ვინმემ უნებლიეთ უფალს, მისი რომელიმე მცნების დარღვევით და გააკეთოს ისეთი რამ, რაც აკრძალულია –
3
თუ ცხებულმა მღვდელმა შესცოდა და მისი დანაშაული ხალხს დააწვა, თავისი ცოდვისათვის მიიყვანოს ნახირიდან უფლის წინაშე უხინჯო მოზვერი, ცოდვის მსხვერპლად.
4
მოზვერი საკრებულო კარვის კართან მიიყვანოს უფლის წინაშე; ხელი დაადოს თავზე და დაკლას უფლის წინაშე.
5
და აიღოს ცხებულმა მღვდელმა მოზვერის სისხლი და შეიტანოს საკრებულო კარავში.
6
დააწოს მღვდელმა თითი სისხლში და შვიდგზის აპკუროს სისხლი უფლის წინაშე საწმიდრის ფარდის წინ.
7
წაუსვას მღვდელმა სისხლი უფლის წინაშე საკმევლის საკურთხევლის რქებს, რომელიც საკრებულო კარავშია; მოზვერის მთელი დანარჩენი სისხლი დაასხას სრულადდასაწველის საკურთხევლის ძირას, საკრებულო კარვის შესასვლელთან რომ არის.
8
და ამოაცალოს მთელი ქონი ცოდვის გამოსასყიდ შესაწირავ მოზვერს, ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და მთელი მუცლის ქონი,
9
ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარკლების კუნთებზეა, და ღვიძლის ყური, თირკმელებითურთ მოკვეთოს ისე,
10
როგორც მოიკვეთება სამშვიდობო შესაწირავის მოზვრიდან. და დაწვას ისინი მღვდელმა, სრულადდასაწველის საკურთხეველზე.
11
ხოლო მოზვრის ტყავი და მთელი მისი ხორცი თავ-ფეხიანად, მისი შიგნეული ნეხვიანად,
12
და მთელი ხორცი, რაც დარჩა, გაიტანოს ბანაკს გარეთ, სუფთა ადგილზე, სადაც იყრება ნაცარი, და დაწვას იგი შეშაზე ცეცხლით. სანაცრეზე დაწვან იგი.
13
თუ ისრაელის მთელი თემი შესცოდავს, და დაიფარება ეს საქმე კრებულის თვალთაგან, და გააკეთებს უფლის რომელიმე მცნების საწინააღმდეგოს, ჩაიდენს რაიმე აკრძალულს, და დამნაშავე გახდება,
14
როდესაც შეიტყობენ ცოდვას, რომლითაც შესცოდეს მათ, კრებულმა შესწიროს ნახირიდან მოზვერი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და მიიყვანონ იგი საკრებულო კარვის წინ.
15
დაასხან თემის უხუცესებმა ხელები მოზვერს თავზე უფლის წინაშე, და დაკლან მოზვერი უფლის წინაშე,
16
და შეიტანოს ცხებულმა მღვდელმა მოზვერის სისხლი საკრებულო კარავში,
17
და დააწოს მღვდელმა თითი სისხლში და შვიდგზის მოაპკუროს უფლის წინაშე, ფარდის წინ,
18
სისხლი წაუსვას საკმევლის საკურთხევლის რქებს, რომელიც საკრებულო კარავშია უფლის წინაშეა, და მთელი დანარჩენი სისხლი დაასხას სრულადდასაწველის საკურთხევლის ძირას, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთანაა.
19
მთელი ქონი ამოაცალოს მას და დააკმიოს საკურთხეველზე;
20
ამ მოზვერსაც იგივე გაუკეთონ, რასაც უკეთებენ ცოდვის გამოსასყიდ მოზვერს; და შენდობას გამოითხოვს მღვდელი და მიეტევებათ მათ.
21
და გაიტანონ მათ მოზვერი ბანაკს გარეთ და დაწვან ისე, როგორც დაწვეს პირველი მოზვერი. ეს კრებულის ცოდვის მსხვერპლია.
22
თუ მთავარი შესცოდავს უნებლიეთ და რაიმეს შეცდომით გააკეთებს უფლის, თავისი ღმერთის, მცნებათა დარღვევით, და ჩაიდენს რაიმეს, რაც აკრძალულია და დანაშაულია,
23
ან მერე მიხვდება, რაც ჩაიდინა, მიიყვანოს თავისი მსხვერპლი – უხინჯო ვაცი,
24
დაადოს ხელი ვაცს თავზე, და დაკლას იმ ადგილას, სადაც კლავენ სრულადდასაწველს უფლის წინაშე. ცოდვის მსხვერპლი არის ის.
25
აიღოს მღვდელმა ცოდვის მსხვერპლის სისხლი, თითი დააწოს და სცხოს სრულადდასაწველის საკურთხევლის რქებს, დანარჩენი სისხლი დაასხას სრულადდასაწველის საკურთხევლის ძირას.
26
მთელი მისი ქონი დააკმიოს საკურთხეველზე, როგორც სამშვიდობო მსხვერპლის ქონი, და შენდობას გამოითხოვს მღვდელი მისი ცოდვისათვის და ეპატიება მას.
27
თუ ხალხიდან ვინმე ჩაიდენს უნებლიე ცოდვას და ამით უფლის რომელიმე მცნებას დაარღვევს, და იქმს რაიმე აკრძალულს, და დამნაშავე გახდება,
28
ან, როდესაც მიხვდება თავის ცოდვას, რომლითაც შესცოდა, მიიყვანოს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად უხინჯო დედალი თხა, თავისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა,
29
დაადოს ხელი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს თავზე, და დაკლას ეს მსხვერპლი იმ ადგილას, სადაც სრულადდასაწველი მსხვერპლი იკვლება.
30
აიღოს მღვდელმა მისი სისხლი თითით და წაუსვას სრულადდასაწველის საკურთხევლის რქებს; და მთელი მისი დანარჩენი სისხლი დაასხას საკურთხევლის ძირას.
31
მთელი მისი ქონი მოჰკვეთოს, როგორც მოიკვეთება ქონი სამშვიდობო მსხვერპლიდან, და დააკმიოს მღვდელმა საკურთხეველზე კეთილსურნელებად უფლისათვის, და შეუნდობს მას მღვდელი, და მიეტევება მას.
32
თუ ცხვრის ფარიდან მიიყვანს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს, უხინჯო დედა ცხვარი იყოს.
33
დაადოს ხელი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს თავზე და დაკლას იგი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად იმ ადგილას, სადაც კლავენ სრულადდასაწველს.
34
აიღოს მღვდელმა ცოდვის მსხვერპლის სისხლი თითით და წაუსვას სრულადდასაწველის საკურთხევლის რქებს, ხოლო მთელი დარჩენილი სისხლი დააცხას საკურთხევლის ძირას.
35
მთელი მისი ქონი მოჰკვეთოს, როგორც მოიკვეთება სამშვიდობო მსხვერპლის ცხვრიდან, და დააკმიოს მღვდელმა ის უფლის საკურთხეველზე საცეცხლო მსხვერპლად; და გამოითხოვს მღვდელი შენდობას მისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა, და მიეტევება მას.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27