bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 17
Leviticus 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 18 →
1
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
2
დაელაპარაკე აარონს და მის ძეთ, და ყველა ისრაელიანს და უთხარი მათ, რომ ეს არის სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა:
3
ისრაელიანთა სახლიდან თუ ვინმე დაკლავს ხარს, ან კრავს, ან თხას ბანაკში, ან თუ ვინმე დაკლავს ბანაკს გარეთ,
4
და არ მიიყვანს მას საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლისთვის წარსადგენად უფლის სავანის წინ, სისხლის დაღვრად შეერაცხოს ეს იმ კაცს: სისხლი დაღვარა მან. და მოიკვეთება ის კაცი თავისი ხალხის წიაღიდან,
5
რათა მიიყვანონ ისრაელიანთ თავიანთი შესაწირავები, რომელთაც ისინი კლავენ ველად, რათა მიართვან ისინი საკრებულო კარვის შესასვლელთან მღვდელს უფლისათვის, და დაუკლან სამშვიდობო მსხვერპლად უფალს.
6
და მოაპკურებს მღვდელი სამსხვერპლოს სისხლს უფლის საკურთხეველზე საკრებულო კარვის შესასვლელთან, და დააკმევს ქონს კეთილსურნელებად უფლისათვის,
7
რათა არ შესწირონ კვლავ თავიანთ შესაწირავთაგან კერპებს, რომელთა კვალზეც ისინი მრუშობენ. საუკუნო წესად იყოს ეს მათთვის თაობიდან თაობამდე.
8
და უთხარი მათ: თუ ვინმე ისრაელიანთა სახლიდან და ხიზანთაგან, რომლებიც მათთან ხიზნობენ, აღავლენს სრულადდასაწველს ან საკლავს,
9
და საკრებულო კარვის შესასვლელთან არ მიიტანს მას, რათა შესწიროს იგი უფალს, მოიკვეთება ის კაცი თავისი ხალხიდან.
10
თუ ვინმე ისრაელიანთა სახლიდან და ხიზანთაგან, რომლებიც ხიზნობენ მათ შორის, შეჭამს რაიმე სისხლს, მივაქცევ ჩემს სახეს სისხლის მჭამლისკენ, და მოვკვეთ მას თავისი ხალხის წიაღიდან,
11
რადგან სიცოცხლე ყოველი ხორციელისა მის სისხლშია. მე თქვენ დაგიწესეთ სისხლის მიტანა საკურთხეველზე თქვენი სიცოცხლის შენდობისათვის; ეს სისხლი არის სიცოცხლე, სისხლი განწმედს სიცოცხლეს.
12
ამიტომ ვუთხარი მე ისრაელის ძეთ: არც ერთმა თქვენთაგანმა არ უნდა ჭამოს სისხლი. და ასევე ხიზანმაც, რომელიც ხიზნობს თქვენთან, არ უნდა ჭამოს სისხლი.
13
და თუ ვინმე ისრაელიანთაგან და ხიზანთაგან, რომელიც ხიზნობს თქვენთან, მოინადირებს ცხოველს ან ფრინველს, რომელიც იჭმევა, სისხლი უნდა გამოადინოს და დაფაროს იგი მიწით.
14
რადგან ყოველი ხორციელის სიცოცხლე მის სისხლშია, ამიტომ ვუთხარი ისრაელიანთ: არც ერთი ხორციელის სისხლი არ ჭამოთ-მეთქი, რადგან ყოველი ხორციელის სიცოცხლე მის სისხლშია; ყოველი მისი მჭამელი მოისპობა.
15
ყოველმა, რომელიც შეჭამს მძორის და ნამხეცავის ხორცს, მკვიდრმა ან ხიზანმა, უნდა გაირეცხოს სამოსი და განიბანოს წყლით. და საღამომდე უწმიდური იქნება და მერე განიწმიდება.
16
და თუ არ გაირეცხავს სამოსს და არ დაიბანს სხეულს, მაშინ თავად იტვირთავს თავის ცოდვას.
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27