bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 8
Leviticus 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 9 →
1
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
2
აიყვანე აარონი და მისი ძენი მასთან ერთად, და შესამოსელი და საცხებელი ზეთი, და ცოდვის მსხვერპლის მოზვერი, და ორი ვერძი, და კალათი უფუარი პურით.
3
და შეკრიბე მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან.
4
და გააკეთა მოსემ, როგორც უბრძანა უფალმა, და შეიკრიბა თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან.
5
და უთხრა მოსემ თემს: „ეს არის სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა შესასრულებლად.“
6
და მიიყვანა მოსემ აარონი და მისი ძენი, და განბანა ისინი წყლით
7
და შემოსა აარონი სელის კვართით, შემოარტყა სარტყელი და ჩააცვა ზედა სამოსელი, და გადააცვა ეფოდი, და შემოარტყა ეფოდის სარტყელი და იმით მიამაგრა ეფოდი.
8
დაადო მას სამკერდული, და დაამაგრა ურიმი და თუმიმი.
9
და დაადგა თავზე კიდარი, და კიდარზე წინა მხრიდან მიუმაგრა ოქროს ფირფიტა – სიწმიდის დიადემა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
10
და აიღო მოსემ საცხებელი ზეთი და სცხო კარავს და ყოველივეს, რაც მასში იყო, და განწმიდა ის.
11
და მიაპკურა მისგან საკურთხეველს შვიდჯერ და სცხო საკურთხეველსა და მის ყოველ ჭურჭელს, და მის საბანელს, და მის კვარცხლბეკს განსაწმედად.
12
დაასხა აარონს საცხებელი ზეთი თავზე, და სცხო მას განსაწმედად.
13
და მოიყვანა მოსემ აარონის ძენი და შემოსა ისინი კვართით, და შემოარტყა მათ სარტყლები, და დაადგა მათ თავსაბურავები, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
14
და მოიყვანა მოზვერი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და დააწყვეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ცოდვის გამოსასყიდ მოზვერს თავზე.
15
და დაკლა ის. და აიღო მოსემ სისხლი და წაუსვა საკურთხევლის რქებს ირგვლივ თითით, და წარხოცა ცოდვა სამსხვერპლოდან, და სისხლი დაღვარა საკურთხევლის საძირკველთან და განწმიდა იგი, რათა შეენდო მისთვის.
16
და აიღო მოსემ მთელი მუცლის ქონი, და ღვიძლის ყური, და ორივე თირკმელი მათი ქონითურთ, და დააკმია საკურთხეველზე.
17
და მოზვერი და მისი ტყავი, მისი ხორცი და მისი ნეხვი დაწვა ცეცხლზე ბანაკს გარეთ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
18
და მოიყვანა ვერძი სრულადდასაწველად და დააწყვეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე.
19
და დაკლა მოსემ და მოაპკურა სისხლი საკურთხევლის ირგვლივ.
20
ვერძი ასო-ასო აქნა, და დააკმია თავი და ნაჭრები და ქონი.
21
და შიგნეული და ფეხები გარეცხა წყლით. და დაწვა მოსემ მთელი ვერძი საკურთხეველზე. ეს სრულადდასაწველი კეთილსურნელებაა უფლისათვის, იგი საცეცხლო მსხვერპლია, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
22
და მოჰგვარა მეორე ვერძი, ხელავსების ვერძი, და დააწყვეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე.
23
და დაკლა ის. და აიღო მოსემ მისი სისხლი და სცხო აარონს მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელის ცერზე, და მარჯვენა ფეხის ცერზე.
24
და მოიყვანა აარონის ძენი, და სცხო მოსემ სისხლი მათ მარჯვენა ფეხის ცერზე, და მოაპკურა მოსემ ეს სისხლი საკურთხევლის ირგვლივ.
25
და აიღო ქონი და დუმა, და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა, და ღვიძლის ყური და ორივე თირკმელი მათი ქონითურთ, და მარჯვენა ბეჭი.
26
უფუარი პურების კალათიდან, რომელიც უფლის წინაშე იდგა, აიღო მან ერთი უფუარი პურის კვერი და ერთი ზეთიანი პურის კვერი, და ერთი ნამცხვარი, და დაადო ქონს და მარჯვენა ბეჭს.
27
დაუწყო ეს ყველაფერი აარონსა და მის ძეებს ხელებზე და შეარხია ისინი შერხევით უფლის წინაშე.
28
და აიღო მოსემ ეს მათი ხელიდან და დააკმია საკურთხეველზე სრულადდასაწველითურთ. ეს ხელავსების მსხვერპლია კეთილსურნელება, ეს საცეცხლო მსხვერპლია უფლისათვის.
29
აიღო მოსემ მკერდი და მიიტანა და შეარხია იგი უფლის წინაშე. ხელავსების ვერძიდან იყო მოსესთვის ულუფა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
30
და აიღო მოსემ საცხებელი ზეთი და სისხლი, რომელიც საკურთხეველზე იყო, და მიაპკურა აარონსა, და მის სამოსელს, და მის ძეთა სამოსელს მასთან ერთად. და განწმიდა აარონი, მისი სამოსელი და მისი ძენი და მის ძეთა სამოსელი მასთან ერთად.
31
და უთხრა მოსემ აარონს და მის ძეთ: „მოხარშეთ ეს ხორცი საკრებულო კარვის შესასვლელთან და იქ ჭამეთ პურის მიტანებით, რომელიც ხელავსების კალათშია, როგორც მე მებრძანა, რომ აარონმა და მისმა ძეებმა ჭამონო ის.
32
ხოლო ხორცისა და პურის ნარჩენები ცეცხლში დაწვით.
33
საკრებულო კარვის შესასვლელს არ გაშორდეთ შვიდ დღეს, ვიდრე არ შესრულდება თქვენი ხელავსების დღეები. რადგან შვიდ დღეს უნდა გრძელდებოდეს თქვენი ხელავსება.
34
როგორც დღეს შესრულდა, ასეთი იყო უფლის ბრძანება თქვენს განსაწმედად.
35
საკრებულო კარვის შესასვლელთან დარჩით შვიდი დღე და ღამე, და აღასრულეთ უფლის წესი, რათა არ დაიხოცნეთ; რადგან ასე მამცნო უფალმა.“
36
და აღასრულეს აარონმა და მისმა ძეებმა ყოველივე, რაც ბრძანა უფალმა მოსეს მეშვეობით.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27