bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 21
Leviticus 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 22 →
1
უთხრა უფალმა მოსეს: გამოუცხადე მღვდლებს, აარონის ძეთ, და უთხარი: ნურავინ შეეხება თავისი ხალხის მკვდარს, რათა არ გაუწმიდურდეს.
2
მხოლოდ თავისი ხორციელი ნათესავის: თავისი დედის და თავისი მამის, თავისი ვაჟის და თავისი ასულის, და თავისი ძმის,
3
თავისი ქალწული ღვიძლი დის, რომელიც ჯერ კიდევ მასთან იყო, ან ახლობელი ქალის, რომელიც გათხოვილი არ ყოფილა, შეხება შეუძლია, არ გაუწმიდურდება.
4
თავის ხალხში ვინმესთან შეხებით, ვინც არ უნდა იყოს ის, ნუ გაიუწმიდურებს კაცი თავს, რათა არ წაიბილწოს იგი.
5
არ გადაიპარსონ თავი და წვერი არ დაიმოკლონ და არ დაისერონ ტანი.
6
წმიდები უნდა იყვნენ ისინი თავიანთი ღმერთისათვის და არ შებღალონ თავიანთი ღმერთის სახელი, რადგან ისინი სწირავენ უფლის საცეცხლო მსხვერპლს, თავიანთი ღმერთის პურს; ამიტომ უნდა იყვნენ წმიდები.
7
მეძავი ქალი არ შეირთონ მათ, არც არა ქალწული, არც განქორწინებული; რადგან წმიდები არიან თავისი ღმერთისათვის.
8
წმიდად შერაცხე ისინი, რადგან შენს ღმერთს სწირავენ პურს. წმიდა იყვნენ ისინი შენთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი გამწმედი.
9
თუ მღვდლის ასული თავს წაიბილწავს მრუშობით, თავისი მამის წამბილწველია – ცეცხლში დაიწვას იგი.
10
თავის ძმებში მთავარი მღვდელი, რომელსაც თავზე ზეთი სცხეს და რომელსაც ხელი აღუვსეს, რომ შეიმოსოს წმიდა შესამოსელი, თავს ნუ გაიშიშვლებს და სამოსელს ნუ დაიპობს.
11
მკვდარს არ უნდა მიუახლოვდეს იგი; თვით თავისი მამისა და თავისი დედის გვამითაც კი არ უნდა გაუწმიდურდეს.
12
საწმიდრიდან არ უნდა გადიოდეს, რათა არ წაბილწოს საწმიდარი თავისი ღმერთისა, რადგან მისი ღმერთის საცხებელი ზეთით არის ცხებული; მე ვარ უფალი.
13
ცოლად ქალწული შეირთოს.
14
ქვრივი ან ქმარგაყრილი, ან მეძავი არ შეირთოს, არამედ ქალწული მოიყვანოს ცოლად თავისი ტომიდან.
15
არ წაბილწოს თავისი თესლი თავის ხალხში, რადგან მე ვარ უფალი, მისი განმწმედელი.
16
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
17
უთხარი აარონს: არავინ შენი თესლიდან თაობიდან-თაობამდე, რომელსაც ექნება ხინჯი სხეულზე, არ მივიდეს თავისი ღმერთისთვის პურის შესაწირად.
18
არავინ, ვისაც ხინჯი აქვს ტანზე, არ მივიდეს: არც ბრმა, არც კოჭლი, არც მახინჯი;
19
ან ფეხმოტეხილი ან ხელმოტეხილი,
20
ან კუზიანი, ან ქონდრისკაცი, ან თვალზე ლიბრგადაკრული, ან ქეციანი, ან ყვერებდაჭყლეტილი.
21
არავინ აარონ მღვდლის მოდგმიდან, ხინჯის მქონე, არ მიეახლოს უფლის საცეცხლო მსხვერპლთა შესაწირად; ხინჯიანია ის, არ მიეახლოს თავისი ღმერთისთვის პურის შესაწირად.
22
ხოლო შეუძლია ჭამოს თავისი ღმერთისთვის შეწირული პური, როგორც წმიდიდან, ასევე წმიდათა წმიდიდან.
23
მაგრამ ფარდასთან არ მივიდეს და საკურთხეველს არ მიეახლოს, რადგან ხინჯი აქვს. არ წაბილწოს ჩემი საწმიდარი, რადგან მე ვარ უფალი, მათი განმწმედი.
24
და ეს გამოუცხადა მოსემ აარონსა და მის ძეთ და ისრაელის ყველა ძეს.
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27