bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 2
Leviticus 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 3 →
1
თუ ვინმე სწირავს პურეულ ძღვენს უფალს, მისი შესაწირავი გამტკიცული პურის ფქვილისა უნდა იყოს, და დაასხას მას ზეთი და დააყაროს საკმეველი.
2
და მიუტანოს იგი აარონიან მღვდლებს, და აიღოს მღვდელმა იქიდან სავსე მუჭა ზეთიანი ფქვილისა საკმეველთან ერთად, და საკურთხეველზე დააკმიოს სამახსოვროდ, როგორც საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
3
ხოლო რაც დარჩება პურეული ძღვენიდან, აარონისა და მისი ძეებისა იყოს. ეს უწმიდესია უფლის საცეცხლო მსხვერპლთაგან.
4
თუ შესწირავ პურეულ ძღვენს ღუმელში გამომცხვრიდან, გამტკიცული პურის ფქვილით მოზელილი უფუარი პურები იყოს, ზეთში შერეული, უფუარი და ზეთნაცხები კვერები.
5
თუ შენი შესაწირავი პურეული ძღვენი ტაფაზეა გამომცხვარი, მაშინ გამტკიცული პურის ფქვილისა უნდა იყოს, ზეთში მოზელილი და უფუარი.
6
დაამტვრიე ის და დაასხი ზეთი. ეს არის პურეულის ძღვენი.
7
თუ შენი შესაწირავი ტაფაზე გამომცხვარი პურეულის ძღვენია, მაშინ ის უნდა იყოს ზეთში მოზელილი გამტკიცული პურის ფქვილისაგან.
8
მიართვი ამგვარად გამომცხვარი შენი ძღვენი უფალს და წარუდგინე იგი მღვდელს, და ის მიიტანს მას საკურთხეველთან.
9
და აიღებს მღვდელი ამ მსხვერპლიდან ნაწილს სამახსოვრო მსხვერპლად და დააკმევს საკურთხეველზე; ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსუნელება უფლისათვის.
10
ხოლო პურეული ძღვენიდან დანარჩენი აარონისა და მისი ძეებისა იყოს. ეს უწმიდესია უფლის საცეცხლო მსხვერპლთაგან.
11
არც ერთი ძღვენი, რომელსაც შესწირავთ უფალს, არ უნდა იყოს საფუარიანი, რადგან არც საფუარი და არც თაფლი არ უნდა დაწვათ უფლის საცეცხლო მსხვერპლად;
12
პირველნაყოფთა შესაწირავად შეგიძლიათ შესწიროთ ისინი უფალს, მაგრამ საკურთხეველზე არ აიტანოთ, როგორც კეთილსურნელება.
13
ყოველი შესაწირავი შენი პურეული ძღვენისა მარილით დაამარილე და არ დატოვო შენი მსხვერპლი შენი ღმერთის აღთქმის მარილის გარეშე. ყოველ შენს შესაწირავთან ერთად მარილიც შესწირე.
14
თუ შესწირავ უფალს პურეულ ძღვენს პირველნაყოფთაგან – პირველ თავთავთაგან, ცეცხლზე მოხალული, დაღერღილი მარცვლით შესწირე შენს პირველნაყოფთა პურეული ძღვენი.
15
დაასხი მას ზეთი, და დააყარე საკმეველი. ეს არის პურეული ძღვენი.
16
და დაწვას მღვდელმა მისი სამახსოვრო შესაწირავი ღერღილისგან და ზეთისგან მთელი მისი საკმევლით, საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27