bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 5
Leviticus 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 6 →
1
თუ ვინმემ მომხდარი დანაშაული იხილა ან გაიგონა, ან იცის და არ აცხადებს, საჯაროდ სათქმელი ფიცის შიშით, იგი იტვირთავს ცოდვას;
2
თუ კაცი თავისდა უნებლიეთ შეეხება რაიმე უწმიდურ საგანს, ან უწმიდური მხეცის ან საქონლის ლეშს, ან უწმიდური ქვემძრომის მძორს, მაინც გაუწმიდურებულია და დამნაშავე;
3
ან თუ ის თავისდა უნებურად შეეხება ადამიანის უწმიდურებას, რა უწმიდურებაც არ უნდა იყოს, რითაც იბილწებიან ადამიანები, და შემდეგ გაიგებს ამას, დამნაშავეა იგი.
4
ან თუ ვისმე დაუფიქრებლად წასცდება ბაგიდან ფიცი, რომ სიკეთეს იზამს ან სიავეს (რაც არ უნდა წარმოთქვას ადამიანმა ფიცით დაუფიქრებლად) და ეს თავიდან გააზრებული არ ექნება მას, მაგრამ მერე მიხვდება, იგი დამნაშავეა ამ ფიცისთვის.
5
და თუ დამნაშავეა ამათგან ერთ-ერთში, უნდა აღიაროს, რა შესცოდა,
6
და შესწიროს თავისი ცოდვის მსხვერპლი უფალს, დედალი ცხვარი ან თხა ცოდვისათვის, და გამოითხოვს მღვდელი მისი ცოდვის შენდობას.
7
და თუ ხელი არ მიუწვდება ცხვარზე, მიუყვანოს უფალს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად ორი გვრიტი ან მტრედის ორი მართვე. ერთი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, მეორე სრულადდასაწველად.
8
მიიყვანოს ისინი მღვდელთან და მან შესწიროს ჯერ ცოდვის მსხვერპლი, და გადაუტეხოს კისერი კეფასთან, მაგრამ არ მოაცილოს თავი,
9
მიაპკუროს ამ ცოდვის მსხვერპლის სისხლი საკურთხევლის კედელს, და დანარჩენი სისხლი დაწრიტოს საკურთხევლის ძირას; ეს არის ცოდვის მსხვერპლი.
10
და მეორე შესწიროს სრულადდასაწველად, წესისამებრ, და გამოითხოვს მღვდელი შენდობას მისი ცოდვისათვის, რითაც შესცოდა, და მიეტევება მას.
11
და თუ ხელი არ მიუწვდება ორ გვრიტზე ან მტრედის ორ მართვეზე, მიიტანოს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად ერთი მეათედი ეფა გამტკიცული პურის ფქვილი, ზეთი არ დაასხას ზედ და ნუ დააყრის საკმეველს, რადგან იგი ცოდვის მსხვერპლია.
12
მიუტანოს იგი მღვდელს, და აიღოს მისგან მღვდელმა სავსე მუჭა სამახსოვრო მსხვერპლად, და დააკმიოს სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო მსხვერპლად; ეს არის ცოდვის მსხვერპლი;
13
და გამოითხოვს მღვდელი შენდობას მისი ცოდვისათვის, რითაც შესცოდა, და შეენდობა მას; და დანარჩენი ეკუთვნის მღვდელს, როგორც პურეული ძღვენი.
14
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
15
თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს და უნებლიეთ შესცოდავს უფლის სიწმიდეთა წინააღმდეგ, მიიყვანოს თავისი დანაშაულის მსხვერპლად უფლისათვის უხინჯო ვერძი, შენი შეფასებით, რაც ეღირება საწმიდრის ვერცხლის შეკელით; ეს არის დანაშაულის მსხვერპლი.
16
და რაც შესცოდა იმ სიწმიდეს, გადაიხადოს, და მეხუთედიც დაამატოს და მისცეს იგი მღვდელს, და მღვდელი გამოითხოვს შენდობას მისი დანაშაულისთვის ვერძის მსხვერპლით, და მიეტევება მას.
17
და თუ ვინმე შესცოდავს და ჩაიდენს რაიმეს უფლის მცნებების წინააღმდეგ, რის გაკეთებაც არ შეიძლებოდა, და ეს რომ არც სცოდნოდა, იგი მაინც დამნაშავეა და თავის ცოდვას იტვირთავს,
18
მიუყვანოს მღვდელს დანაშაულის მსხვერპლად უხინჯო ვერძი, შენი შეფასებით, და გამოითხოვს მღვდელი შენდობას მისი შეცდომისათვის, რომელიც შესცოდა უცოდინრად, და ეპატიება მას.
19
ეს არის მსხვერპლი დანაშაულისა, რა დანაშაულიც ჩაიდინა უფლის წინაშე.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27