bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 7
Leviticus 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 8 →
1
ეს არის წესი დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლისა: უწმიდესია ის.
2
იმ ადგილას უნდა დაიკლას მსხვერპლი, სადაც სრულადდასაწველის მსხვერპლი იკვლება, და მისი სისხლი უნდა მოეპკუროს საკურთხევლის ირგვლივ.
3
მისი ქონი მთლიანად უნდა იქნეს შეწირული: მთელი დუმა და მუცლის ქონი.
4
ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, ქონი, რომელიც ბარკლების კუნთებზეა, და ღვიძლის ყური, თირკმელებიანად უნდა მოიკვეთოს.
5
დააკმიოს ის მღვდელმა საკურთხეველზე საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის. ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი.
6
ყოველმა მამრმა მღვდელთა მოდგმიდან უნდა ჭამოს ის. ის უნდა შეიჭამოს წმიდა ადგილზე. უწმიდესია ის.
7
როგორც ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს, ისე დანაშაულის მსხვერპლს ერთი წესი აქვს. იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც მისით აღასრულებს განწმედას.
8
და თუ მღვდელი სწირავს ამა თუ იმ კაცის სრულადდასაწველს, მაშინ ტყავი სრულადდასაწველისა, რომელიც მან შესწირა, მღვდელს ეკუთვნის.
9
და ყოველგვარი პურეულის ძღვენი, რაც ღუმელში ან ქოთანში, ან ტაფაზე ცხვება, მის მიმტან მღვდელს ეკუთვნის.
10
ხოლო პურეულის ყოველი სხვა ძღვენი, ზეთში მოზელილი თუ მშრალი, აარონის ყველა ძეს, თანაბრად ეკუთვნის.
11
ხოლო ესაა წესი სამშვიდობო მსხვერპლისა, რომელსაც სწირავენ უფალს:
12
თუ ვინმეს სამადლობელოდ მოაქვს ის, სამადლობელო მსხვერპლის გარდა უნდა მოიტანოს უფუარი კვერები, ზეთში მოზელილი, და უფუარი ნამცხვრები ზეთწასმული, და ზეთში მოზელილი გამტკიცული პურის ფქვილის ნამცხვრები.
13
მადლობის სამშვიდობო მსხვერპლთან ერთად ნამცხვრებს გარდა თავის შესაწირავად შესწიროს საფუარიანი პურის ნამცხვრებიც.
14
შესწიროს ყოველი მსხვერპლიდან ერთი ნაწილი, როგორც უფლისადმი აღსამართავი; ის ეკუთვნის მღვდელს, რომელიც აპკურებს სამშვიდობო მსხვერპლის სისხლს.
15
და ხორცი სამადლობელო და სამშვიდობო მსხვერპლისა შეიჭამოს მისი შეწირვის დღესვე, მისგან არ დარჩეს არაფერი დილამდე.
16
ხოლო თუ აღთქმით ან ნებითაა შეწირული მისი მსხვერპლი, მაშინ მისი შეწირვის დღეს უნდა შეიჭამოს ის; და თუ რამ დარჩება მისგან, მეორე დღესაც შეიძლება მისი ჭამა.
17
და თუ მაინც კიდევ დარჩება მსხვერპლის ხორცი, მესამე დღეს ცეცხლში უნდა დაიწვას.
18
თუ მესამე დღეს შეჭამენ სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს, ეს არ იქნება კეთილსასურველი, და მის შემწირველს არაფერში ჩაეთვლება იგი: სისაძაგლეა იგი და მისი მჭამელი, ცოდვას დაიდებს.
19
ხორცი, რომელიც მოხვდება რაიმე უწმიდურს, არ უნდა იჭამოს, ცეცხლში უნდა დაიწვას. ყოველმა სუფთამ შეიძლება ჭამოს სამსხვერპლო ხორცი.
20
ხოლო ვინც შებილწულია და ჭამს სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს, რომელიც უფალს ეკუთვნის, მოიკვეთება თავისი ხალხისაგან.
21
და ვინც შეეხება რაიმე უწმიდურს – ადამიანურ სიბილწეს ან უწმიდურ პირუტყვს, ან რაიმე უწმიდურ ქვემძრომს, და შეჭამს უფლის კუთვნილ სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს, მოიკვეთება თავისი ხალხისაგან.
22
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
23
უთხარი ისრაელიანთ: არ ჭამოთ არავითარი ქონი ხარისა, ცხვრისა და თხისა.
24
ქონი მძორისა და ნამხეცავისა შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა საქმეში. ჭამით კი არ ჭამოთ იგი.
25
ყოველი მჭამელი იმ პირუტყვის ქონისა, რომელიც უფლის საცეცხლო მსხვერპლად შეიწირება, მოისპობა თავისი ხალხისაგან.
26
არ ჭამოთ თქვენს სამყოფებში არავითარი სისხლი, არც ფრინველთა და არც პირუტყვთა.
27
ყოველი, ვინც შეჭამს რაიმე სისხლს, მოიკვეთება თავისი ხალხისაგან.
28
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა:
29
უთხარი ისრაელის ძეთ: ვისაც თავისი სამშვიდობო მსხვერპლის უფლისათვის შეწირვა სურს, თვითონ უნდა მიართვას, რაც უფალს ეკუთვნის სამშვიდობო მსხვერპლიდან.
30
თავისი საკუთარი ხელით მიართვას საცეცხლო მსხვერპლი უფალს; ქონი მკერდითურთ მიართვას, რათა მღვდელმა შეარხიოს მკერდი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე.
31
დააკმევს მღვდელი ქონს საკურთხეველზე და იყოს მკერდი აარონისა და მის ძეთათვის.
32
მარჯვენა ბეჭი მიეცით მღვდელს, როგორც აღსამართავი მსხვერპლი თქვენი სამშვიდობო მსხვერპლიდან.
33
ვისაც აარონიანთაგან საკრებულო კარავში შეაქვს სამშვიდობო მსხვერპლის სისხლი და ქონი, მისი ულუფა არის მარჯვენა ბეჭი.
34
რადგან მე ისრაელიანთაგან ვიღებ სამშვიდობო მსხვერპლის შესარხეველ მკერდსა და აღსამართავ ბეჭს და ვაძლევ აარონ მღვდელსა და მის მოდგმას არჩივად, ეს იქნება საუკუნოდ მათი წილი ისრაელიანთაგან.
35
ესაა აარონის წილი და მისი მოდგმის წილი უფლის საცეცხლო მსხვერპლთაგან იმ დღიდან, რაც ისინი წარდგნენ უფლის წინაშე მღვდელობისათვის,
36
რომელიც დააწესა უფალმა მათთვის მისაცემად ისრაელიანთაგან მათი ცხების დღეს. ეს არის წესი საუკუნოდ თაობიდან თაობამდე.
37
ესა არის წესი სრულადდასაწველისა, პურეული ძღვენისა, ცოდვის მსხვერპლისა, დანაშაულის მსხვერპლისა, ხელავსებისა და სამშვიდობო მსხვერპლისა,
38
რომელიც მისცა უფალმა მოსეს სინაის მთაზე, როცა უბრძანა ისრაელის ძეთ სინაის უდაბნოში თავიანთ მსხვერპლთა შეწირვა უფლისათვის.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27