bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 11
Leviticus 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 12 →
1
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა მათ:
2
უთხარით ისრაელიანთ: აი, ეს ცხოველები გეჭმევათ მიწის ყოველ პირუტყვთაგან:
3
ყოველი პირუტყვი, რომელსაც გაყოფილი აქვს ჩლიქი და იცოხნის, ჭამეთ.
4
ხოლო არ ჭამოთ იმათგან, რომელნიც იცოხნიან და არა აქვთ გაყოფილი ჩლიქი. აქლემი, რადგან იგი იცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის;
5
კლდის ბოცვერი, რადგან იგი იცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის;
6
კურდღელი, რადგან იგი იცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის;
7
ღორი, რადგან მას აქვს გაყოფილი ჩლიქი, მაგრამ არ იცოხნის, უწმიდურია თქვენთვის.
8
მათი ხორცი არ ჭამოთ და მათ მძორს არ შეეხოთ; უწმიდური არიან ისინი თქვენთვის.
9
აი რა გეჭმევათ წყალში მცხოვრებთაგან: ყოველი, რომელსაც აქვს ფარფლი და ქერცლი წყალში, ზღვებში და მდინარეებში, შეგიძლიათ ჭამოთ.
10
ხოლო ყოველი, რომელსაც არა აქვს ფარფლი და ქერცლი ზღვებში და მდინარეებში, წყლის ყოველ ქვეწარმავალთაგან, ყოველ ცოცხალ არსებათაგან, რომელნიც წყალში არიან, უწმიდურია თქვენთვის.
11
საძაგელნი უნდა იყვნენ ისინი თქვენთვის: მათი ხორცი არ ჭამოთ და მათი მძორი გძაგდეთ.
12
ყოველი, რომელსაც არა აქვს ფარფლი და ქერცლი წყალში, უსურმაგია თქვენთვის.
13
ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ იჭმევა, საძაგელნი არიან ისინი: ორბი, შევარდენი და სვავი,
14
ძერა და შევარდენი ყველა მისნაირი.
15
ყოველი ყორანი ყველა მისნაირი,
16
სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო და ყველა მისნაირი,
17
ბუკნაჭო, თევზიყლაპია და ბუკიოტი,
18
ჭოტი, ვარხვი და სვავი,
19
ყარყატი, ყანჩა ყველა მათნაირით, ოფოფი და ღამურა.
20
ყოველი მწერი – მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე უსურმაგია თქვენთვის.
21
ხოლო გეჭმევათ ყოველი მფრინავი და ოთხზე მოსიარულე მწერი, რომელსაც აქვს წვივები მიწაზე სახტომად.
22
ესენი გეჭმევათ ამათგან: კალია და ყველა მისნაირი, სოლამი და ყველა მისნაირი, ხარგოლი და ყველა მისნაირი, და ხაგაბი ყველა მისნაირით.
23
ხოლო ყოველი სხვა მფრინავი მწერი, რომელსაც ოთხი ფეხი აქვს, უსურმაგია თქვენთვის.
24
მათგან გაუწმიდურდებით. ყოველი, ვინც შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
25
ვისაც რაიმე მოედება მათი მძორიდან, ყველამ გაირეცხოს სამოსი და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
26
ყოველი პირუტყვი, რომელსაც გაყოფილი ჩლიქი აქვს, და არ იცოხნის, უწმიდურია თქვენთვის. ყველა, ვინც შეეხება მათ, გაუწმიდურდება.
27
ყოველი თათებზე მავალი ცხოველი, უწმიდურია თქვენთვის. ვინც კი შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
28
ვისაც რამე მოედება მათი მძორიდან, სამოსი გაირეცხოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. გაუწმიდურებული არიან ისინი თქვენთვის.
29
აი, რა არის უწმიდური თქვენთვის მიწაზე მცოცავ არსებათაგან: თხუნელა, თაგვი და ყოველგვარი ხვლიკი,
30
ანაკა, მსვენლომი, ძლოკვი, გეკონი და ქამელეონი, –
31
ესენი უწმიდურები არიან თქვენთვის ყველა ქვეწარმავალთაგან. ყოველი, რომელიც შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
32
და ყველაფერი, რასაც მოხვდება მათი მძორი, გაუწმიდურდება. ყოველი ხის ჭურჭელი ან ტანსაცმელი, ან ტყავი, ან ტომარა, და ყოველი საგანი, რომელიც გამოიყენება საქმეში, წყალში უნდა ჩაიდოს, და უწმიდური იქნება საღამომდე, ხოლო შემდეგ სუფთა იქნება.
33
და ყოველი ჭურჭელი თიხისა, რომელშიც ჩავარდება რომელიმე მათგანი, ყველაფერი, რაც მასშია, გაუწმიდურდება და უნდა დაამსხვრიოთ.
34
ყოველი საჭმელი, რომელიც იჭმება, რომელშიც შეაღწია წყალმა ასეთი ჭურჭლიდან, გაუწმიდურდება. და ასევე ყოველი სასმელი, რომელიც იყო ყოველ ასეთ ჭურჭელში.
35
ყველაფერი, რაზეც დაეცემა რაიმე მათი მძორისგან, გაუწმიდურდება. თონე და ქურა უნდა ჩაინგრეს: ისინი გაუწმიდურებული არიან და გაუწმიდურებული იქნებიან თქვენთვისაც.
36
მხოლოდ წყარო და ჭა – წყალსატევი – დარჩება სუფთა. ხოლო ვინც შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურდება.
37
თუ მოხვდა რაიმე მათი მძორისგან რომელიმე სათესლე მარცვალს, რომელიც ითესება, ის სუფთა დარჩება.
38
მაგრამ თუ თესლს უკვე წყალი აქვს დასხმული და რაიმე დაეცემა მძორისაგან, გაუწმიდურებული იქნება თქვენთვის.
39
თუ ისეთი პირუტყვი მოკვდება, რომელიც გეჭმევათ, და მის ლეშს ვინმე მიეკარება, გაუწმიდურებული იქნება იგი საღამომდე.
40
მისი ლეშის მჭამელმა უნდა გაირეცხოს სამოსი და უწმიდური იქნება საღამომდე; და რომელმაც გაათრიოს მისი მძორი, უნდა გაირეცხოს სამოსი და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
41
ყველაფერი, რაც კი მიწაზე დაძვრება, უსურმაგია, არ გეჭმევათ.
42
არანაირი მუცელზე მხოხავი, არანაირი მრავალფეხა, არანაირი მიწაზე მძრომი არ გეჭმევათ, რადგან უსურმაგები არიან.
43
ნუ წაიბილწავთ თავს ნურცერთი ქვემძრომი ქვეწარმავლით და ნუ გაუწმიდურდებით მათით, და ნუ იქნებით უწმიდურნი მათგან.
44
რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, განიწმიდეთ და იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე, და ნუ შეიბილწავთ თავს ნურავითარი ქვეწარმავლით, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე.
45
რადგან მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანათ თქვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენი ღმერთი. და იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე.
46
ესაა წესი პირუტყვისა, ფრინველისა და ყოველი ცოცხალი არსებისა, რომელნიც წყალში იძვრიან, და ყოველი არსებისა, რომელნიც მიწაზე ქვემძრომობენ,
47
რათა სხვაობა იყოს უწმიდურსა და წმიდას შორის, და ცხოველს შორის, რომელიც შეიძლება იჭამოს, და ცხოველს შორის, რომელიც არ უნდა იჭამოს.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27