bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 25
Leviticus 25
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 26 →
1
ელაპარაკებოდა უფალი მოსეს სინაის მთაზე და უთხრა:
2
მიმართე ისრაელიანთ და უთხარი: როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ, დაისვენოს მიწამ უფლის შაბათს;
3
ექვსი წელი თესე შენი ყანა და ექვსი წელი სხალი შენი ვენახი, და აიღე მოსავალი,
4
მეშვიდე წელი კი დასვენების შაბათი იყოს მიწისთვის, შაბათი უფლისა: ყანა არ დათესო და ვენახი არ გასხლა;
5
შენს სამკალზე თავისით ამოსული არ მომკა და ყურძენი შენი გაუსხლავი ვაზისა არ მოისთვლა; ეს წელიწადი დასვენებისა იყოს მიწისათვის.
6
და იყოს ის თქვენს საჭმელად, რასაც მოგცემთ მიწა შაბათის წელიწადს, შენთვის და შენი მონისთვის, და შენი მხევლისთვის, და შენი მოჯამაგირისთვის, და შენი ხიზნისთვის, რომლებიც შემოხიზნული არიან შენთან.
7
მთელი მიწის ნაყოფი იყოს საკვებად შენი პირუტყვისა და ნადირისთვის, რომლებიც შენს მიწაზე დადიან.
8
გადაითვალე შვიდი შაბათობის წელი, შვიდჯერ შვიდი წელი, და იყოს დრო ამ შვიდი შაბათობის წლებისა 49 წელი.
9
დაჰკარი ბუკს მეშვიდე თვის მეათე დღეს, შენდობის დღეს ბუკისცემით აუწყე მთელ თქვენს ქვეყანას;
10
და წმიდა ჰყავით ორმოცდამეათე წელი და გაათავისუფლეთ ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრები. ზეიმი იყოს ეს თქვენთვის. ყველანი თქვენ-თქვენს სამკვიდრებელს დაუბრუნდით. თქვენ-თქვენს სანათესაოს დაუბრუნდით ყველანი.
11
საიუბილეო იყოს თქვენთვის ეს ორმოცდამეათე წელი: არ თესოთ და არც მომკათ, რაც თავისით ამოვა, და არ დაკრიფოთ ყურძენი გაუსხლავი ვაზიდან.
12
რადგან ეს იუბილეა: წმიდა იყოს ის თქვენთვის; ველიდან ჭამეთ მისი ნაყოფი.
13
ამ საიუბილეო წელს თითოეული დაუბრუნდით საკუთარ სამკვიდრებელს.
14
და თუ მიჰყიდი რამეს შენს თვისტომს, ან იყიდი რამეს შენი თვისტომისაგან, ნუ მოატყუებთ ერთმანეთს.
15
იუბილის შემდგომი წლების ანგარიშით იყიდე შენი თვისტომისგან, და მოსავლის აღების წლების ანგარიშით უნდა მოგყიდოს.
16
რაც უფრო მეტი იქნება ეს წლები, მით უფრო გაზარდე ფასი, და რაც უფრო ნაკლები იქნება ეს წლები, მით უფრო შეამცირე ფასი, რადგან მოსავლის აღების ანგარიშით მოგყიდის.
17
ნუ მოატყუებთ ერთმანეთს; გეშინოდეს შენი ღმერთისა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
18
აღასრულეთ ჩემი წესები, და დაიცავით ჩემი სამართალი და აღასრულეთ ის, და იცხოვრებთ ქვეყანაზე მშვიდად;
19
რადგან მოგცემთ მიწა თავის ნაყოფს, და შეჭამთ ძღომაზე, და იცხოვრებთ მშვიდად მასზე.
20
თუ იკითხავთ: რა ვჭამოთო მეშვიდე წელს, თუ არ დავთესავთ და არ ავიღებთო მოსავალს?
21
მე მოვავლენ ჩემს კურთხევას თქვენზე მეექვსე წელს, და იგი მოგცემთ სამი წლის მოსავალს.
22
და დათესავთ მერვე წელს, მაგრამ შეჭამთ ძველი მოსავლიდან მეცხრე წლამდე. ვიდრე მოიწევა მისი მოსავალი, ჭამეთ ძველი.
23
მიწა არ გაიყიდოს სამუდამოდ, რადგან მიწა ჩემია. თქვენ ხომ ჩემი ხიზნები ხართ.
24
თქვენს სამკვიდრებელ მიწაზე მიწის გამოსყიდვის ნება დართეთ.
25
თუ გაღარიბდება შენი ძმა და გაყიდის თავის სამკვიდრებელს, მივიდეს მისი ახლო ნათესავი მასთან და გამოისყიდოს მისი ძმის მიერ გაყიდული.
26
თუ მას გამომსყიდველი არა ჰყავს, მაგრამ შემდეგ მიეცემა შესაძლებლობა და თვით ჰპოვებს გამოსყიდვის საშუალებას,
27
გამოითვალოს გაყიდვიდან გასული წლები და დაუბრუნოს ნამეტი იმას, ვისაც მიჰყიდა, და თავისი სამკვიდრებელი ჩაიბაროს.
28
თუ ხელი არ მიუწვდა იმაზე, რამდენიც უნდა დაუბრუნოს მას, მის მიერ გაყიდული მიწა დარჩება მყიდველის ხელში საიუბილეო წლამდე, ხოლო საიუბილეო წელს ჩამოერთმევა მას და დაუბრუნდება თავის ძველ პატრონს.
29
თუ ვინმე გაყიდის საცხოვრებელ სახლს გალავნიან ქალაქში, მისი გამოსყიდვა ნებადართულია გაყიდვიდან იმ წლის დასასრულამდე. ერთი წლის განმავლობაში გამოსყიდვის ნება აქვს.
30
თუ არ იქნა გამოსყიდული წლის დასასრულამდე, სახლი, რომელიც გალავნიან ქალაქშია, სამუდამოდ დარჩება მის მყიდველს და მის მოდგმას, არ ჩამოერთმევა მას საიუბილეო წელს.
31
მაგრამ სოფლის სახლები, რომლებსაც არა აქვთ გალავანი, უნდა ჩაითვალოს იქაური მინდვრის თანაბრად: დასაშვებია მათი გამოსყიდვა და საიუბილეო წელს ისინი უბრუნდება ძველ პატრონს.
32
ხოლო სახლები, რომლებიც ლევიანთა კუთვნილ ქალაქებშია, ყოველთვის შეიძლება გამოსყიდულ იქნას ლევიანთა მიერ.
33
თუ ლევიანთაგან ვინმე არ გამოისყიდის, გაყიდული სახლი მათ სამფლობელო ქალაქში გადავა საიუბილეო წლისთვის, რადგან ლევიანთა ქალაქების სახლები მათ სამკვიდრებლად მიიღეს ისრაელიანთა შორის.
34
მათი ქალაქების მიმდებარე მინდვრები არ გაიყიდება, რადგან ეს მათი საუკუნო სამკვიდრებელია.
35
თუ შენი მოძმე შენს გვერდით გაღარიბდება და ფეხზე ვეღარ დადგება, დაეხმარე მას, ხიზანია იგი თუ ახალმოსახლე, და იცხოვროს შენთან.
36
არ აიღო მისგან ვახში და სარგებელი და გეშინოდეს შენი ღმერთისა; და იცხოვროს შენმა მოძმემ შენთან.
37
შენი ვერცხლი არ მისცე მას ვახშით და სარგებლით არ მისცე შენი პური.
38
მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა მოგცეთ ქანაანის ქვეყანა და ვიყო თქვენი ღმერთი.
39
თუ გაღარიბდება შენი მოძმე და მოგეყიდება შენ, არ დაიმონო იგი მონური შრომით.
40
როგორც დაქირავებული, როგორც ხიზანი იყოს ის შენთან; საიუბილეო წლამდე იმუშაოს შენთან,
41
ხოლო შემდეგ გავიდეს შენგან თვითონ და ძენი მისნი მასთან ერთად. და დაუბრუნდეს თავის საგვარეულოს, და თავის მამათა სამკვიდრებელს კვლავ დაეუფლოს.
42
რადგან ისინი ჩემი მონები არიან, რომელნიც გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. არ უნდა გაიყიდონ ისინი, როგორც მონები იყიდებიან.
43
არ გაბატონდე მათზე სისასტიკით და გეშინოდეს შენი ღმერთისა.
44
შენი მონა და შენი მხევალი, რომლებიც გყავს, თქვენს გარშემო მყოფ ხალხებიდან იყვნენ; მათგან იყიდეთ მონა-მხევლები;
45
და აგრეთვე ხიზანთა შვილებისგან, რომლებიც ხიზნობენ თქვენთან, მათგან იყიდეთ და მათი საგვარეულოსგან, რომლებიც თქვენთანაა, რომელნიც დაიბადნენ თქვენს ქვეყანაში, და ისინი იქნებიან თქვენი საკუთრება.
46
მემკვიდრეობით შეგიძლიათ გადასცეთ ისინი თქვენს შვილებს თქვენს შემდეგ საკუთარ სამკვიდროდ, საუკუნოდ დაიმონებთ მათ. ხოლო თქვენს მოძმეებში, ისრაელიანთა შორის, არავინ მბრძანებლობდეს ერთმანეთზე სისასტიკით.
47
თუ მწირი ან ხიზანი ქონებას შეიძენს შენთან, და შენი მოძმე გაღარიბდება მის წინაშე და მიეყიდება მწირს, შენს ხიზანს, ან მწირის საგვარეულოს შთამომავალს,
48
გაყიდვის შემდეგ შეიძლება მისი გამოსყიდვა, ერთ-ერთმა მის მოძმეთაგანმა გამოისყიდოს ის,
49
ან ბიძამისმა, ან მისმა ბიძაშვილმა გამოისყიდოს ის; ან ვინმემ მისი სანათესაოდან უნდა გამოისყიდოს ის; ან, თუ შესაძლებლობა მიეცემა, თავად გამოისყიდოს თავი.
50
უანგარიშოს თავის მყიდველს იმ წლიდან, როდესაც მიეყიდა, საიუბილეო წლამდე. და ვერცხლი მისი ნასყიდობისა განაწილდეს წლების რიცხვზე. როგორც დროებით დაქირავებული, ისე იყოს მასთან.
51
თუ კიდევ რჩება მრავალი წელი, მაშინ მათი რაოდენობის მიხედვით დააბრუნოს თავისი ნასყიდობის ვერცხლი.
52
და თუ მცირე ხანი დარჩა საიუბილეო წლამდე, მაშინ დაითვალოს წელთა რაოდენობა და მის მიხედვით დააბრუნოს თავისი გამოსასყიდი.
53
როგორც დაქირავებული, ისე იყოს იგი მასთან წლიდან წლამდე, და არ მბრძანებლობდნენ მასზე სისასტიკით შენს თვალწინ.
54
და თუ არ იქნა გამოსყიდული ამგვარად, მაშინ საიუბილეო წელს გავიდეს თავისუფალი თვითონ და მისი შვილები მასთან ერთად,
55
რადგან ჩემი მონები არიან ისრაელიანები; ისინი ჩემი მონები არიან, რომელნიც მე გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 26 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27