bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Leviticus 13
Leviticus 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 14 →
1
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:
2
თუ ადამიანს კანზე გამოაჩნდება სიმსივნე ან სირსველი, ან ლაქა, და თუ ეს გადაიქცევა კეთროვან წყლულად, მიიყვანონ იგი მღვდელთან, აარონთან ან აარონიანთაგან ერთ-ერთ მღვდელთან.
3
შეხედავს მღვდელი წყლულს და თუ წყლულზე თმა გათეთრებულია და წყლულის პირი ჩაღრმავებულია კანში, მაშინ ეს წყლული კეთრისაა. ნახავს ამას მღვდელი და უწმიდურად ჩათვლის მას.
4
თუ თეთრი ლაქაა მის კანზე და მისი პირი არაა კანში ჩაღრმავებული და არც თმაა მასზე გათეთრებული, მღვდელი განამარტოებს წყლულიანს შვიდი დღით;
5
ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული ისევეა, მაგრამ არ გავრცელებულა ტანზე, მაშინ კვლავ შვიდი დღით განამარტოოს.
6
ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს მეორედ, და თუ წყლული ნაკლებ შეიმჩნევა და არ გავრცელებულა კანზე, მაშინ მღვდელი გამოაცხადებს მას სუფთად. სირსველია ეს. და გაირეცხოს მან სამოსი და სუფთა იქნება.
7
და თუ სირსველი გავრცელდება კანზე მას შემდეგ, რაც მღვდელმა დაათვალიერა ის და სუფთად ჩათვალა, კვლავ უნდა ეჩვენოს მღვდელს.
8
და თუ შეამჩნევს მღვდელი, რომ, აჰა, გავრცელდა სირსველი კანზე, მაშინ მღვდელი მას უწმიდურად ჩათვლის; ეს უკვე კეთრია.
9
თუ კეთროვანი წყლული აქვს ადამიანს, მაშინ იგი უნდა მიიყვანონ მღვდელთან.
10
ნახავს მღვდელი და თუ სიმსივნე თეთრია და თმაც გათეთრებულია სიმსივნეზე და ხორცმეტებია სიმსივნეზე,
11
მაშინ ეს ძველისძველი კეთრია მის კანზე და მას მღვდელი უწმიდურად ჩათვლის. არ განამარტოვებს მას, რადგან იგი უკვე უწმიდურია.
12
და თუ კანის დაავადება აყვავებულია კანზე და ფარავს მთელ კანს – თავიდან ფეხებამდე – რის დანახვაც შეუძლია მღვდლის თვალს,
13
და მღვდელი როცა ნახავს, რომ კეთრმა დაფარა მთელი სხეული, იგი ავადმყოფს მიიჩნევს დაავადებისაგან სუფთად, რადგან მთლად გათეთრდა; სუფთაა იგი.
14
როცა გამოჩნდება მასზე ცოცხალი ხორცი, იგი უწმიდურია.
15
როცა ნახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს, უწმიდურად ჩათვლის მას. ცოცხალი ხორცი უწმიდურია; კეთრია იგი.
16
თუ ცოცხალი ხორცი კვლავ გათეთრდა, მაშინ მივა ის მღვდელთან,
17
შეხედავს მას მღვდელი და თუ ნახავს, რომ წყლული გათეთრებულია, მაშინ იგი სუფთად მიიჩნევს წყლულს; სუფთაა იგი.
18
თუ ვინმეს კანზე ექნება ჩირქოვანი მუწუკი და განიკურნება,
19
და ჩირქოვანი მუწუკის ადგილზე გაჩნდება თეთრი სიმსივნე ან თეთრწითელი ლაქა, გამოცხადდეს მღვდელთან.
20
შეხედავს მას მღვდელი და აჰა, თუ ის კანშია ჩაღრმავებული, და მისი თმა გათეთრებულია, მაშინ იგი მას უწმიდურად მიიჩნევს. ეს კეთროვანი წყლულია, იგი ჩირქოვან მუწუკში აყვავდა.
21
და თუ დაინახავს მღვდელი, რომ არაა მასზე თეთრი თმა და იგი არაა კანში ჩაღრმავებული, და ნაკლებ შესამჩნევია, მაშინ განამარტოვებს მას მღვდელი შვიდი დღით.
22
თუ იგი მეტად გავრცელდა კანზე, მაშინ მღვდელი მას უწმიდურად მიიჩნევს; წყლულია ეს.
23
და თუ ეს ლაქა თავის ადგილზე რჩება და არ ვრცელდება, მაშინ ეს ჩირქოვანი მუწუკის ანთებაა და მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს.
24
თუ ვინმეს კანზე აქვს სიდამწვრე და შეხორცებულ სიდამწვრეზე აღმოჩნდება თეთრწითელი ან თეთრი ლაქა,
25
და დაინახავს მღვდელი, რომ თმა გათეთრდა ლაქაზე და მისი პირი ჩაღრმავებულია კანში, მაშინ ეს კეთრია, ის სიდამწვრეზე აყვავებულა. მღვდელი მას უწმიდურად მიიჩნევს, იგი კეთროვანი წყლულია.
26
და თუ მღვდელი დაინახავს, რომ არაა ლაქაზე თეთრი თმა და იგი არაა კანში ჩაღრმავებული, და ძლივს შეიმჩნევა, მღვდელი მას განამარტოებს შვიდი დღით.
27
შეხედავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს: თუ ის მეტად გავრცელდა კანზე, მაშინ მიიჩნევს მას მღვდელი უწმიდურად: კეთროვანი წყლულია ის.
28
ხოლო თუ ლაქა რჩება თავის ადგილზე, არ ვრცელდება კანზე და იგი მცირედ შეიმჩნევა, მაშინ ეს სიმსივნე სიდამწვრისგანაა და მას მღვდელი სუფთად მიიჩნევს, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა.
29
თუ მამაკაცს ან დედაკაცს ექნება წყლული თავზე ან წვერზე,
30
ნახავს მღვდელი წყლულს და თუ მისი პირი ღრმად არის კანში და თმა მასზე მოყვითალო და თხელია, მღვდელი მას არაწმიდად მიიჩნევს: ქეცია იგი, თავის ან წვერის კეთრია.
31
თუ მღვდელი ნახავს, რომ ქეცის წყლულის პირი კანში არ არის ჩაღრმავებული და შავი თმა არ არის მასზე, მან განამარტოოს ქეცით დაწყლულებული შვიდი დღით.
32
და მეშვიდე დღეს ნახავს მღვდელი წყლულს და თუ არაა მასზე მოყვითალო თმა და პირი ქეცისა კანში არაა ჩაღრმავებული,
33
გაიპარსოს. მაგრამ ქეცით დაავადებული ადგილი არ გაიპარსოს და მღვდელი განამარტოებს ქეცით დაავადებულს შვიდი დღით მეორედ.
34
ნახავს მღვდელი ქეცს მეშვიდე დღეს და თუ ქეცი არ გავრცელებულა კანზე და მისი პირი არაა ჩაღრმავებული კანში, მაშინ მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს. გარეცხოს მან თავისი სამოსი და სუფთა იქნება.
35
და თუ მეტად გავრცელდა ქეცი კანზე მისი გასუფთავების შემდეგ
36
და შეხედავს მას მღვდელი და ნახავს, რომ გავრცელდა ქეცი მის კანზე, ნუ დაუწყებს ძებნას მოყვითალო თმას, უწმიდურია იგი.
37
და თუ ქეცი დარჩა ხილულად და მასზე აღმოცენდა შავი თმა, ქეცი განკურნებულია. სუფთაა იგი და მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს.
38
თუ მამაკაცს ან დედაკაცს აღმოაჩნდება სხეულის კანზე ლაქები, თეთრი ლაქები,
39
და დაინახავს მღვდელი მათი სხეულის კანზე თეთრ ფერმკრთალ ლაქებს, ეს არის ღია ფერის ქეცი, რომელიც აყვავდა კანზე. სუფთაა იგი.
40
თუ ვინმეს თავზე თმა გასცვივდა, ეს სიმელოტეა. სუფთაა იგი.
41
თუ თავის წინა ნაწილიდან მოხდა თმის გაცვენა, მაშინ მელოტია იგი, სუფთაა იგი;
42
და თუ სიმელოტეზე ან თმაგაცვენილობაზე იქნება თეთრწითელი წყლული, მაშინ ეს კეთრია, აყვავებულია მის სიმელოტეზე, ან მის თმაგაცვენილობაზე.
43
შეხედავს მას მღვდელი, და აჰა, თუ თეთრწითელი წყლულის სიმსივნე მის სიმელოტეზე ან თმაგაცვენილობაზე ისეთივეა შესახედაობით, როგორც კეთრი სხეულის კანზე,
44
მაშინ ის კეთროვანია, უწმიდურია იგი. მღვდელმა უწმიდურად უნდა მიიჩნიოს ის. მას თავზე წყლული აქვს.
45
რაც შეეხება კეთროვანს, რომელსაც ეს წყლული აქვს, მისი სამოსი უნდა დაიხეს, თავი გაუშიშვლდეს და ულვაშები დაიფაროს და დაიძახოს: „უწმიდური ვარ! უწმიდური ვარ!“
46
მთელი დღეები, სანამ წყლული აქვს მას, იგი უწმიდურია. უწმიდურია ის, განცალკევებით იცხოვროს თავის სადგომში ბანაკის გარეთ.
47
და თუ სამოსზე იქნება კეთროვანი წყლული, მატყლის სამოსზე ან სელის სამოსზე,
48
ან ქსელზე, ან სელისა, ანდა მატყლის მისაქსელზე, ან ტყავზე, ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე,
49
და თუ მომწვანო ან მოწითალო წყლული იქნება სამოსზე ან ტყავზე, ან ქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ ეს წყლული კეთროვანია და უნდა აჩვენონ ის მღვდელს.
50
ნახავს იგი წყლულს და განამარტოებს კეთროვანს შვიდი დღით.
51
ნახავს მღვდელი წყლულს მეშვიდე დღეს, და თუ გავრცელებულია წყლული სამოსზე ან მის ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავზე, ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, მაშინ ეს კეთრი გესლიანია. უწმიდური წყლულია იგი;
52
დაწვას მან სამოსი, ან ქსელი, ან მისაქსელი მატყლის ან სელისა, ან რომელიმე საგანი ტყავისა, რაზეც იქნება ეს წყლული. რადგან ეს წყლული გესლიანია. ცეცხლში უნდა დაიწვას.
53
თუ მღვდელი დაინახავს, რომ არ გავრცელებულა წყლული სამოსზე, ან ქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე,
54
მაშინ მღვდელი უბრძანებს და გამორეცხავენ იმას, რაზეც წყლულია, და განამარტოებს მას შვიდი დღით მეორედ.
55
ნახავს მღვდელი წყლულს გამორეცხვის შემდეგ, და აჰა, წყლულს არ შეუცვლია თავისი სახე. და თუმცა არ გავრცელებულა წყლული, ის უწმიდურია, ცეცხლზე დაწვი იგი. ამოჭმული იქნება ის წაღმა თუ უკუღმა პირზე.
56
თუ მღვდელი დაინახავს, რომ წყლული ნაკლებ შესამჩნევია მისი გამორეცხვის შემდეგ, ამოგლიჯოს იგი სამოსიდან, ან კანიდან, ან ქსელიდან, ან მისაქსელიდან.
57
თუ იგი კვლავ გამოჩნდება სამოსზე, ან ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე, იგი აყვავებულია. ცეცხლში დაიწვას იგი, რაზეც წყლულია.
58
სამოსი ან ქსელი, ან მისაქსელი, ან ტყავის რომელიმე საგანი, რომელსაც გარეცხავ, და რომელთაგან განშორდება წყლული, გაირეცხოს ხელმეორედ და გასუფთავდება.
59
ეს არის წესი კეთროვანი წყლულისა, მატყლის ან სელის, ან ქსელის, ან სამოსის მისაქსელისა, ან ტყავის საგნისა მისი სუფთად ან უწმიდურად მიჩნევისათვის.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27