bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 1
Jeremiah 1
Georgian GEO02 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 2 →
1
სიტყვა იერემიასი, ხილკიაჰუს ძისა, რომელიც ყანათოთელ მღვდელთაგან იყო ბენიამინის ქვეყანაში,
2
რომელზეც იყო სიტყვა უფლისა იოშიას, ყამონის ძის, იუდას მეფის დღეებში, მისი მეფობის მეცამეტე წელს.
3
და იყო იეჰოიაკიმის, იოშიას ძის, იუდას მეფის დღეებში, ციდკიაჰუს, იუდას მეფის იოშიას ძის, მეთერთმეტე წლის ბოლომდე, იერუსალიმის განდევნამდე მეხუთე თვეს.
4
იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
5
„სანამ გამოგსახავდი მუცელში, მე გიცნობდი შენ; და სანამ გამოხვიდოდი საშოდან, მე განგწმიდე შენ, ხალხების წინასწარმეტყველად განგაწესე.“
6
ვთქვი: „უფალო, უფალო, მე არ ვიცი ლაპარაკი, რადგან ყმაწვილი ვარ.“
7
და მითხრა მე უფალმა: „ნუ იტყვი: ‘ყმაწვილი ვარ,’ რადგან ყველგან, სადაც კი მიგავლენ, წახვალ და ყოველივეს, რასაც გიბრძანებ,
8
ნუ შეგეშინდება მათი, რადგან შენთანა ვარ შენს გადასარჩენად!“ – სიტყვა უფლისა.
9
და გამოიწვდინა უფალმა თავისი ხელი და შეეხო ჩემს ბაგეს და მითხრა მე უფალმა: „აჰა, მე ჩაგიდევი ჩემი სიტყვები ბაგეში.
10
ნახე, მე დაგაყენე შენ ამ დღეს ხალხებსა და სამეფოებზე, რათა აღმოფხვრა და შემუსრო, მოსპო და დაანგრიო, ააშენო და დარგო.“
11
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „რას ხედავ შენ, იერემია?“ და ვუთხარი მე: „ნუშის ხის კვერთხს ვხედავ მე.“
12
და მითხრა მე უფალმა: „კარგად ხედავ, რადგან მე ვაჩქარებ ჩემს სიტყვას შესასრულებლად.“
13
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი მეორედ ასე: „რას ხედავ შენ?“ და ვუთხარი: „მოთუხთუხე ქვაბს ვხედავ, ჩრდილოეთისაკენ მიმართულს.“
14
და მითხრა მე უფალმა: „ჩრდილოეთიდან დაიწყება უბედურება ქვეყნის ყველა მცხოვრებზე.
15
რადგან მე მოვუხმობ ჩრდილოეთის სამეფოების ყველა ტომს,“ – სიტყვა უფლისა, – „და მოვლენ და დადგამს თითოეული თავის ტახტს იერუსალიმის კარიბჭეთა შესასვლელში, და მის ყველა გალავანზე ირგვლივ და იუდას ყველა ქალაქზე.
16
და წარმოვთქვამ მე ჩემს სამართალს მათზე მათი ყველა ბოროტმოქმედების გამო, რადგან დამტოვეს მე და სხვა ღმერთებს უკმევდნენ და თავიანთ ნახელავს სცემდნენ თაყვანს.
17
შენ კი შემოისარტყლე წელი და ადექ და უთხარი მათ ყოველივე, რასაც მე გიბრძანებ, ნუ დაფრთხები მათ წინაშე, რომ მეც არ დაგაფრთხო.
18
და მე გაქციე შენ დღეს გამაგრებულ ქალაქად და რკინის სვეტად და სპილენძის გალავნად მთელს ამ ქვეყანაზე – იუდას მეფეების, მისი მთავრების, მისი მღვდლების და მთელი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ.
19
და შეგებრძოლებიან ისინი, მაგრამ ვერ დაგძლევენ, რადგან მე შენთანა ვარ შენს გადასარჩენად!“ – სიტყვა უფლისა.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52