bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 30
Jeremiah 30
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 31 →
1
სიტყვა უფლისა იერემიასადმი:
2
„და თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘წიგნში ჩაიწერე ყველა ეს სიტყვა, რაც გითხარი.
3
რადგან მოდიან დღეები,’ – სიტყვა უფლისა, – ‘და მე დავაბრუნებ ჩემ ერს – ისრაელსა და იუდას ტყვეობიდან. დავაბრუნებ მათ იმ ქვეყანაში, რომელიც მივეცი მათ მამებს და დაიმკვიდრებენ მას,’“ სიტყვა უფლისა.
4
ეს სიტყვებია, რომლებიც უფალმა უთხრა ისრაელსა და იუდას:
5
„ასე ამბობს უფალი: ‘საშინელების ხმა მოვისმინეთ ჩვენ; შიშია და არა მშვიდობა.
6
იკითხეთ და ნახეთ – განა შეუძლია შობა მამაკაცს? აბა, რატომ ვხედავ მამაკაცს ხელებით წელზე მშობიარე დედაკაცივით? და რატომ აქვთ ყველას სახე გაფითრებული?
7
ვაი, რადგან დიდია ის დღე, არ არის მისი მსგავსი; გასაჭირის ჟამია ის იაკობისთვის, და მისგან გადარჩება.
8
‘და იქნება იმ დღეს,’ – სიტყვა უფალი ცაბაოთისა, – ‘დავლეწავ მის უღელს შენს კისერზე და დავწყვეტ შენს ბორკილებს, და აღარ ამსახურებენ მას მეტად უცხონი.
9
და მოემსახურებიან ისინი უფალს, თავიანთ ღმერთს და დავითს, თავიანთ მეფეს, რომელსაც მე დავუყენებ მათ.
10
და ნუ გეშინია, იაკობ, ჩემო მსახურო!’ – სიტყვა უფლისა, – ‘და ნუ შეშინდები, ისრაელ, რადგან, აჰა, მე გიხსნი შენ შორეთიდან და შენს თესლს – მათი ტყვეობის ქვეყნიდან. და დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს წყნარად და მშვიდად და აღარავინ იქნება მისი შემშინებელი.
11
რადგან შენთანა ვარ მე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რომ გიხსნა, რადგან ბოლოს მოვუღებ ყველას, რომლებშიც დაგფანტე შენ, მაგრამ შენ არ მოგიღებ ბოლოს და სამართლიანად დაგსჯი და უდანაშაულოდ არ შეგრაცხავ.’
12
რადგან თქვა უფალმა: ‘განუკურნელია შენი ჭრილობა, ძალზე მძიმეა შენი წყლული.
13
არავინ განიკითხავს შენს საქმეს, შესახორცებელი წამალი არ არის შენთვის.
14
ყველა შენმა მოყვარულმა დაგივიწყა, არ გკითხულობენ, რადგან მტრის ჭრილობით დაგჭერი მე, სასტიკი სატანჯველით – შენი მრავალი ურჯულოების გამო, რადგან მომრავლდა შენი ცოდვები.
15
რას კივი შენს დალეწვაზე, განუკურნელია შენი სატკივარი შენი მრავალი ურჯულოების გამო, იმის გამო, რომ მომრავლდა შენი ცოდვები, მე მოგაწიე შენ ესენი.
16
ამიტომ ყველა შენი მჭამელი შეიჭმება და ყველა შენი შემავიწროებელი ტყვედ წავა; და შენი ამაოხრებელი აოხრებული იქნება, და შენს მძარცველთ საძარცვავად მივცემ.
17
რადგან მე მოგცემ შენ განკურნებას და შენი წყლულისაგან მოგარჩენ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რადგან გაძევებული გიწოდეს შენ; ეს სიონია, არავინაა მისი მომკითხველი.’
18
ასე ამბობს უფალი: ‘მე დავაბრუნებ იაკობის კარვებს ტყვეობიდან და შევიწყალებ მის საცხოვრებლებს; და აშენდება ქალაქი თავის ადგილას და სასახლე თავის წესზე დადგება.
19
და გამოვა მათგან სამადლობელი და თამაშის ხმა, გავამრავლებ მათ და არ შემცირდებიან, განვადიდებ მათ და არ დამცირდებიან.
20
და იქნებიან მათი ძენი უწინდელივით, მისი თემი ჩემს წინაშე წარდგება და მე დავსჯი ყველა მის შემჭირვებელს.
21
და იქნება მისი მეფე მისივე წრიდან და მისი ხელმწიფე მისივე წიაღიდან გამოვა. და მე მოვიახლოვებ მას და ის მოვა ჩემთან, რადგან ვინ არის ის, ვინც გაბედავს, რომ მომიახლოვდეს მე?’ – სიტყვა უფლისა. –
22
‘და თქვენ იქნებით ჩემი ერი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი.
23
აჰა, უფლის ქარიშხალი! რისხვა გამოვიდა, ქარიშხალი ტრიალებს; ბოროტმოქმედთ თავს დაატყდება.
24
არ შებრუნდება უფლის მძვინვარება, სანამ არ იქმს და არ შეასრულებს თავისი გულის ზრახვებს; უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამას.’“
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 31 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52