bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 18
Jeremiah 18
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 19 →
1
სიტყვა, რომელიც იყო უფლისაგან იერემიას მიმართ:
2
„ადექი და ჩადი მექოთნის სახლში და იქ გაუწყებ ჩემს სიტყვას!“
3
და მე ჩავედი მექოთნის სახლში და ის აკეთებდა თავის საქმეს ჩარხზე.
4
და ჭურჭელი, რომელსაც ის აკეთებდა თიხისგან, გაფუჭდა მექოთნის ხელში. მიუბრუნდა და სხვა ჭურჭელი გააკეთა, როგორიც მოეწონა მექოთნეს გასაკეთებლად.
5
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
6
„განა ამ მექოთნესავით არ შემიძლია მოგექცეთ თქვენ, ისრაელის სახლო?“ – სიტყვა უფლისა, – „აჰა, როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ისე ხართ თქვენ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო.
7
ერთ წამს ვიტყვი რომელიმე ხალხზე ან სამეფოზე, რომ აღმოვფხრა იგი, გავაცამტვერო და მოვსპო;
8
და ის ხალხი, რომელზეც ვთქვი ეს, თუ მიიქცევა თავის ბოროტებისგან, მაშინ ვინანებ და არ ვუზამ ბოროტებას, რომელიც განვუზრახე.
9
ერთ წამს ვიტყვი რომელიმე ხალხზე და სამეფოზე, რომ ავაშენო იგი და დავრგო;
10
და თუ ჩაიდენს ბოროტს ჩემს თვალში, არ გაუგონებს ჩემს ხმას, მაშინ მე ვინანებ იმ სიკეთეზე, რომელიც უნდა გამეკეთებინა მისთვის სასიკეთოდ.
11
და ახლა, უთხარი იუდას კაცებს და იერუსალიმის მკვიდრთ: ‘ასე თქვა უფალმა: აჰა, მე მოგაწევთ თქვენ უბედურებას და ბოროტი განზრახვა განვიზრახე თქვენზე, მობრუნდით თითოეული თქვენი ბოროტი გზიდან და გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი მოქმედებანი!’
12
იტყვიან ისინი: ‘ფუჭია! რადგან ჩვენს განზრახვას მივყვებით და თითოეული ჩვენი ბოროტი გულის შეუპოვრობით მოვიქცევით.’“
13
ამიტომ ასე თქვა უფალმა: „იკითხეთ ხალხებში, მოუსმენია ვინმეს ამის მსგავსი? ბევრი სისაძაგლენი ჩაიდინა ისრაელის ქალწულმა.
14
განა დატოვებს ლიბანის თოვლი ჩემს ველებს, ან თუ შეწყდება უცხო ადგილებიდან მოწანწკარე ცივი წყლები?
15
რადგან დამივიწყა მე ჩემმა ერმა, ამაო ღმერთებს უკმევენ, აბორძიკებენ ისინი მათ თავიანთ გზებზე, დატოვეს მუდმივი სავალი, რათა ევლოთ ბილიკებით, გაუკვალავი გზით,
16
რათა გაეხადათ თავიანთი ქვეყანა უდაბურად, მუდმივ დასაცინად, რომ ყოველი მასზე გამვლელი გაოცდეს და თავი გაიქნიოს.
17
აღმოსავლეთის ქარივით მიმოვფანტავ მათ მტრის წინაშე, ზურგს ვუჩვენებ მათ და არა პირს მათი უბედურების დღეს.“
18
და თქვეს მათ: „მოდით და შევკრათ პირი იერემიაზე, რადგან არ დაეკარგება რჯული მღვდელს, რჩევა – ბრძენს და სიტყვა – წინასწარმეტყველს. მოდით და დავცეთ ის ენით, რომ არ გავიგონოთ არც ერთი მისი სიტყვა.“
19
გამიგონე, უფალო და ისმინე ხმა ჩემს მოწინააღმდეგეთა.
20
მიაგებენ კი კეთილის წილ ბოროტს? რადგან ორმოს უთხრიან ჩემს სულს. გაიხსენე, რომ მე ვიდექი შენს წინაშე, რათა კეთილი მელაპარაკა მათზე, რათა მიმექცია მათგან შენი გულისწყრომა.
21
ამიტომ მიეც მათი შვილები შიმშილს და წამოაგე ისინი მახვილზე; დაე, დარჩნენ მათი ცოლები უშვილოდ და ქვრივებად, მათი კაცები იქნენ დახოცილნი, მათი ჭაბუკნი კი მახვილით დაეცნენ ომში.
22
ისმოდეს კივილი მათი სახლებიდან, როდესაც უცებ მოვა მათზე რაზმი, რადგან თხრილს თხრიდნენ ჩემს შესაპყრობად და მახეს უგებდნენ ჩემს ფეხთ.
23
შენ კი, უფალო, იცი მათი ყველა განზრახვა ჩემს სასიკვდილოდ; ნუ აპატიებ მათ ურჯულოებას და შენს წინაშე მათ ცოდვას ნუ წაშლი. დაე, დაემხონ ისინი შენს წინაშე, გაუსწორდი მათ შენი რისხვის ჟამს.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52