bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 10
Jeremiah 10
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 11 →
1
ისმინეთ სიტყვა, რომელიც უფალმა წარმოთქვა თქვენზე, ისრაელის სახლო!
2
ასე თქვა უფალმა: „ნუ ისწავლით ხალხების გზას და ცის ნიშნებისა ნუ შეგეშინდებათ, რაკი ხალხებს ეშინიათ მათი.
3
რადგან ხალხთა წეს-ჩვეულებანი არარაობაა, რადგან ხეს ჭრიან ტყეში, ცულით ამუშავებს მას ხუროს ხელი,
4
ვერცხლითა და ოქროთი ალამაზებენ, ლურსმნებითა და ჩაქუჩით ამაგრებენ, რომ არ დაიშალოს.
5
ბაღჩაში დადგმულ საფრთხობელას გვანან ისინი და ლაპარაკი არ შეუძლიათ, დაატარებენ, რადგან თავად ვერ დადიან. ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან ვერ იბოროტებენ, მაგრამ არც სიკეთის ქმნა შეუძლიათ.“
6
არავინ არის შენი მსგავსი, უფალო, დიდი ხარ შენ და დიდია შენი სახელი ძლიერებით.
7
ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეუფევ! მხოლოდ შენ გეკუთვნის ეს; რადგან ხალხთა ყველა ბრძენს შორის და ყველა მათ სამეფოში არავინ არის შენი მგავსი.
8
ყველანი ერთად გამოტვინდნენ და გასულელდნენ, შეგონება ამაოა, ხეა იგი.
9
კილიტი ვერცხლი თარშიშიდანაა ამოტანილი და ოქრო – უფაზიდან, მჭედლისა და ხელით გამომდნობელის ნაკეთები, ცისფერი და მეწამულია მათი სამოსელი, ბრძენთა ნაკეთებია ყოველი.
10
მაგრამ ჭეშმარიტია უფალი ღმერთი, ის არის ცოცხალი ღმერთი და საუკუნო მეფე, მისი რისხვისას დედამიწა იძრვის და ვერ დაუდგებიან ხალხები მის წყრომას.
11
ასე უთხარით მათ: „ღმერთები, რომელთაც არ შეუქმნიათ ცა და ქვეყანა, გაქრებიან ამ ქვეყნიდან და ცის ქვეშეთიდან.“
12
მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, განამტკიცა სამყარო თავისი სიბრძნით, და თავისი გონიერებით განავრცო ცა.
13
ხმას გამოსცემს და წყალი ხმაურობს ცაში და ღრუბლები ამოჰყავს მას ქვეყნის კიდიდან, ელვებს აგზავნის წვიმაში და ქარი გამოჰყავს მის საუნჯეთაგან.
14
გამოტვინდა ყოველი კაცი უვიცობით, შერცხვენილია ყოველი ოქრომჭედელი თავის კერპთაგან, რადგან სიცრუეა მის მიერ გამოდნობილი და სული არ არის მათში.
15
ფუჭია ისინი – საქმე ცთომილებისა, მათი განკითხვის დროს გაქრებიან ისინი.
16
მათი მსგავსი არ არის იაკობის წილი, რადგან ის არის ყველაფრის გამომსახველი, ისრაელი კი მისი სამკვიდრებლის ტომია, ‘უფალი ცაბაოთია’ სახელი მისი.
17
მოკრიფე ქვეყნიდან შენი ქონება, ალყაში მცხოვრებო.
18
რადგან ასე ამბობს უფალი: „აჰა, მე მოვისვრი ამ ქვეყნის მცხოვრებთ ამჯერად და შევაჭირვებ მათ, რათა იპოვონ.
19
ვაი მე, ჩემს უბედურებას! სასიკვდილოა ჩემი ჭრილობა. ვთქვი: ნამდვილად
20
ჩემი კარავი გაძარცულია და ჩემი ყველა სიმი გაწყვეტილია, ჩემი ძენი გავიდნენ ჩემგან და აღარ არიან, აღარავინ მყავს კარვის გამშლელი და ფარდების დამყენებელი.
21
რადგან გამოტვინდნენ მწყემსები და არ მოიკითხეს უფალი. ამის გამო გაუგუნურდნენ და მთელი მათი სამწყსო გაიფანტა.
22
ხმა დადის: აჰა, მოდის ის, და დიდი ხმაურია ჩრდილო ქვეყნიდან, რათა უდაბნოდ აქციოს იუდას ქალაქები, ტურების საბუდრად.“
23
ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არაა მისი გზა, რომ მავალი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს.
24
დამსაჯე მე, უფალო, ოღონდ სამართლით და არა შენი რისხვით, რათა არ დამამცრო.
25
გადმოღვარე შენი გულისწყრომა ხალხებზე, რომლებიც არ გიცნობენ შენ და ტომებზე, რომლებიც შენს სახელს არ უხმობენ, რადგან შეჭამეს მათ იაკობი და მოსპეს ის და ააოხრეს მისი ბინა.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52