bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 28
Jeremiah 28
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 29 →
1
და იყო იმავე წელს, იუდას მეფე ციდკიაჰუს მეფობის დასაწყისში, მეოთხე წლის მეხუთე თვეს ხანანია ყაზურის ძემ, წინასწარმეტყველმა გაბაონიდან, მითხრა მე უფლის სახლში მღვდლებისა და მთელი ერის თვალწინ:
2
„ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘მე დავლეწავ ბაბილონის მეფის უღელს!
3
ორ წელიწადში დავაბრუნებ ამ ადგილზე უფლის სახლის მთელ ჭურჭელს, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა წაიღო ამ ადგილიდან და მიიტანა ბაბილონში.
4
და იექონია იეჰოიაკიმის ძეს, იუდას მეფეს და ბაბილონში მისულ იუდას ყველა გადასახლებულს დავაბრუნებ ამ ადგილზე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რადგან მე დავლეწავ ბაბილონის მეფის უღელს!“
5
და უპასუხა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს მღვდელთა და უფლის სახლში მდგომი მთელი ერის თვალწინ;
6
და თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: „ამენ! ქნას უფალმა ასე! აასრულოს უფალმა შენი სიტყვები, რომლებიც იწინასწარმეტყველე უფლის სახლის ჭურჭლისა და ყველა გადასახლებულის დაბრუნებაზე ბაბილონიდან ამ ადგილას.
7
მხოლოდ მოისმინე ეს სიტყვა, რომელსაც მე ვიტყვი შენს გასაგონად და მთელი ერის გასაგონად.
8
წინასწარმეტყველნი, რომელნიც ჩემზე წინ იყვნენ და შენზე წინ დიდი ხნით ადრე, უწინასწარმეტყველებდნენ ბევრ ქვეყანას და დიდ სამეფოებს ომს, უბედურებასა და შავ ჭირს;
9
წინასწარმეტყველს, რომელიც მშვიდობას წინასწარმეტყველებს, მხოლოდ წინასწარმეტყველური სიტყვის აღსრულებისას ცნობენ როგორც წინასწარმეტყველს, რომელიც ჭეშმარიტად უფალმა გამოგზავნა.“
10
მაშინ ჩამოიღო ხანანია წინასწარმეტყველმა უღელი წინასწარმეტყველ იერემიას კისრიდან და დალეწა.
11
და თქვა ხანანიამ მთელი ერის თვალწინ: „ასე თქვა უფალმა: ‘ასევე დავლეწავ ნაბუქოდონოსორის უღელს ორ წელიწადში ყველა ხალხის კისერზე!’“ და წავიდა იერემია წინასწარმეტყველი თავისი გზით.
12
და იყო სიტყვა უფლისა იერემიასადმი მას შემდეგ, რაც ხანანია წინასწარმეტყველმა დალეწა უღელი წინასწარმეტყველ იერემიას კისერზე:
13
„წადი და უთხარი ხანანიას, რომ ასე თქვა უფალმა: ‘შენ ხის უღელი დალეწე, ახლა გააკეთე მის ნაცვლად რკინის უღელი,
14
რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: რკინის უღელი დავადგი მე ყველა იმ ხალხთა კისერზე, რათა ემსახურონ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს და დაემსახურებიან, და მინდვრის ცხოველნიც მივეცი მას.“
15
და უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს: „ისმინე, ხანანიავ! უფალს არ გამოუგზავნიხარ შენ, და ტყუილად აიმედებ ამ ხალხს.
16
ამიტომ ასე თქვა უფალმა: ‘აჰა, გადაგაგდებ მიწის პირიდან, ამ წელს მოკვდები, იმის გამო, რომ განდგომას ლაპარაკობდი უფლის წინააღმდეგ.’“
17
და მოკვდა ხანანია იმ წელს, მეშვიდე თვეს.
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 29 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52