bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 15
Jeremiah 15
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 16 →
1
და მითხრა მე უფალმა: „თვით მოსე და სამუელიც რომ დადგნენ ჩემს წინაშე, არ იქნება ჩემი სული ამ ხალხთან. გაგზავნეთ ისინი ჩემი პირისაგან და წავიდნენ.
2
და თუ გეტყვიან: ‘სად წავიდეთ?’ უთხარი მათ, რომ ასე თქვა უფალმა: ‘ვინც განწირულია სასიკვდილოდ, მოკვდეს, ვინც განწირულია მახვილისთვის, მახვილისთვის იყოს, ვინც განწირულია საშიმშილოდ, იშიმშილოს, და ვინც განწირულია დასატყვევებლად, დატყვევდეს!’
3
და მოვიკითხავ მათ ოთხი გვარით,“ – სიტყვა უფლისა, – მახვილით – მოსაკლავად, ძაღლებით – სათრევად, ცის ფრინველით და დედამიწის ცხოველით – შესაჭმელად და მოსასპობად.
4
და გავხდი მათ შიშისზარად ქვეყნის ყველა სამეფოსთვის მენაშეს, ხიზკიაჰუს ძის, იუდას მეფის გამო იმაზე, რაც გააკეთა მან იერუსალიმში.
5
რადგან ვინ შეგიბრალებს შენ, იერუსალიმო, და ვინ თანაგიგრძნობს, ვინ შემოუხვევს შენი მშვიდობის საკითხავად?
6
შენ დამტოვე მე,“ – სიტყვა უფლისა, – „უკან წახვედი; და მე გამოვიწვდენ შენზე ხელს და დაგღუპავ. დავიღალე მე მიტევებით.
7
განიავებით გავანიავე ისინი ქვეყნის კარიბჭეებში, დავტოვე უშვილოდ, მოვსპე ჩემი ერი, თავიანთი გზებიდან კი არ მობრუნდნენ.
8
გამიმრავლდა მე მისი ქვრივები ზღვის ქვიშაზე მეტად და მოვუყვანე მათ, ჭაბუკის დედას, მძარცველი შუადღისას, მოულოდნელად დავეცი მასზე ძრწოლა და ელდა.
9
საცოდავია შვილის მშობელი, სულს ღაფავს; ჩაესვენა მისი მზე დღისით, შერცხვენილი და შეურაცხყოფილია; მათ ნარჩენს კი მახვილს მივცემ მათი მტრის წინაშე,“ – სიტყვა უფლისა.
10
ვაი მე, დედაჩემო, რადგან მშობე მე მთელი ქვეყნის მოცილედ და მოდავედ; არც გამისესხებია და არც ჩემთვის უსესხებიათ, მაგრამ ყველა მწყევლის მე.
11
და თქვა უფალმა: „რომ არ გამეთავისუფლებინე სასიკეთოდ, უბედურობისა და გაჭირვების ჟამს მტერს არ შეგამთხვევდი.
12
განა გატეხავს რკინა ჩრდილოეთის რკინას და სპილენძს.
13
შენს სიმდიდრესა და შენს საუნჯეს საძარცვავად მივცემ, უსასყიდლოდ. ყველა შენი ცოდვის გამო და ყველა შენს საზღვარში.
14
და გადავიყვან შენს მტრებს ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან გაღვივდა ცეცხლი ჩემი რისხვისა, თქვენზე აღეგზნება.“
15
შენ იცი, უფალო! გამიხსენე და მომხედე მე და შური იძიე ჩემს გამო ჩემს მდევნელებზე! შენი სულგრძელობით ნუ წამიყვან მე, იცოდე, შენს გამო ვიტანდი სირცხვილს.
16
შევიგნე მე შენი სიტყვები და შევჭამე ისინი, და შენი სიტყვები სიხარულად მექცა და გულის სიმხიარულედ, რადგან შენი სახელი მქვია მე, უფალო, ღმერთო მხედრობათა.
17
არ ვმჯდარვარ მე მლაღობელთა წრეში და არ მიმხიარულია; შენი ხელის ქვეშ ვიჯექი მარტოდ, რადგან მრისხანებით გამავსე მე.
18
რატომ არის ჩემი ტკივილი განუწყვეტელი და ჩემი ჭრილობა – განუკურნელი, რომ არ მიიღებს წამლობას? მატყუარა, არასაიმედო ხევად მექეცი.
19
ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „თუ მოინანიებ, დაგაბრუნებ და ჩემს წინაშე იდგები. და თუ გამოიღებ ძვირფასს უფასურიდან, ჩემი პირივით იქნები. ისინი მობრუნდებიან შენსკენ, მაგრამ შენ არ მიბრუნდები მათკენ.
20
და დაგდებ ამ ხალხის წინ მიუდგომელ სპილენძის გალავნად და შეგებრძოლებიან შენ, მაგრამ ვერ დაგძლევენ, რადგან შენთანა ვარ, შენს სახსნელად და შენს გადასარჩენად!“ – სიტყვა უფლისა. –
21
„და გადაგარჩენ ბოროტთა მუჭს და დაგიხსნი სასტიკთა ხელიდან.“
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52