bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 16
Jeremiah 16
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 17 →
1
და იყო სიტყვა უფლისა:
2
„ნუ მოიყვან ცოლს და ნუ გეყოლება ძენი და ასულნი;
3
რადგან ასე თქვა უფალმა აქ შობილ ძეებსა და ასულებზე და დედებზე, რომელნიც მათ შობენ, და მათ მამებზე ამ ქვეყანაში:
4
სნეულთა სიკვდილით მოკვდებიან და არ დაიტირებიან, და არ დაიმარხებიან, ნაკელად იქნებიან მიწის პირზე და მახვილითა და შიმშილით მოისპობიან, და მათი გვამები ცის ფრინველისა და მიწის ცხოველის საჭმელად იქნება.“
5
რადგან ასე თქვა უფალმა: „ნუ შეხვალ მგლოვიარეთა სახლში და ნუ წახვალ დასატირებლად, ნუ იტირებ მათ, რადგან ავკრიბე ჩემი მშვიდობა ამ ხალხისაგან,“ – სიტყვა უფლისა, – „შეწყალება და სიბრალული.
6
და დაიხოცებიან დიდები და პატარები ამ ქვეყანაში და არ დაიმარხებიან, არ დაიტირებენ, არ ჩამოიხოკავენ და არ გაიკრეჭენ თმას მათთვის.
7
არ გადატეხავენ მათთვის პურს გლოვის გამო მკვდარზე ნუგეშის საცემლად, არ შეასმევენ მათ ნუგეშის საცემ თასს მამაზე და დედაზე.
8
ნადიმის სახლში ნუ მიხვალ მათთან დასაჯდომად, საჭმელად და სასმელად.“
9
რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „აჰა, მე შევწყვეტ თქვენს თვალწინ და თქვენს დღეებში ამ ადგილიდან ლხენის ხმას და სიმხიარულის ხმას, და ნეფის ხმას და პატარძლის ხმას.
10
როდესაც ეტყვი ამ ერს ყველა ამ სიტყვას და ისინი გკითხავენ შენ: ‘რისი გულისათვის თქვა უფალმა ჩვენზე ეს დიდი უბედურება, ან რა არის ჩვენი ურჯულოება და რა არის ჩვენი ცოდვა, რომლითაც შევცოდეთ უფალს, ჩვენს ღმერთს?’
11
მაშინ უთხარი მათ: ‘იმის გულისათვის, რომ თქვენმა მამებმა მიმატოვეს მე!’ – სიტყვა უფლისა, – ‘და უკან გაჰყვნენ სხვა ღმერთებს და ემსახურებოდნენ მათ და თაყვანს სცემდნენ მათ, მე კი მიმატოვეს და ჩემი რჯული არ დაიცვეს.
12
თქვენ კი თქვენს მამებზე უარესად იქცევით და აჰა, თითოეული თავისი ბოროტი გულის შეუპოვრობას მიჰყვება, მე კი არ მისმენს.
13
და გადაგყრით თქვენ ამ ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობდით არც თქვენ და არც თქვენი მამები; და სამსახურს დაუწყებთ იქ სხვა ღმერთებს დღე და ღამე, რადგან არ მოგცემთ შეწყალებას.’
14
ამიტომ აჰა, დღეები მოდის,“ – სიტყვა უფლისა, – „და აღარ იტყვიან: ‘ცოცხალია უფალი, რომელმაც გამოიყვანა ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან,’
15
არამედ: ‘ცოცხალია უფალი, რომელმაც გამოიყვანა ისრაელის ძენი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქვეყნიდან, სადაც გააძევა ისინი!’ და მე დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მივეცი მათ მამებს.
16
და მე გავგზავნი ბევრ მეთევზეს,“ – სიტყვა უფლისა, – „და ითევზავებენ ისინი, და ამის შემდეგ გავგზავნი მრავალ მონადირეს და მოინადირებენ ისინი ყოველი მთის თავზე, ყოველი ბორცვის თავზე და კლდეთა ნაპრალებიდან,
17
რადგან ჩემი თვალია ყველა მათ გზაზე, ვერ დაიმალებიან ჩემს წინაშე და არ დაიფარება მათი ურჯულოება ჩემს თვალთაგან.
18
და გადავუხდი მათ ჯერ მათი ურჯულოების გამო, რადგან შებილწეს ჩემი ქვეყანა, თავიანთ სისაძაგლეთა გვამებით და თავიანთი საზიზღრობებით გაავსეს ჩემი სამკვიდრებელი.“
19
„უფალო ჩემო და ძალავ ჩემო, დასაყრდენო ჩემო და ჩემო თავშესაფარო გაჭირვების დღეს! შენთან მოვლენ ხალხები ქვეყნის კიდეებიდან და იტყვიან: ‘მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრეს ჩვენმა მამებმა – ამაო ღმერთები, რომელთაგანაც არ არის სარგებელი.
20
გაიკეთებს ადამიანი თავისთვის ღმერთებს? ისინი არ არიან ღმერთები!
21
ამიტომ მე ვასწავლი მათ ამჯერად და გამოვუცხადებ მათ ჩემს ხელს და ჩემს ძლიერებას, და გაიგებენ ისინი, რომ ჩემი სახელი უფალია.“
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52