bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 43
Jeremiah 43
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 42
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 44 →
1
და იყო, როდესაც იერემიამ დაასრულა ხალხისათვის მათი ღმერთის სიტყვების გადაცემა, ყველა იმ სიტყვისა, რომლითაც უფალმა, მათმა ღმერთმა, მიავლინა მათთან,
2
მაშინ ყაზარია ჰოშაყიას ძემ და იოხანან კარიახის ძემ, და აგრეთვე ყველა ბოროტგანმზრახველმა კაცმა უთხრეს იერემიას: „ტყუილს ამბობ; უფალს, ჩვენს ღმერთს, არ მოუვლინებიხარ ამის სათქმელად: ‘არ წახვიდეთ ეგვიპტეში იქ საცხოვრებლადო!’
3
ბარუქ ნერიას ძეა რომ გაქეზებს ჩვენს წინააღმდეგ, რათა გადაგვცეს ჩვენ ქალდეველთა ხელთ და დაგვხოცონ მათ ან გადაგვასახლონ ბაბილონში.“
4
არ ისმინეს იოხანან კარიახის ძემ და ყველა მთავარმა და მთელმა ერმა უფლის ხმა, დარჩენილიყვნენ იუდას ქვეყანაში.
5
და წაიყვანა იოხანან კარიახის ძემ და ყველა მხედართმთავარმა იუდაელთა მთელი ნატამალი, რომელიც იუდას ქვეყანაში დაბრუნდა ყველა ხალხიდან, რომლებთანაც გაძევებულნი იყვნენ ისინი,
6
მამაკაცები, ქალები და ბავშვები, და მეფის ასულნი და ყველა სული, რომლებიც ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა, დატოვა გედალიაჰუსთან, შაფანის ძის, ახიკამის ძესთან, და მათთან ერთად იერემია წინასწარმეტყველი და ბარუქ ნერიას ძე.
7
და წავიდნენ ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან არ ისმინეს უფლის ხმა, და მივიდნენ თახფანხესამდე.
8
და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ თახფანხესში ასე:
9
„აიღე ხელში დიდი ქვები და დამალე ისინი ალიზში იმ ადგილას, სადაც აგურს აკეთებენ, რომელიც ფარაონის სახლის შესასვლელშია, თახფანხესში, იუდაელ კაცთა თვალწინ,
10
და უთხარი მათ: ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘მე მოვავლენ და მოვიყვან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, ჩემს მსახურს, და დავდებ მის ტახტს ამ ქვებზე, რომლებიც დავმალე, და გადაჭიმავს თავის სამეფო კარავს მათზე.
11
და მოვა ის და ააოხრებს ეგვიპტის ქვეყანას, ვინც სასიკვდილოა, მოკვდება, ვინც დასატყვევებელია, დატყვევდება, და ვინც მახვილისათვის არის, მახვილისთვის იქნება.
12
და ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტის ღმერთთა სახლებს და ის დაწვავს მათ ან დაატყვევებს მათ კერპებს, და შეიფუთნება ეგვიპტის ქვეყნის ნადავლით, როგორც მწყემსი იფუთნება თავისი სამოსლით, და გამოვა იქიდან მშვიდობით,
13
და დალეწავს მზის ტაძრის ძეგლებს, რომლებიც ეგვიპტის ქვეყანაშია, და ეგვიპტის ღმერთების სახლებს ცეცხლში დაწვავს.“
← Chapter 42
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 44 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52