bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 8
Jeremiah 8
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 9 →
1
„იმ დროს,“ – სიტყვა უფლისა, – „ამოიღებენ მათი საფლავებიდან იუდას მეფეთა და მის მთავართა, მის მღვდელთა, მის წინასწარმეტყველთა და იერუსალიმის მცხოვრებთა ძვლებს.
2
და მიმოფანტავენ მათ მზისა და მთვარისა და ცის მთელი მხედრობის წინ, რომლებიც უყვარდათ მათ და რომლებსაც ემსახურებოდნენ, და რომელთაც უკან მისდევდნენ, და რომელთაც ეძებდნენ და რომელთაც თაყვანს სცემდნენ; არ აიკრიფებიან ისინი და არ დაიმარხებიან. ნაგვად იქნებიან მიწის პირზე.
3
და ყველა დანარჩენნი, ამ ბოროტი მოდგმიდან დარჩენილნი ყველა ადგილებზე, სადაც მე გავყრი მათ, სიკვდილს ამჯობინებენ სიცოცხლეს,“ – სიტყვა უფალ ცაბაოთისა. –
4
„და ეტყვი მათ: ‘ასე ამბობს უფალი: ნუთუ დაეცემიან და ვერ ადგებიან, განდგომილნი არ მოიქცევიან?
5
რატომ გამიდგა ეს ერი, იერუსალიმი, გამუდმებული განდგომით? ჩაჭიდებულნი არიან სიცრუეს და უარს ამბობენ მოქცევაზე.
6
ყური მივუგდე და მოვისმინე: სიმართლეს არ ლაპარაკობენ, არავინ ნანობს თავის ბოროტებას. ამბობენ: რა გავაკეთე? თითოეული სირბილით ბრუნდება თავის გზაზე, როგორც ცხენი ისწრაფის ომში.
7
ცაში ყარყატმაც კი იცის თავისი ვადები, და გვრიტი და მერცხალი და წერო იცავენ თავიანთი მოსვლის ჟამს, ჩემმა ერმა კი არ იცის უფლის სამართალი.
8
როგორ ამბობთ: ბრძენნი ვართ ჩვენ და უფლის რჯული ჩვენთანაა? მაგრამ აჰა, გააყალბა ის მწიგნობართა ცრუ კალამმა.
9
შერცხვნენ ბრძენნი, შეძრწუნდნენ და შეპყრობილ იქნენ. აჰა, მოიძულეს მათ უფლის სიტყვა და რაღაა მათი სიბრძნე?
10
ამიტომ მათ ცოლებს სხვებს გადავცემ, მათ ყანებს – უცხო მემკვიდრეებს, რადგან პატარიდან დიდამდე ყველანი ანგარნი არიან, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველანი ტყუილის მოქმედნი არიან.
11
და იოლად კურნავენ ჩემი ერის ასულის ჭრილობას, რომ ამბობენ: ‘მშვიდობა, მშვიდობა!’ მაგრამ არაა მშვიდობა.
12
არ რცხვენიათ, სისაძაგლე რომ ჩაიდინეს, არც რცხვენიათ, არც აუგი იციან. ამიტომ დაეცემიან ისინი დაცემულთა შორის; იმ დროს, როდესაც მოვიკითხავ მათ, დაეცემიან ისინი,“ – ამბობს უფალი. –
13
„საბოლოოდ გავანადგურებ მათ,“ – სიტყვა უფლისა, – „ყურძენი არ იქნება ვაზზე და ლეღვი არ იქნება ლეღვის ხეზე, და ფოთოლი დაჭკნება და, რაც მივეცი მათ, გამოეცლებათ.“
14
„რატომ ვსხედვართ? შეიკრიბეთ და წავიდეთ გამაგრებულ ქალაქებში და იქ დავიღუპოთ, რადგან უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, დაგვღუპა ჩვენ და გვასვა ჩვენ შხამიანი წყალი, რადგან შევცოდეთ უფალს.
15
იმედი გვქონდა მშვიდობისა და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამისა და აჰა, საშინელება.
16
დანიდან ისმის მისი ცხენების ფშვინვა, მის ულაყთა ჭიხვინის ხმისაგან მთელი დედამიწა ზანზარებს. და მოდიან ისინი და ჭამენ ქვეყანას და მის სისავსეს, ქალაქსა და მასში მცხოვრებთ.
17
რადგან მე მოგივლენთ გველებს, ასპიტებს, რომელთა წინააღმდეგაც არ არის შელოცვა, და დაგკბენენ თქვენ.“ – სიტყვა უფლისა. –
18
„ვცდილობ დავძლიო სევდა, წუხს ჩემი გული.
19
აჰა, მე მესმის ჩემი ერის ასულის ქვითინის ხმა შორეული ქვეყნიდან: განა არ არის უფალი სიონში? განა არც მისი მეფეა იქ? რატომ გამაბრაზეს თავიანთი კერპებით, უცხო ქვეყნის არარაობით?
20
გავიდა მკა, მიილია ზაფხული, ჩვენ კი არა ვართ გადარჩენილნი.
21
ჩემი ერის ასულის შემუსვრით მეც შევიმუსრე, დავბნელდი, შიშმა შემიპყრო.
22
განა არ არის მალამო გილყადში? ან მკურნალი არ არის იქ? აბა, რატომ არ არის ჩემი ერის ასულის განკურნება?“
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52