bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 19
Jeremiah 19
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 20 →
1
ასე თქვა უფალმა: „წადი და იყიდე მექოთნის თიხის დოქი და წაიყვანე ვინმე ერის და მღვდლების უხუცესთაგან.
2
და გადი ბენ-ჰინომის ჭალაში, რომელიც ხარშითის კარიბჭის შესასვლელშია, და წარმოთქვი იქ ის სიტყვები, რომლებსაც მე გეტყვი.
3
და იტყვი: ‘ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფენო და იერუსალიმის მკვიდრნო. ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „აჰა, მე მომაქვს ამ ადგილზე ისეთი უბედურება, რომ ყოველი მისი მომსმენის ყური რეკვას დაიწყებს,
4
იმის გამო, რომ დამტოვეს მე მათ და უცხოდ აქციეს ეს ადგილი და უკმევდნენ იქ სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ არც ისინი და არც მათი მამები, და არც იუდას მეფენი; და იმის გამო, რომ გაავსეს ეს ადგილი უდანაშაულოთა სისხლით.
5
და გააშენეს ბაყალის გორაკები, რათა ცეცხლში დაეწვათ თავიანთი ძენი ბაყალის სრულადდასაწველისათვის, რაც მე არ მიბრძანებია და არ მითქვამს, და გულშიც არ გამივლია.
6
ამიტომ აჰა, მოდის დღეები,“ – სიტყვა უფლისა, – „და ეს ადგილი აღარ იწოდება თოფეთად და ბენ-ჰინომის ჭალად, არამედ მკვლელობის ჭალად.
7
და არაფრად ვაქცევ იუდასა და იერუსალიმის რჩევას ამ ადგილზე და მახვილით დავცემ მათ მათი მტრების წინ და მათი სულის მაძიებელთა ხელით, და მათ გვამებს საჭმელად მივცემ ცის ფრინველთ და მიწის ცხოველთ.
8
და გავხდი ამ ქალაქს უკაცრიელად და დასაცინად, და ყოველი მასზე გამვლელი გაოცდება და დაუსტვენს ყველა მის წყლულზე.
9
და შევაჭმევ მათ თავიანთ შვილთა ხორცს და თავიანთ ასულთა ხორცს, და თითოეული თავისი მოყვასის ხორცს შეჭამს ალყაში და გაჭირვებაში, რომლებშიც მოაქცევენ მათი მტრები და მათი სულის მაძიებელნი.’
10
და დალეწე დოქი შენთან მოსული კაცების თვალწინ,
11
და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „ასე დავლეწავ მე ამ ხალხს და ამ ქალაქს, როგორც ლეწავენ მექოთნის ჭურჭელს, რომლის გამრთელებაც აღარ შეიძლება, და თოფეთში დაიმარხებიან დასამარხი ადგილების უკმარისობის გამო.
12
ასე მოვექცევი ამ ადგილს,“ – სიტყვა უფლისა, – „და მის მკვიდრთ თოფეთივით ვაქცევ ამ ქალაქს.
13
და იქნება იერუსალიმის სახლები და იუდას მეფეთა სახლი თოფეთის ადგილივით შებილწული; ყველა ის სახლი, რომლის ბანებზეც უკმევდნენ ცის მთელ მხედრობას და საღვრელს უღვრიდნენ უცხო ღმერთებს.“
14
და მოვიდა იერემია თოფეთიდან, სადაც ის გაგზავნა უფალმა, რომ ეწინასწარმეტყველა, და დადგა ის უფლის სახლის ეზოში და უთხრა მთელ ერს:
15
„ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘აჰა, მე მომაქვს ამ ქალაქსა და მთელ მის ქალაქებზე ყველა ის უბედურება, რომელიც წარმოვთქვი მასზე, რადგან გაიფიცხეს მათ ქედი, რათა არ მოესმინათ ჩემი სიტყვები.“
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52