bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 27
Jeremiah 27
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 28 →
1
იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის, მეფობის დასაწყისში ეს სიტყვა იყო იერემიასადმი უფლისაგან.
2
ასე მითხრა მე უფალმა: „გაიკეთე თოკები და უღელი და დაიდე შენს კისერზე.
3
და გაუგზავნე ისინი ედომის მეფეს, მოაბის მეფეს, ყამონის ძეთა მეფეს, ცორის მეფეს და ციდონის მეფეს წარგზავნილთა ხელით, რომლებიც იერუსალიმში იუდას მეფე ციდკიაჰუსთან მოვიდნენ.
4
და უბრძანე მათ უთხრან თავიანთ ბატონებს: ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘ასე უთხარით თქვენს ბატონებს:
5
მე შევქმენი ეს ქვეყანა და ადამიანი და პირუტყვი, რომელიც მიწის პირზეა, ჩემი დიდი ძალით და ჩემი გაწვდილი მკლავით, და მე მივეცი მას, ვინც ღირსია ჩემს თვალში.
6
და ახლა მე მივეცი ყველა ეს ქვეყნები ჩემს მსახურს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს ხელში, და მინდვრის ცხოველნიც მივეცი მას, რომ ემსახურონ.
7
და ყველა ხალხი დაემსახურებიან მას და მის შვილებს და მის შვილთაშვილებს, სანამ მოვა მისი ქვეყნისა და მისი ჟამი, და დაემსახურებიან მას მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფენი.
8
და თუ რომელიმე ხალხი ან სამეფო არ დაემსახურება მას, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს და არ მიუშვერს თავის კისერს ბაბილონის მეფის უღელს, მახვილით და შიმშილით და შავი ჭირით დავსჯი იმ ხალხს!“ – სიტყვა უფლისა, – „სანამ არ მოვსპობ მათ მისი ხელით.
9
და თქვენ ნუ მოუსმენთ თქვენს წინასწარმეტყველთ და თქვენს ჯადოსნებს, და თქვენს მესიზმრეებს და თქვენს მკითხავებს და თქვენს გრძნეულებს, რომლებიც გეუბნებიან თქვენ ასე: ‘არ ემსახუროთ ბაბილონის მეფეს.’
10
რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი, რათა მოგაშორონ თქვენი მიწიდან, და მე გაგაძეოთ და დაიღუპოთ.
11
ხოლო, რომელიც თავის კისერს მიუშვერს ბაბილონის მეფის უღელს და დაემსახურება მას, დავტოვებ თავის მიწაზე,“ – სიტყვა უფლისა, – „და დაამუშავებს მას და იცხოვრებს მასზე.“
12
და მე ვუთხარი ყველა ეს სიტყვა ციდკიაჰუს, იუდას მეფეს: „მიუშვირეთ თქვენი კისრები ბაბილონის მეფის უღელს და ემსახურეთ მას და მის ერს, და იცოცხლებთ.
13
რატომ უნდა დაიხოცოთ შენ და შენი ერი მახვილით და შიმშილით და შავი ჭირით, როგორც უფალმა წარმოთქვა იმ ხალხზე, რომელიც ბაბილონის მეფეს არ დაემსახურება?
14
ნუ მოუსმენთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც ასე გეუბნებიან თქვენ: ‘არ ემსახუროთ ბაბილონის მეფეს!’ რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი.
15
რადგან მე არ გამომიგზავნია ისინი,“ – სიტყვა უფლისა, – „ტყუილს წინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით, რათა მე გაგაძეოთ და დაიღუპოთ თქვენ და წინასწარმეტყველნი, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ.
16
ხოლო მღვდლებს და მთელ ამ ერს მე ვეუბნებოდი, რომ ასე თქვა უფალმა: „ნუ მოუსმენთ თქვენს წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც ასე გიწინასწარმეტყველებენ თქვენ: ‘უფლის ტაძრის მძიმე ჭურჭელი ახლა მალე დაბრუნდება ბაბილონიდან,’ რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი.
17
ნუ მოუსმენთ მათ, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და იცოცხლებთ. რატომ უნდა იქცეს ეს ქალაქი ნანგრევებად?
18
და თუ წინასწარმეტყველნი არიან ისინი და თუ უფლის სიტყვაა მათთან, შესთხოვონ უფალ ცაბაოთს, რომ უფლის ტაძარში, იუდას მეფის სასახლეში და იერუსალიმში დარჩენილი ჭურჭელი არ იქნეს წაღებული ბაბილონში.
19
რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა სვეტებზე, ზღვაზე და საფუძველზე და ამ ქალაქში დარჩენილ დანარჩენ ჭურჭელზე,
20
რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს არ წაუღია, როცა იექონია იეჰოიაკიმის ძე იუდას მეფე და იუდასა და იერუსალიმის ყველა წარჩინებული იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა.
21
რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა, უფლის სახლში და იუდას მეფის სახლში და იერუსალიმში დარჩენილ ჭურჭელზე:
22
‘ბაბილონში იქნება მიტანილი და იქ იქნება იმ დღემდე, სანამ მოვიკითხავ მათ,’ – სიტყვა უფლისა, – „და წამოვიღებ მათ და დავაბრუნებ ამ ადგილზე.
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 28 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52