bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 13
Jeremiah 13
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 14 →
1
ასე მითხრა უფალმა: „წადი იყიდე სელის სარტყელი, შემოირტყი წელზე და წყალში არ ჩადო.“
2
ვიყიდე სარტყელი უფლის სიტყვისამებრ და შემოვირტყი წელზე.
3
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი მეორედ:
4
„აიღე ეს სარტყელი, რომელიც იყიდე და წელზე გაქვს შემორტყმული; ადექი და წადი ევფრატში და დამალე იქ, კლდის ნაპრალში.“
5
და წავედი და დავმალე ევფრატში, როგორც მიბრძანა მე უფალმა.
6
მრავალი დღის შემდეგ მითხრა მე უფალმა: „ადექი, წადი ევფრატში და აიღე იქიდან ის სარტყელი, რომლის იქ დამალვაც გიბრძანე.“
7
და წავედი მე ევფრატში და ამოვთხარე და ავიღე ის სარტყელი იმ ადგილიდან, სადაც დავმალე იგი და აჰა, დამპალიყო სარტყელი, არაფრისათვის აღარ გამოდგებოდა.
8
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი.
9
ეს არის, რაც თქვა უფალმა: „ასე დავალპობ იუდას სიამაყესა და იერუსალიმის დიდ სიამაყეს.
10
ეს ბოროტი ერი, რომელსაც არ უნდა ჩემი სიტყვის მოსმენა, დადის თავის გულის შეუპოვრობით და მიჰყვება სხვა ღმერთებს, რათა ემსახუროს მათ და თაყვანი სცეს, იქნება, როგორც ეს სარტყელი, რომელიც არაფრისათვის აღარ გამოდგება.
11
რადგან როგორც სარტყელი ეკრობა კაცის წელს, ისე მინდოდა მომკროდა მე მთელი ისრაელის სახლი და მთელი იუდას სახლი,“ – სიტყვა უფლისა, – „რათა ყოფილიყვნენ ისინი ჩემს ერად, სახელად, საქებრად და მშვენებად. მაგრამ არ ისმინეს მათ.
12
და უთხარი მათ, რომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘ყველა ტიკჭორა ღვინით ივსება და გეტყვიან შენ: განა არ ვიცით, რომ ყველა ტიკჭორა ღვინით ივსება?’
13
უთხარი მათ, რომ ასე ამბობს უფალი: ‘აჰა, მე ავავსებ ამ ქვეყნის ყველა მცხოვრებს და მეფეებს, მსხდომთ დავითის ტახტზე, და ყველა მღვდელს და წინასწარმეტყველს და იერუსალიმის ყველა მცხოვრებს სიმთვრალით.
14
და მივლეწავ მათ ერთი-მეორეზე, მამებს და შვილებს ერთად,“ – სიტყვა უფლისა. – „არ შევიბრალებ და არ დავინდობ, და არ ვინანებ მათ გაწყვეტას!“
15
მოისმინეთ და გაიგონეთ: ნუ ამაღლდებით, რადგან უფალი ლაპარაკობს.
16
მიაგეთ თქვენს უფალ ღმერთს პატივი, სანამ დაბნელდებოდეს და სანამ წაბორძიკდებოდეს თქვენი ფეხები წყვდიადის მთაზე. და დაელოდებით სინათლეს და ის გახდის მას სიკვდილის აჩრდილად და სიბნელედ აქცევს.
17
და თუ არ მოისმენთ, მალულად იტირებს ჩემი სული თქვენი სიამაყის გამო, და აცრემლდება და ცრემლს წამოადენენ ჩემი თვალები, რადგან ტყვედ წაისხა უფლის სამწყსო.
18
უთხარი მეფეს და დედოფალს: „ტახტიდან გადმოდით, რადგან თავიდან მოგეხადათ გვირგვინი თქვენი დიდებისა.“
19
სამხრეთის ქალაქები დაიკეტა და არავინაა გამღები: განიდევნა იუდა, მთლიანად, სრულად განიდევნა.
20
მიაპყარით თქვენი თვალი და დაინახეთ ჩრდილოეთიდან მომავალნი – სადაა სამწყსო, რომელიც შენ მოგეცა, შენი ლამაზი ცხვარი?
21
რას იტყვი, როდესაც მოგიხილავს იგი? განა შენ არ ასწავლე მათ შენზე მთავრობა? განა ტკივილები არ შეგიპყრობენ შენ, როგორც მშობიარე ქალს?
22
და თუ იტყვი შენს გულში: „რატომ დამემართა ეს?“ შენი მრავალი ურჯულოების გამო ახდილია შენი კალთები, შებილწულია შენი ქუსლები.
23
განა შეიცვლის ქუშელი თავის კანს და ვეფხვი თავის ლაქებს? მაშინ თქვენც შეძლებთ სიკეთის ქმნას ბოროტებას მიჩვეულნი.
24
და მიმოვფანტავ მათ, როგორც უდაბნოს ქარით მიმობნეულ თივას.
25
ეს არის შენი ხვედრი, ჩემგან გამოზომილი შენი წილი,“ – სიტყვა უფლისა, – „რადგან დამივიწყე მე და ტყუილზე იყავი მინდობილი.
26
და მეც ავხადე შენი კალთები შენს პირისახემდე და გამოჩნდა შენი სიშიშვლე,
27
შენი მრუშობა და შენი ჭიხვინი, უხამსობა შენი სიძვისა, ბორცვებზე მინდორში მე ვიხილე შენი საზიზღრობა. ვაი შენ, იერუსალიმო! არ განიწმიდები? მერე როდისღა?“
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52