bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 20
Jeremiah 20
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 21 →
1
და მოისმინა ფაშხურმა, მღვდელ იმერის ძემ – ის კი მთავარი ზედამხედველი იყო უფლის სახლში – ეს სიტყვები, რომელიც იერემიამ იწინასწარმეტყველა.
2
და სცემა ფაშხურმა იერემია წინასწარმეტყველს და გააკრა ბოძზე, რომელიც ბენიამინის ზემო კარიბჭესთან იყო უფლის სახლში.
3
მეორე დღეს გამოხსნა ფაშხურმა იერემია ბოძიდან და უთხრა მას იერემიამ: „ფაშხური კი არ გიწოდა შენ უფალმა, არამედ ‘საშინელება ირგვლივ,’
4
რადგან ასე თქვა უფალმა: ‘აჰა, მე მიგცემ შენ საშინელებად, შენ და ყველა შენს მოყვარულს, და მათი მტრების მახვილით დაეცემიან ისინი, და შენი თვალით დაინახავ ამას, და მთელს იუდას ბაბილონის მეფეს ჩავუგდებ ხელში, და ბაბილონში გადაასახლებს მათ და მახვილით დასცემს მათ.
5
და მივცემ ამ ქალაქის მთელ საუნჯეს, მთელ მის ნაჯაფარს და მთელ მის ძვირფასეულობას, იუდას მეფეთა მთელ საგანძურს მივცემ მათი მტრების ხელთ, და გაძარცვავენ მას და წაიღებენ, და ბაბილონში მიიტანენ.
6
და შენ, ფაშხურ, და ყველა შენს სახლში მცხოვრები წახვალთ ტყვედ და ბაბილონში მიხვალ, იქ მოკვდები და იქ დაიმარხებით შენ და ყველა შენი მოყვარული, რომლებსაც ტყუილს უწინასწარმეტყველებდი.
7
დამიყოლიე, უფალო და დაგყევი, შენ დამიჭირე მე და მძლიე; სასაცილო ვიყავი მთელი დღე, ყველა მე დამცინოდა.
8
რადგან ყოველთვის, როცა ვიწყებ ლაპარაკს, ვკივი: „ძალადობა და ძარცვაა!“ ვყვირი, რადგან უფლის სიტყვა შერცხვენად და დაცინვად მექცა მთელ დღეს.
9
და ვთქვი: „აღარ ვახსენებ მას და აღარ ვილაპარაკებ მისი სახელით,“ მაგრამ ჩემს გულში იყო აგიზგიზებული ცეცხლივით დამწყვდეული; დავიღალე მისი დაოკებით, მაგრამ ვერ შევძელი.
10
რადგან მოვისმინე მე მრავალთა ცილისწამება, საშინელება ირგვლივ; დაასმინეთ და დავასმენთო! ყველა, ჩემი მშვიდობის კაცი, ჩემს სიკოჭლეს ან წაბორძიკებას დარაჯობს: „იქნებ წინდაუხედავად მოიქცეს და ჩვენ ვძლევთ მას და შურს ვიძიებთ მასზე.“
11
უფალი კი ჩემთანაა, როგორც მამაცი მებრძოლი. იმის გამო ჩემი მდევარნი წაიბორძიკებენ და ვერ მძლევენ მე; დიდად შერცხვებიან, რადგან ვერ მიაღწიეს წარმატებას, მათი მუდმივი სირცხვილი არ იქნება დავიწყებული.
12
უფალო ცაბაოთ, მართლის გამომცდელო, მხედველო გონებისა და გულისა, ვიხილავ შენს შურისგებას მათზე, რადგან შენ მოგანდე ჩემი საქმე.
13
უმღერეთ უფალს, აქეთ უფალი, რადგან გადაარჩინა გლახაკის სული ბოროტმოქმედთა ხელიდან.
14
წყეული იყოს ის დღე, როდესაც დავიბადე! დღე, როდესაც მშობა დედაჩემმა, არ იყოს კურთხეული!
15
წყეული იყოს კაცი, ვინც ამცნო მამაჩემს, რომ უთხრა: „ბავშვი შეგეძინა, ვაჟიშვილი!“ და სიხარულით გაახარა.
16
და იყოს ის კაცი ქალაქებივით, რომლებიც უფალმა დააქცია და არ დაინანა, ისმინოს მან დილით კივილი და შუადღისას ქვითინი.
17
იმის გამო, რომ არ მომკლა მე საშოში და არ იქცა დედაჩემი ჩემს სამარედ, მისი საშო კი – მუდმივ ორსულად.
18
რატომ გამოვედი მე საშოდან? რომ ჯაფა და მწუხარება მეხილა და ჩემი დღეები სირცხვილში დასრულებულიყო?
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52