bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 26
Jeremiah 26
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 27 →
1
იეჰოიაკიმის, იოშიას ძის, იუდას მეფის, მეფობის დასაწყისში იყო უფლის სიტყვა.
2
ასე თქვა უფალმა: „დადექი უფლის სახლის ეზოში და უთხარი იუდას ყველა ქალაქის მცხოვრებთ, მომსვლელთ უფლის სახლში თაყვანის საცემად, ყოველი ეს სიტყვა, რომელიც მე გიბრძანე, რომ გეთქვა მათთვის. არც ერთი სიტყვა არ დააკლო.
3
იქნებ ისმინონ და მოიქცეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან, მაშინ მე ვინანებ იმ უბედურებებს, რომელნიც განვიზრახე მათზე მოსაწევად მათი ბოროტი ნამოქმედარის გამო.
4
უთხარი მათ: ასე თქვა უფალმა: ‘თუ არ მომისმენთ მე და არ ივლით ჩემი რჯულის მიხედვით, რომელიც მე მოგეცით თქვენ,
5
არ შეისმენთ სიტყვებს ჩემ მსახურთა, წინასწარმეტყველთა, რომელთაც მე ვგზავნიდი და ვგზავნიდი თქვენთან, თქვენ კი არ უსმენდით,
6
ამიტომ მე გავხდი ამ სახლს შილოსავით და ქვეყნის ყველა ხალხის საწყევლად გავხდი ამ ქალაქს!“
7
და უსმენდნენ მღვდელნი და წინასწარმეტყველნი, და მთელი ერი იერემიას, თუ როგორ ლაპარაკობდა ამ სიტყვებს უფლის ტაძარში.
8
და როდესაც დაასრულა იერემიამ ყოველივეს ლაპარაკი, რაც უფალმა უბრძანა ეთქვა მთელი ერისათვის, მაშინ დაიჭირეს ის მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა და მთელმა ერმა, და უთხრეს: „უნდა მოკვდე!
9
რატომ იწინასწარმეტყველე უფლის სახელით ასე: ‘შილოსავით იქნება ეს სახლი, ხოლო ეს ქალაქი დაცარიელდება, დარჩება უმოსახლოდ?’“ და მთელმა ერმა თავი მოიყარა იერემიასთან უფლის სახლში.
10
და მოისმინეს იუდას მთავრებმა ეს სიტყვები და მეფის სასახლიდან უფლის სახლში ავიდნენ, და დასხდნენ უფლის სახლის ახალი კარიბჭის შესასვლელში.
11
და უთხრეს მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა მთავრებს და მთელ ერს: „სასიკვდილო განაჩენი ამ კაცს, რადგან ამ ქალაქზე იწინასწარმეტყველა, როგორც თქვენი ყურებით მოისმინეთ!“
12
და უთხრა იერემიამ ყველა მთავარს და მთელ ერს: „უფალმა გამომგზავნა, რომ მეწინასწარმეტყველა ამ სახლზე და ამ ქალაქზე ყველა ის სიტყვა, რომელიც თქვენ მოისმინეთ.
13
და ახლა გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი ნამოქმედარი, და უსმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას, მაშინ გადაიფიქრებს უფალი იმ უბედურებას, რაც თქვენზე წარმოთქვა.
14
მე კი, აჰა, თქვენს ხელთა ვარ და მომექეცით ისე, როგორც კეთილად და სწორად მიგაჩნიათ თქვენს თვალში.
15
მაგრამ ცოდნით იცოდეთ, რომ, თუ მომკლავთ, მაშინ უდანაშაულო სისხლს დაიდებთ თქვენზე და ამ ქალაქზე, და მის მცხოვრებლებზე, რადგან ნამდვილად უფალმა გამომგზავნა თქვენთან, რომ მეთქვა ყველა ეს სიტყვა თქვენს გასაგონად.“
16
მაშინ უთხრეს მთავრებმა და მთელმა ერმა მღვდლებსა და წინასწარმეტყველთ: „ეს კაცი არ იმსახურებს სასიკვდილო განაჩენს, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის, სახელით გველაპარაკებოდა ჩვენ.“
17
და წამოდგნენ კაცნი ქვეყნის უხუცესთაგან და უთხრეს მთელი ერის კრებულს:
18
„მიქა მორეშეთელი წინასწარმეტყველებდა ხიზკიაჰუს, იუდას მეფის დღეებში და ასე უთხრა მთელს იუდას ერს: ‘ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: სიონი მინდორივით გადაიხვნება, და იერუსალიმი ქვის გროვად იქცევა, ტაძრის მთა კი – ტყიან სერებად.’
19
მაგრამ განა ხიზკიაჰუმ, იუდას მეფემ და მთელმა იუდას ერმა მოკლეს იგი? განა არ შეეშინდა მას უფლისა და შესთხოვა უფლის პირს, და გადაიფიქრა უფალმა ის უბედურება, რომელიც წარმოთქვა მათზე? ჩვენ კი თვითონ მოვაწევთ დიდ უბედურებას ჩვენს სულებზე!“
20
და სხვა კაციც წინასწარმეტყველებდა უფლის სახელით – ურია, შემაყიას ძე კირიათ-იეყარიმიდან, და წინასწარმეტყველებდა იმ ქალაქზე და იმ ქვეყანაზე ყველა იმ სიტყვებით, რომლებითაც იერემია წინასწარმეტყველებდა.
21
და ისმინა მისი სიტყვები მეფე იეჰოიაკიმმა და ყველა მისმა მხედართმთავარმა, და ყველა მთავარმა, და მოითხოვა მეფემ მისი მოკვლა. და გაიგო ეს ურიამ, და შეეშინდა, და გაიქცა და მივიდა ეგვიპტეში.
22
და გაგზავნა მეფე იეჰოიაკიმმა ეგვიპტეში თავისი კაცები: ელნათან ყაქბორის ძე და მასთან სხვა კაცებიც.
23
და მათ გამოიყვანეს ურია ეგვიპტიდან და მიუყვანეს მეფე იეჰოიაკიმს, და მან დასცა ის მახვილით, მისი გვამი კი დააგდო მდაბიოთა სასაფლაოზე.“
24
მაგრამ ახიკამ შაფანის ძის ხელი იყო იერემიასთან, რომ არ გადაეცათ იგი ერის ხალხის ხელთ მოსაკლავად.
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 27 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52