bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 35
Jeremiah 35
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 34
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 36 →
1
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის, დღეებში:
2
„წადი რეხაბელთა სახლში და ელაპარაკე მათ და მოიყვანე ისინი უფლის სახლში, ერთ-ერთ ოთახში, და ასვი მათ ღვინო.“
3
და წავიყვანე მე იააზანია, ძე იერემიასი, ძისა ხაბაცინიასი, მისი ძმა, და მისი ყველა ძე და რეხაბელთა მთელი სახლი.
4
და მოვიყვანე ისინი უფლის სახლში ხანანის, იგდალიაჰუს ძის, ღვთის კაცის, ძეთა, ოთახში, რომელიც მთავართა ოთახთან იყო მაყასეიას, შალუმის ძის, კარიბჭის დარაჯის, ოთახის ზემოთ.
5
და დავაწყვე რეხაბელთა სახლის ძეთა წინ ღვინით სავსე თასები და ჭიქები, და ვუთხარი მათ: „შესვით ღვინო!“
6
მათ თქვეს: „ჩვენ არ ვსვამთ ღვინოს, რადგან იონადაბმა, რეხაბის ძემ, ჩვენმა მამამ, გვიბრძანა: ‘ღვინო არ სვათ არც თქვენ და არც თქვენმა შვილებმა უკუნისამდე!
7
სახლები არ აშენოთ, თესლი არ თესოთ. და ვენახი არ დარგოთ; და არაფერი იქონიოთ, მხოლოდ კარვებში იცხოვრეთ მთელი თქვენი დღეების განმავლობაში, რათა იცოცხლოთ დიდხანს მიწის პირზე, რომელზეც თქვენ მდგმურობთ.
8
და გავუგონეთ იონადაბის, რეხაბის ძის, ჩვენი მამის ხმას, ყოველივეს, რაც მან გვიბრძანა, რომ არ ვსვათ ღვინო მთელი ჩვენი დღეების განმავლობაში არც ჩვენ, არც ჩვენმა ცოლებმა, არც ჩვენმა ძეებმა და არც ჩვენმა ასულებმა,
9
არ ვაშენოთ სახლები ჩვენს სამოსახლოდ, არც ვენახი, არც მინდორი და არც თესლი არ გვქონდეს ჩვენ;
10
და ვცხოვრობდით ჩვენ კარვებში და გავუგონეთ და გავაკეთეთ ყოველივე ისე, როგორც გვიბრძანა ჩვენ იონადაბმა, ჩვენმა მამამ.
11
მაგრამ როცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ამ ქვეყანას მოადგა, ჩვენ ვთქვით: „მოდით, წავიდეთ იერუსალიმში, ვინაიდან უნდა გავექცეთ ქალდეველთა და არამელთა ლაშქართ,“ და აჰა, დავსახლდით იერუსალიმში.
12
და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ:
13
„ასე ამბობს უფალი ცაბაოთი, ისრაელის ღმერთი: ‘წადი და უთხარი იუდას კაცებს და იერუსალიმის მკვიდრთ: არ მიიღებთ დარიგებას, არ გაუგონებთ ჩემს სიტყვებს?’ – სიტყვა უფლისა.
14
შეასრულეს იონადაბის, რეხაბის ძის, სიტყვები, რომელმაც უბრძანა თავის ძეთ, არ სვათ ღვინო; და არ სვამენ ღვინოს, რადგან გაიგონეს თავიანთი მამის ბრძანება. მაგრამ მე კვლავ და კვლავ გეუბნებოდით და არ მომისმინეთ!
15
გიგზავნიდით და გიგზავნიდით ყველა ჩემს მსახურს, წინასწარმეტყველთ, ამ სიტყვებით: ‘დაბრუნდით თითოეული თავისი ბოროტი გზიდან, გამოასწორეთ თქვენი ნამოქმედარი, ნუ გაჰყვებით უცხო ღმერთებს, რათა ემსახუროთ მათ, და დასახლდებით ამ მიწაზე, რომელიც მე მოგეცით თქვენ და თქვენს მამებს, მაგრამ არ დამიგდეთ ყური და არ მომისმინეთ.
16
ხომ შეასრულეს იონადაბ რეხაბის ძის ძეებმა თავიანთი მამის ბრძანება, რაც უბრძანა მათ, ამ ერმა კი არ მომისმინა მე!’
17
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი ცაბაოთი, ისრაელის ღმერთი: ‘აჰა, მე მოვაწევ იუდასა და იერუსალიმის ყველა მცხოვრებზე ყველა იმ უბედურებას, რომელიც წარმოვთქვი მათზე, რადგან ვეუბნებოდი მათ და არ მისმინეს, ვეძახდი მათ და არ მიპასუხეს.’“
18
და რეხაბელთა სახლს კი უთხრა იერემიამ: „ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘იმის გამო, რომ გაუგონეთ იონადაბის, თქვენი მამის, ბრძანებას და დაიცავით მისი ყველა ბრძანება და შეასრულეთ ყოველივე ისე, როგორც გიბრძანათ თქვენ,’
19
ამიტომ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘არ დაელევა იონადაბ რეხაბის ძეს ჩემს წინაშე მჯდომი კაცი არასოდეს.’“
← Chapter 34
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 36 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52