bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 34
Jeremiah 34
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 35 →
1
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან, როდესაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი და მთელი მისი ლაშქარი, და ქვეყნის ყველა სამეფო, რომლებიც მისი ხელისუფლების ქვეშ იყვნენ, და ყველა ერი იბრძოდნენ იერუსალიმისა და ყველა მისი ქალაქის წინააღმდეგ.
2
„ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘წადი და უთხარი ციდკიაჰუს, იუდას მეფეს, რომ ასე თქვა უფალმა: აჰა, მე ვაძლევ ამ ქალაქს ბაბილონის მეფის ხელს და ცეცხლში დაწვავს მას.
3
შენ თავს ვერ დააღწევ მისი ხელიდან, რადგან შეპყრობილი იქნები და მის ხელს გადაეცემი, და შენი თვალები ბაბილონის მეფის თვალებს შეხედავენ, და პირისპირ ილაპარაკებ მასთან. და ბაბილონში წახვალ.’
4
მხოლოდ ისმინე უფლის სიტყვა, ციდკიაჰუვ, იუდას მეფევ! ასე თქვა უფალმა შენზე: ‘მახვილით არ მოკვდები შენ!
5
მშვიდობაში მოკვდები და, როგორც სწვავდნენ სურნელებას შენი მამებისათვის, პირვანდელი მეფეებისათვის, რომლებიც შენზე წინ იყვნენ, ისე დაწვავენ შენთვისაც და ვაი, ბატონოო, დაგატირებენ, რადგან მე წარმოვთქვი ეს სიტყვა,’“ – სიტყვა უფლისა.
6
და უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ციდკიაჰუს, იუდას მეფეს, ყველა ეს სიტყვა იერუსალიმში.
7
ბაბილონის მეფის ლაშქარი კი იბრძოდა იერუსალიმის წინააღმდეგ და იუდას დარჩენილი ქალაქების წინააღმდეგ, და ლაქიშის წინააღმდეგ და აზეკას წინააღმდეგ, რადგან ესენიღა დარჩნენ იუდას ქალაქებიდან გამაგრებული ქალაქები.
8
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან მას შემდეგ, რაც მეფე ციდკიაჰუმ აღუთქვა მთელ ერს, რომელიც იერუსალიმში ცხოვრობდა, რომ თავისუფლებას მიანიჭებდა მათ;
9
რომ უნდა გაეშვა თითოეულს თავისი მსახური და თითოეულს თავისი მხევალი, ებრაელი ქალი და კაცი, თავისუფლად, რათა აღარ დაემონებინა კაცს თავისი ძმა – იუდაელი.
10
და ისმინეს ყველა მთავარმა და მთელმა ერმა, რომლებმაც კავშირი დადეს, რომ თავისუფლად გაუშვებდნენ თითოეულ თავის მსახურს და თითოეულ თავის მხევალს, რათა აღარ დაემორჩილებინათ მეტად, და გაიგონეს მათ და გაუშვეს ისინი.
11
მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს და დააბრუნეს თავიანთი მსახურები და მხევლები, რომლებიც თავისუფლად გაუშვეს, და დაიმორჩილეს ისინი მსახურებად და მხევლებად.
12
და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ უფლისაგან:
13
„ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘მე აღთქმა დავდე თქვენს მამებთან იმ დღეს, როდესაც ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, გამოვიყვანე ისინი, და ვუთხარი:
14
ყოველი შვიდი წლის ბოლოს გაუშვით თითოეულმა თქვენი ძმა, ებრაელი, რომელიც მოგეყიდათ თქვენ. გემსახუროს ექვს წელიწადს, შემდეგ გაუშვით თქვენგან თავისუფლად! მაგრამ თქვენმა მამებმა არ მისმინეს მე და არ დამიგდეს ყური.
15
დღეს კი, თქვენ დაბრუნდით და გააკეთეთ ის, რაც სწორია ჩემს თვალში, რომ გამოუცხადეთ თავისუფლება თითოეულმა თავის ძმას და აღთქმა დადეთ ჩემს წინაშე სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება.
16
მაგრამ გადაიფიქრეთ და შებღალეთ ჩემი სახელი და დაიბრუნა თითოეულმა თავისი მსახური და თითოეულმა თავისი მხევალი, რომლებიც თქვენ გაუშვით თავისუფლად მათი სურვილისამებრ, და დაიმორჩილეთ ისინი, რომ ყოფილიყვნენ თქვენს მსახურებად და თქვენს მხევლებად.’
17
ამიტომ ასე ამბობს უფალი: ‘არ მისმინეთ მე, რომ თავისუფლება გამოგეცხადებინათ თითოეულს თავისი ძმისათვის და თითოეულს თავისი მოყვასისათვის. აჰა, თავისუფლებას გიცხადებთ თქვენ,’ სიტყვა უფლისა, ‘მახვილის, შავი ჭირისა და შიმშილისათვის, და შიშისზარად გაგხდით თქვენ ქვეყნის ყველა სამეფოსათვის.
18
და მოვექცევი ხალხს, ჩემი აღთქმის დამრღვევთ, რომელთაც არ შეასრულეს სიტყვები ჩემი აღთქმისა, რომელიც მათ დადეს ჩემს წინაშე, როგორც იმ ხბოს, ორად რომ გააპეს მათ და მის ნაწილებს შორის გაიარეს.
19
იუდას მთავრებს და იერუსალიმის მთავრებს, საჭურისებსა და მღვდლებს, ქვეყნის მთელ ერს, ვინც გაპობილი ხბოს ნაწილებს შორის გაიარა,
20
მივცემ მათი მტრებისა და მათი სულის მაძიებელთა ხელთ, და მათი გვამები ცის ფრინველთა და მინდვრის ცხოველთა საჭმელი გახდება.
21
და ციდკიაჰუს, იუდას მეფეს და მის მთავრებს მივცემ მათ მტერთა, მათი სულის მაძიებელთა და ბაბილონის მეფის ლაშქრის ხელთ, რომელმაც უკან დაიხია თქვენგან.
22
აჰა, მე ვუბრძანებ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘და მოვაბრუნებ მათ ამ ქალაქისაკენ, და იბრძოლებენ მის წინააღმდეგ, და დაიპყრობენ მას და ცეცხლში დასწვავენ. იუდას ქალაქებს კი უდაბნოდ ვაქცევ.’“
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 35 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52