bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 21
Jeremiah 21
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 22 →
1
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ, უფლისაგან როდესაც ციდკიაჰუმ გაგზავნა მასთან ფაშხური, მალქიას ძე, და ცეფანია, მღვდელ მაყასეიას ძე:
2
„შესთხოვე უფალს ჩვენზე, რადგან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი გვებრძვის ჩვენ. იქნებ უფალმა ჩვენთვის მოახდინოს ყველა თავის სასწაულთა მსგავსი, რომ უკუიქცეს ჩვენგან.“
3
და უთხრა მათ იერემიამ: „ასე უთხარით ციდკიაჰუს:
4
ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘აჰა, მე უკან მოვაქცევ საომარ იარაღებს, რომელიც თქვენს ხელთაა, რომლითაც თქვენ ეომებით ბაბილონის მეფეს და ქალდეველთ, რომელთაც ალყა შემოავლეს თქვენს გალავნებს. და შევკრებ მათ ამ ქალაქის შუაგულში.
5
მე თვითონ ვიომებ თქვენთან ერთად გაწვდილი ხელით და ძლიერი მკლავით რისხვაში, გულისწყრომასა და დიდ მრისხანებაში.
6
და დავცემ მე ამ ქალაქის მცხოვრებთ, ადამიანს და საქონელს; და დაიხოცებიან ისინი დიდი შავი ჭირით.
7
და ამის შემდეგ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ჩავაგდებ ციდკიაჰუს, იუდას მეფეს და მის მსახურთ და ხალხს ამ ქალაქში – შავ ჭირს, მახვილს და შიმშილს გადარჩენილთ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, ხელში, და მათ მტერთა ხელში, და მათი სულის მაძიებელთა ხელში; და დასცემს ის მათ მახვილის პირით, არ დაინდობს, არ შეიბრალებს და არ შეიწყალებს მათ.’
8
ამ ხალხს კი უთხარი: ასე თქვა უფალმა: ‘აჰა, მე ვიძლევი თქვენს წინაშე სიცოცხლის გზას და სიკვდილის გზას.
9
ამ ქალაქში მჯდომი მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით მოკვდება, ხოლო ვინც გავა და თქვენზე გარსშემომდგარ ქალდეველთ ჩაბარდება, იცოცხლებს და ნადავლად ექნება მას თავისი სული.
10
რადგან მე მოვაქციე ჩემი პირი ამ ქალაქის წინააღმდეგ საუბედუროდ და საბოროტოდ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ბაბილონის მეფის ხელთ გადაეცემა იგი და ცეცხლით გადაწვავს მას.’
11
იუდას მეფის სახლს კი: ‘ისმინეთ სიტყვა უფლისა!
12
სახლო დავითისა! ასე თქვა უფალმა: დილითვე საჯეთ სამართალი და გადაარჩინეთ მძარცველის ხელით წართმეული, სანამ გამოვა ჩემი მრისხანება ცეცხლივით თქვენი ბოროტი ნამოქმედარის გამო, და აგიზგიზდება და არავინ იქნება ჩამქრობი.
13
აჰა, შენზე მოვდივარ, ღელეში მჯდომო, ვაკის კლდევ!’ – სიტყვა უფლისა, – რომ ამბობთ: ‘ვინ დაგვესხმის და ვინ მოვა ჩვენს საცხოვრებელში?’
14
და მოგკითხავთ თქვენ თქვენი ნამოქმედარის ნაყოფისამებრ,“ – სიტყვა უფლისა, – „და ცეცხლს წავუკიდებ მის ტყეს და ირგვლივ ყველაფერს შეჭამს.“
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52