bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 12
Jeremiah 12
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 13 →
1
მართალი იქნები, უფალო, რადგან ვიდავე შენთან, მაგრამ ვილაპარაკებ სამსჯავროებზე. რატომაა ბოროტმოქმედთა გზა წარმატებული, ყველა მოღალატე მშვიდად არის?
2
შენ დარგე ისინი, ფესვებიც კი გაიდგეს, გაიზარდნენ და ნაყოფიც გამოიღეს; ახლოსა ხარ შენ მათ პირთან, მათი თირკმელებისგან კი შორსა ხარ.
3
და შენ, უფალო, მიცანი მე, მნახე მე და გამოსცადე ჩემი გული, რომელიც შენთანაა, მორეკე ისინი, როგორც დასაკლავი ცხვარი და მოამზადე მოკვლის დღისათვის.
4
როდემდე უნდა გლოვობდეს ქვეყანა? და ხმებოდეს ბალახი მთელი ველისა? მასში მცხოვრებთა ბოროტების გამო მოისრა საქონელი და ფრინველი, რადგან ამბობენ: „ის ვერ ნახავს ჩვენ ბოლოს.“
5
„თუ ქვეითებთან დარბოდი და მათ დაგქანცეს, როგორღა შეეჯიბრები ცხენებს? მშვიდობიან ქვეყანაში უსაფრთხოდ იყავი და როგორ მოიქცევი იორდანეს უღრანში?
6
რადგან შენმა ძმებმაც და შენი მამის სახლმაც – მათაც გიღალატეს შენ, ისინიც ყვიროდნენ შენს უკან ხმამაღლა. ნუ ერწმუნები მათ, თუნდაც კარგები გელაპარაკონ.
7
მე დავტოვე ჩემი სახლი, მივატოვე ჩემი სამკვიდრებელი, ჩემი სულის სასურველი ჩემს მტრებს გადავეცი ხელთ.
8
ჩემი სამკვიდრებელი ისე იქცა ჩემთვის, როგორც ლომი ტყეში, ხმა აიმაღლა ჩემზე; ამიტომ შევიძულე იგი.
9
ჩემი სამკვიდრებელი მტაცებელ არწივად იქცა ჩემთვის – მტაცებელი ფრინველები არიან მის გარშემო. მიდით, შეჰყარეთ მინდვრის ყველა მხეცი, მოიყვანეთ მის შესაჭმელად.
10
მრავალმა მწყემსმა ააოხრა ჩემი ვენახი, გათელა ჩემი ნაკვეთი, ჩემი სასურველი ნაკვეთი უკაცრიელ უდაბნოდ აქციეს.
11
უკაცრიელად აქციეს, გლოვობს ჩემზე უკაცრიელი; გაუკაცურდა მთელი ქვეყანა, რადგან არავის მიაქვს გულთან.“
12
უდაბნოს ყველა ხრიოკ მაღლობზე მოვიდნენ მძარცველნი, რადგან უფლის მახვილი ჭამს ქვეყნის ერთი კიდიდან ქვეყნის მეორე კიდემდე ყველაფერს. არც ერთ ხორციელს არა აქვს მშვიდობა.
13
ხორბალი დათესეს და ეკალი მოიმკეს, დაუძლურდნენ, მაგრამ ვერ ისარგებლეს. შეგრცხვეთ თქვენი მოსავლისა, უფლის რისხვის ალისა.
14
ასე ამბობს უფალი ჩემს ყველა მეზობელზე, რომლებიც აზიანებენ სამკვიდრებელს, რომელიც მე დავუმკვიდრე ჩემს ერს, ისრაელს: „მე აღმოვფხვრი მათ მათი მიწიდან და იუდას სახლსაც აღმოვფხვრი მათ შორის.
15
და როცა აღმოვფხვრი, კვლავ შევიწყნარებ მათ, და მოვიყვან თითოეულს თავის სამკვიდრებელზე და თითოეულს თავის ქვეყანაში.
16
და თუ სწავლით ისწავლიან ჩემი ხალხის გზებს, დაიფიცონ ჩემი სახელით ‘ცოცხალია უფალი!’ როგორც ბაყალის დაფიცება ასწავლეს ჩემს ერს, მაშინ აშენდებიან ჩემს ერს შორის.
17
თუ არ მომისმენენ, მაშინ აღმოვფხვრი ამ ხალხს და მოვსპობ!“ – სიტყვა უფლისა.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52