bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 42
Jeremiah 42
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 41
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 43 →
1
ამის შემდეგ მივიდა ყველა მხედართმთავარი და იოხანან კარიახის ძე და იეზანია ჰოშაყიას ძე, და მათთან ერთად მთელი ერი დიდიან პატარიანად
2
და უთხრეს იერემია წინასწარმეტყველს: „შეისმინე ჩვენი შენდამი მუდარა და შეევედრე ჩვენზე უფალს, შენს ღმერთს, მთელ ამ დარჩენილ ხალხზე, რადგან როგორც გვხედავს შენი თვალი, ცოტანი დავრჩით ბევრიდან,
3
და გვაჩვენოს, შენმა ღმერთმა გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ და საქმე, რომელიც უნდა გავაკეთოთ.“
4
და უთხრა მათ იერემია წინასწარმეტყველმა: „მოვისმინე და შევევედრები უფალს, თქვენს ღმერთს, თქვენი სიტყვისამებრ, და ყველაფერს, რასაც უფალი მიპასუხებს თქვენზე, გეტყვით თქვენ, არ დაგიმალავთ არაფერს.“
5
და მათ უთხრეს იერემიას: „უფალი იყოს ჩვენს ჭეშმარიტ და მტკიცე მოწმედ, თუ ჩვენ არ შევასრულებთ ყოველივე იმას, რითაც უფალი, შენი ღმერთი, მოგავლენს ჩვენთან.
6
კარგი იქნება თუ ცუდი, მოვუსმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რომელთანაც ჩვენ გგზავნით შენ, რათა სასიკეთო იყოს ჩვენთვის, როდესაც მოვუსმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას.“
7
ათი დღის ბოლოს იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ.
8
და მოიხმო იოხანან კარიახის ძე და ყველა მხედართმთავარი, რომლებიც მასთან იყვნენ, და მთელი ერი დიდიან პატარიანად.
9
და უთხრა მათ: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, რომელთანაც გამგზავნეთ მე, რომ წარმედგინა მის წინაშე თქვენი მუდარა:
10
‘თუ დასახლდებით ამ ქვეყანაში, მაშინ მე აგაშენებთ თქვენ და არ დაგანგრევთ, დაგრგავთ და არ აღმოგფხვრით, რადგან ვნანობ მე იმ ბოროტების გამო, რომელიც მოვაწიე თქვენზე.
11
ნუ შეგეშინდებათ ბაბილონის მეფისა, რომლისაც გეშინიათ, ნუ შეგეშინდებათ მისი,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რადგან მე თქვენთანა ვარ, რომ გიხსნათ და გადაგარჩინოთ მისი ხელიდან.
12
მე მოგცემთ წყალობას და ის შეგიწყალებთ თქვენ და დაგაბრუნებთ თქვენს მიწაზე.
13
მაგრამ თუ იტყვით: „არ დავსახლდებით ამ ქვეყანაში“, რათა არ მოუსმინოთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას,
14
იტყვით: „წავალთ ეგვიპტის ქვეყანაში, სადაც არ ვიხილავთ ომს და არ მოვისმენთ საყვირის ხმას, და პური არ მოგვშივდება და იქ დავსახლდებით,’“
15
– მაშ ისმინეთ უფლის სიტყვა იუდას ნატამალო, ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘თუ თქვენს პირს მიაქცევთ ეგვიპტეში წასავლელად და მიხვალთ იქ საცხოვრებლად,
16
მაშინ მახვილი, რომლისაც გეშინიათ, მოგეწევათ თქვენ ეგვიპტის ქვეყანაში და შიმშილი, რომელიც თქვენ გაწუხებთ, დაგედევნებათ და იქ დაიხოცებით.
17
და ყველა კაცი, რომელმაც პირი მიაქცია ეგვიპტეში წასასვლელად და იქ საცხოვრებლად, მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით მოკვდება, და არ ეყოლებათ მათ გადარჩენილი და თავდაღწეული იმ უბედურებისაგან, რომელსაც მე მოვაწევ მათზე.’
18
რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘როგორც ჩემი რისხვა და ჩემი გულისწყრომა გადმოიღვარა იერუსალიმის მკვიდრებზე, ისე გადმოიღვრება ჩემი გულისწყრომა თქვენზე ეგვიპტეში თქვენი მისვლისას. და იქნებით თქვენ საწყევლად და საშინელებად, და საგინებლად და შესარცხვენად და ვეღარ იხილავთ მეტად ამ ადგილს.
19
თქვენზე თქვა უფალმა, იუდას ნატამალო: ‘არ წახვიდეთ ეგვიპტეში,’ იცოდეთ, რომ გაგაფრთხილეთ თქვენ დღეს.
20
რადგან თქვენ თვითონ აცთუნეთ თქვენი სული, რომ გამგზავნეთ უფალთან, თქვენს ღმერთთან თხოვნით: ‘შეევედრე ჩვენზე უფალს, ჩვენს ღმერთს და ყოველივეს, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი იტყვის, გავაკეთებთ ჩვენ.’
21
და მე გითხარით დღეს თქვენ და არ მოუსმინეთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას და ყოველივეს, რითაც მან გამომგზავნა თქვენთან.
22
ახლა იცოდეთ, რომ მახვილით, შიმშილითა და ჭირით დაიხოცებით იმ ადგილზე, სადაც თქვენ საცხოვრებლად გსურდათ წასვლა.“
← Chapter 41
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 43 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52