bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 41
Jeremiah 41
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 40
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 42 →
1
და იყო მეშვიდე თვეს: ისმაელი, ძე ნეთანიასი, ძისა ელიშამაყისა, სამეფო თესლიდან, და მეფის დიდებულნი და ათი კაცი მასთან ერთად, მოვიდნენ მიცფას გედალიაჰუ, ახიკამის ძესთან, და ერთად ჭამეს იქ პური მიცფაში.
2
და ადგა ისმაელ ნეთანიას ძე – ის და ათი კაცი, რომელიც მასთან იყო, და დასცეს გედალიაჰუ, ძე ახიკამისა, ძისა შაფანისა, მახვილით; და მოკლა მან იგი, ვინც ბაბილონის მეფემ დანიშნა ქვეყანაში განმგებლად.
3
და ასევე დახოცა ისმაელმა ყველა იუდაელი, რომლებიც მასთან, გედალიაჰუსთან, იყო მიცფაში, და ქალდეველნი, რომელნიც იქ იმყოფებოდნენ, მებრძოლი კაცები.
4
მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც გედალიაჰუ მოკლეს, და არავინ იცოდა ამის შესახებ,
5
მოვიდნენ კაცები შექემიდან, შილოდან და სამარიიდან, ოთხმოცი წვერგაპარსული და ტანსაცმელშემოგლეჯილი და დაკაწრული კაცი, ხელში კი ძღვენი და გუნდრუკი ჰქონდათ უფლის სახლში მისატანად.
6
და გამოვიდა ისმაელ ნეთანიას ძე მიცფადან მათ შესაგებებლად, მოდიოდა და ტიროდა; და როდესაც შეხვდა მათ, უთხრა: „მიდით გედალიაჰუ ახიკამის ძესთან.“
7
და ქალაქის შიგნით მათი შესვლისას ისმაელმა, ნეთანიას ძემ, დახოცა ისინი, და ჩაყარეს ორმოში მან და კაცებმა, რომლებიც მასთან იყვნენ.
8
მაგრამ ათი კაცი იმყოფებოდა მათ შორის, რომლებმაც უთხრეს ისმაელს: „ნუ მოგვკლავ, რადგან ჩვენ საიდუმლო საუნჯენი გვაქვს მინდორში – ხორბლისა და ქერისა, ზეთისა და თაფლისა;“ და გაანება მან თავი და არ დახოცა ისინი მათ ძმებთან ერთად.
9
ორმო კი, რომელშიც ისმაელმა ჩაყარა ყველა იმ კაცთა გვამები, რომლებიც დახოცა გედალიაჰუს გამო, სწორედ ის იყო, მეფე ასამ რომ გააკეთა ისრაელის მეფის ბაშას გამო. ის ორმო გაავსო ისმაელ ნეთანიას ძემ დახოცილებით.
10
და დაატყვევა ისმაელმა ერის ყველა ნარჩენი, რომელიც მიცფაში იყო, მეფის ასულნი და მიცფაში დარჩენილი ხალხი, რომელებიც ნებუზარადანმა, მცველთა უფროსმა, ჩააბარა გედალიაჰუ ახიკამის ძეს და ტყვედ წაიყვანა ისინი ისმაელ ნეთანიას ძემ, და წავიდა, რომ ყამონიანებთან გადასულიყო.
11
და გაიგეს იოხანან კარეახის ძემ და ყველა მხედართმთავარმა, რომლებიც მასთან იყვნენ, ყველა ის ბოროტება, რაც ისმაელ ნეთანიას ძემ ჩაიდინა,
12
და გაიყვანეს ყველა კაცი და წავიდნენ ისმაელ ნეთანიას ძესთან საბრძოლველად და იპოვეს იგი დიდ წყლებთან, რომლებიც გაბეონშია,
13
და გაიხარა მთელმა ხალხმა, რომელიც ისმაელთან იყო, როდესაც დაინახა იოხანან კარეახის ძე და ყველა მხედართმთავარი, რომლებიც მასთან იყვნენ.
14
და მთელი ხალხი, რომელიც ისმაელმა დაატყვევა მიცფადან, მოტრიალდა და დაბრუნდა და წავიდა იოხანანთან, კარეახის ძესთან.
15
მაგრამ ისმაელ ნეთანიას ძემ რვა კაცით დააღწია თავი იოხანანისაგან და წავიდა ყამონიანებთან.
16
მაშინ იოხანან კარეახის ძემ და ყველა მხედართმთავარმა, რომლებიც მასთან იყვნენ, აიყვანეს მთელი ნარჩენი ხალხი მიცფადან, რომელიც ისმაელისაგან, ნეთანიას ძისაგან დააბრუნა მან მას შემდეგ, რაც მან მოკლა გედალიაჰუ ახიკამის ძე: მებრძოლი მამაკაცები და ქალები და ბავშვები და საჭურისნი, რომლებიც მან დააბრუნა გაბეონიდან.
17
და წავიდნენ ისინი და დასახლდნენ გერუთ-გიმჰამში, რომელიც ბეთლემთან იყო, რათა წასულიყვნენ ეგვიპტეში
18
ქალდეველთა გამო, რადგანაც ეშინოდათ მათი, ვინაიდან ისმაელ ნეთანიას ძემ მოკლა გედალიაჰუ ახიკამის ძე, რომელიც ბაბილონის მეფემ დანიშნა ქვეყანაში.
← Chapter 40
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 42 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52