bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Jeremiah 14
Jeremiah 14
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 15 →
1
სიტყვა უფლისა იერემიასადმი გვალვაზე:
2
„გლოვობს იუდა და მისი კარიბჭენი დაცარიელდა, დაბნელდა ქვეყანაზე და ამაღლდა იერუსალიმის კივილი.
3
და მათმა დიდებულებმა გაგზავნეს თავიანთი ჭაბუკები წყალზე; მივიდნენ ღრმულებთან, ვერ იპოვეს წყალი, დაბრუნდნენ ცარიელი ჭურჭლებით დარცხვენილნი და გაწბილებულნი, და თავები დაიბურეს.
4
რადგან მიწა დასკდა, წყალი რომ არ იყო ქვეყანაზე, შერცხვნენ მიწის მუშაკნი, თავები დაიბურეს.
5
რადგან ირემმაც ველზე შობა და იქ დატოვა, რადგან არ იყო ბალახი.
6
და კანჯარნიც იდგნენ ხრიოკ მაღლობებზე, ტურების მსგავსად ისუნთქავდნენ ჰაერს, დაებინდათ თვალები, რადგან არ იყო ბალახი.
7
თუ ჩვენი ურჯულოება იმოწმება ჩვენს წინააღმდეგ, იმოქმედე, უფალო, შენი სახელის გულისათვის! გამრავლდა ჩვენი განდგომა, შეგცოდეთ ჩვენ.
8
ისრაელის იმედო, მისო მხსნელო უბედურების ჟამს! რატომ ხარ მწირივით ამ ქვეყანაში და ღამის გასათევად მოსული სტუმარივით?
9
რატომ ხარ კაცივით გაოგნებული, მამრივით, რომელსაც არ შეუძლია ხსნა? შენ კი ჩვენს შორის ხარ, უფალო, და შენი სახელი ჩვენზეა წოდებული. ნუ მიგვატოვებ!“
10
და ასე უთხრა უფალმა ამ ერს: „რადგან მათ უყვარდათ ხეტიალი და ფეხებს ვერ აკავებდნენ, ამიტომ უფალს არ სურს ისინი. ახლა გაიხსენებს მათ ურჯულოებას და მოჰკითხავს მათ ცოდვებს.“
11
და მითხრა მე უფალმა: „ნუ ილოცებ ამ ერის სასიკეთოდ,
12
რადგან თუ იმარხულებენ, არ მოვუსმენ მე მათ ვედრებას, თუ აღმივლენენ სრულადდასაწველსა და ძღვენს, არ ვინდომებ მათ. მახვილით და შიმშილით და შავი ჭირით შევმუსრავ მათ.“
13
და ვთქვი მე: „ოი, უფალო ღმერთო! აჰა, წინასწარმეტყველნი ეუბნებიან მათ: ‘არ ნახავთ მახვილს და შიმშილი არ გექნებათ, რადგან ჭეშმარიტ მშვიდობას მოგცემთ ამ ადგილას.“
14
და მითხრა მე უფალმა: „ტყუილს წინასწარმეტყველებენ წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით, მე არ გამომიგზავნია ისინი და არც მიბრძანებია მათთვის, და არც მილაპარაკნია მათთან; ტყუილ ხილვას და მკითხაობას, ამაოს და თავიანთი გულის ზრახვებს გიწინასწარმეტყველებენ ისინი.
15
ამიტომ ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე: ‘ჩემი სახელით წინასწარმეტყველებენ, მე არ გამომიგზავნია ისინი. თუმცა ამბობენ: მახვილი და შიმშილი არ იქნება ამ ქვეყანაშიო, მახვილითა და შიმშილით მოისპობიან ის წინასწარმეტყველნი!’
16
და ხალხი, რომელსაც ისინი უწინასწარმეტყველებენ, დაეყრება იერუსალიმის ქუჩებში შიმშილისა და მახვილისგან. და არავინ იქნება მათი ცოლების, მათ ძეთა და მათ ასულთა დამმარხველი. და გადმოვღვრი მათზე მათ ბოროტებას.
17
უთხარი მათ ეს სიტყვა: ‘მდიოდეს თვალზე ცრემლი ღამით და დღისით და არ შეწყდეს, რადგან დიდი დალეწვით დაილეწა ქალწული, ასული ჩემი ერისა, განუკურნებელი ჭრილობით.
18
გამოვდივარ ველზე და ვხედავ მახვილით დახოცილთ, და შევდივარ ქალაქში და ვხედავ შიმშილით დასნეულებულთ, რადგან წინასწარმეტყველიც და მღვდელიც დაეხეტებიან ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობენ.“
19
მოძულებით მოიძულე იუდა, თუ სიონი შეზიზღდა შენს სულს? ისე რატომ გვცემე, რომ არა გვაქვს კურნება? ვთესავდით მშვიდობას და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს და – საშინელებაა.
20
ვიცით, უფალო, ჩვენი ბოროტმოქმედება, ურჯულოება ჩვენი მამებისა, რადგან შეგცოდეთ შენ.
21
ნუ უარგვყოფ შენი სახელის გულისათვის, ნუ შეარცხვენ ტახტს შენი დიდებისა, გაიხსენე და ნუ დაარღვევ შენს აღთქმას ჩვენთან.
22
განა არის ხალხების კერპთა შორის მაწვიმებელი? ან ცას თუ მოაქვს თავისით თავსხმა? ეს შენ არა ხარ, უფალო, ჩვენო ღმერთო? შენ გესავთ, რადგან შენ მოიმოქმედე ეს ყოველივე.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52